მამაკაცის ჯანმრთელობა
 მამაკაცი და ქალი კანონის წინაშე თანასწორია, მაგრამ როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, თავს იჩენს უთანასწორობა ,,წელს ქვევით და წელს ზევით~. თუმცა ცივილიზაციით გამოწვეულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით ქალი მამაკაცს არ ჩამოუვარდება (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო), არსებობს რიგი დაავადებების სახეობები, რომელშიც ქალი მამაკაცს ვერ შეეცილება. მაგალითად, არც ერთ ქალს არ ექნება პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ როდესაც, წინამდებარე ჯირკვალს არა ერთი არასასიამოვნო წუთი მოუტანია თითქმის ყველა მამაკაცისთვის. ქალსა და მამაკაცს შორის კიდევ ერთი განსხვავება ის არის, რომ მამაკაცს ჭირივით ეშინია ექიმების (იხილეთ ქვევით ,,ექიმის შიშის დაძლევა~). ამ თავში აღწერილი მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის განკურნება საკმაოდ სწრაფად შეიძლება მას შემდეგ, რაც დაისვა დიაგნოზი და ჩატარდა სამედიცინო გამოკვლევა. _ მაგალითად, ულტრაბგერითი სკანირების აპარატის დახმარებით შესაძლებელია პროსტატის დიაგნოსტიკა, მათ შორის სიმსივნის აღმოჩენა ნაადრევ სტადიაზე ეს ყველაფერი ბგერის სისწრაფით ხდება. _ 10-წუთიანი მჯდომარე აბაზანა 2-3-ჯერ დღეში მოგიხსნით სპერმატოცისტიტის (ანთება) სიმპტომებს. _ ნახევარსაათიანი თანამედროვე ქირურგიული ჩარევით მოიცილებთ თიაქარს საავადმყოფოშიც დიდი ხნით დარჩენა არ დაგჭირდებათ.
დაწვრილებით
მუხლის სახსრის ვარჯიშები
 მუხლის ვარჯიშები დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ გაავარჯიშებთ მუხლს და თავიდან აიცილებთ სხვა ტრავმებს. სანამ ვარჯიშს შეუდგებით, მიიღეთ ექიმის ნებართვა, რადგან ზოგიერთმა ვარჯიშმა შეიძლება გაამწვავოს ტრავმა, მით უმეტეს, თუ ვარჯიში ძალიან ადრე დაიწყეთ, ან დატვირთვა ვერ მოზომეთ. თუ ტკივილის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ვარჯიში.ვარჯიშის დროს თქვენ უნდა იგრძნოთ სითბო კუნთებში და ტკივილი სახსარში. ყველა მოძრაობა ნელ ტემპში, ფრთხილად უნდა შეასრულოთ. ივარჯიშეთ ყოველდღე, ან ექიმის მითითებით. ამ ვარჯიშების უმეტესობის შესრულება სპორტდარბაზში არსებულ ტრენაჟორებზე შეგიძლიათ. თუ სახლიდან გასვლა არ გინდათ, რამდენიმე რკინის ბურთულა (დაახლოებით 450 გრ.) მოათავსეთ წინდაში და დაიმაგრეთ კოჭზე. შემდგომში წონის მოსამატებლად დაამატეთ რკინის ბურთულები. ასწიეთ სწორი ფეხი. დაწექით ზურგზე (მაგარ ზედაპირზე). ერთი ფეხი მუხლში მოკეცეთ ისე, რომ იატაკს არ მოაცილოთ. ასწიეთ ფეხი 20-25 სმ. სიმაღლეზე და გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 6 წამის განმავლობაში. ნელა დაუშვით ფეხი. შეისვენეთ 6 წამი და იგივე მეორე ფეხით გაიმეორეთ. ვარჯიში ათ-ათჯერ გაიმეორეთ.
დაწვრილებით
მუხლის ტკივილი
 ,,სირბილის დროს თქვენი მუხლები განიცდიან სხეულის მასაზე სამჯერ მეტ დატვირთვას~, ამბობს ჯენის ფელპსი, რომელიც მუშაობს კალიფორნიის შტატის ქალაქ ანაჰეიმის სპორტსმენების რეაბილიტაციის კლინიკაში. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ყოფილი სპორტსმენები, მრბოლელები და ის, ვინც ადრე ინტენსიურად იყო დაკავებული აერობიკით, თავის მუხლებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და ისეთ პირობებს უქმნიან, რომლის დროს მათი ტრავმირება ადვილია. ,,სპორტსმენები, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გადიან, იძულებულები არიან ავარჯიშონ თავისი სხეული, რომ მინიმუმამდე შეამცირონ ტრავმის შედეგები~. ამბობს ჯენის ფემპსი. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს ტკივილის და რეციდივის თავიდან ასაცილებლად. სირბილისთვის სხვადასხვა მარშრუტები აირჩიეთ. ჩვეულებრივ ქუჩებში და ტროტუარებზე უამრავი ადამიანი ირევა, ამიტომ სირბილის დროს სხვადასხვა სიგრძის ნაბიჯებს აკეთებთ, ეს დისბალანსს იწვევს. ,,სირბილის მიმართულების შეცვლით, თავიდან აიცილებთ ამ დაბრკოლებით გამოწვეულ გაღიზიანებას, ამბობს ფელპსი. მაგალითად, თუ ყოველთვის ჩრდილოეთის მიამრთულებით დარბიხართ და სამხრეთიდან ბრუნდებით, სხვა დროს სამხრეთით გაიქეცით და ჩრდილოეთიდან დაბრუნდით~.
დაწვრილებით
ტკივილი წვივის არეში
ტკივილი წვივის არეში გამოწვეულია ძლიერი ფიზიკური დატვირთვით. უფრო ხშირად დაკავშირებულია პერიოსტიტთან (ძვლისაზრდელას ანთება). ტკივილი ჩვეულებრივ ჩნდება ორკვირიანი რიტმული განმეორებადი ფიზიკური ვარჯიშების (აერობიკა, ან გრძელ დისტანციაზე სირბილი) შემდეგ. ტკივილს იწვევს შეცდომა ვარჯიშის დროს, მაგალითად, ინტენსიურობის, ან დისტანციის გაზრდა, სარბენი საფარის ან სპორტული ფეხსაცმლის შეცვლა. გაეცანით ამ პრობლემის თავიდან აცილების ხერხებს. დაასვენეთ ფეხები. წვივის ტკივილის დროს დასვენება აუცილებელია. ამიტომ, როგორც კი ტკივილს იგრძნობთ, ვარჯიში შეწყვიტეთ. ,,თუმცა დასვენება ლოგინში უსარგებლოდ წოლას გულისხმობს, ამბობს მედიცინის დოქტორი უილიამ ბრაინერი. მე გირჩევთ ,,ფარდობით დასვენებას~. ანუ უნდა მოერიდოთ ისეთ მოძრაობებს, რომლებიც ტკივილს იწვევენ. ამის ნაცვლად რაიმე სხვა გააკეთეთ, მაგალითად, ველოსიპედით გაისეირნეთ. თუ დახლს უკან დგახართ, ჩამოჯექით, რომ ფეხებზე დატვირთვა შეამციროთ~. ყური დაუგდეთ თქვენს ფეხებს. ერთი-ორი კვირის შემდეგ თანდათან შეძლებთ სირბილს დაუბრუნდეთ. ,,მაგრამ თუ კვლავ იგრძნობთ ტკივილს, დატვირთვა შეამცირეთ~, გირჩევთ ექიმი ბრაინერი.
დაწვრილებით
ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა
 ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ უჩივიან ტკივილს, დაღლილობას, ტეხვას და სიმძიმეს ფეხების არეში. ძირითადად ეს სიმპტომები თავს იჩენენ საღამო ხანს, ან მაღაზიებში რამდენმესაათიანი სიარულის შემდეგ. ზოგჯერ აღინიშნება წვა კუნთში. საქმე იმაშია, რომ კანქვეშა ვენები ვერ უზრუნველყოფენ სისხლის ნორმალურ დენას ფეხებიდან გულისკენ, ან დარღვეულია ვენების შიგნით სარქველის მუშაობა, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს, ან სარქველი ცუდად იხურება და სისხლს ატარებს~, აღწერს სარქველების მდგომარეობას ექიმი ლენქტოტი. ან სისხლძარღვების კედლები გათხელდა და გაიწელა. თუ თქვენი სარქველები ცუდად მუშაობენ, სისხლძარღვების კედლები დათხელებულია, ან ორივე ეს სიმპტომი ერთად გაქვთ, სისხლი შედედებას იწყებს. ეს იწვევს შეშუპებას და დისკომფორტს, ,,ყველაფერი, რაც ფეხებში სისხლის წნევას ზრდის, ამწვავებს ტკივილს, ამიტომ ფეხები ყველაზე მეტად საღამოს გტკივათ, განსაკუთრებით, თუ დიდხანს მოგიწიათ ფეხზე დგომა, ამბობს ექიმი ლენკოტი. ქალებს თვიურის წინ ფეხები უფრო ძლიერად სტკივათ ხოლმე~.
დაწვრილებით
ფეხის ტკივილი
 ფეხის ტკივილის შემთხვევები და მკურნალობა ზოგჯერ ძალიან მარტივია, ზოგჯერ კი არა. თუმცა ბევრი რამის კანკუნება შეიძლება. მაგალითად: _ ერთი-ორი წუთის განმავლობაში ფეხის თითების აქტიური მოძრაობა მოგიხსნით ვარიკოზული ვენებით გამოწვეულ ტკივილს; _ ნახევრასაათიანი გასეირნება და დასვენება მოგიხსნით ობლიტერაციული ენდარტერიიტით გამოწვეულ დისკომფორტს (ობლიტერაციული ენდარტერიიტი არტერიების (ძირითადად ფეხის) სანათურის შევიწროებასთან და სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადება. სისხლის უკმარისობა იწვევს ტკივილს სიარულის დროს, ქსოვილების კვდომას, განგრენას); _ მასაჟი ნებისმიერ წამალზე სწრაფად მოგიხსნით კანჭის ტყუპი კუნთის კრუნჩხვას. დაივიწყეთ კანჭის ტყუპი კუნთის კრუნჩხვაამბობთ, რომ კანჭის ტყუპი კუნთის კრუნჩხვა გაქვთ ეს მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანისთვის ჩვეულებრივი დაავადებაა. უეცარი, ძლიერი, უმიზეზო კანჭის ტყუპი კუნთის კრუნჩხვა სხვადასხვა ასაკის, სქესის და საქმიანობის ადამიანს (სპორტსმენი, მოლარე, ფეხმძიმე ქალი, ადამინი, რომელიც რეგულარულად იღებს გარკვეულ წამლებს, მაგალითად, დიურეტიულ საშუალებებს, ხანდაზმულ ადამიანს) შეიძლება დაემართოს.
დაწვრილებით
შეწყვიტეთ მუშაობა მედიტაციისთვის
ალბათ, როდესმე ჭიქა ყავაზე შესვენების ნაცვლად, დაწესდება შესვენებები რელაქსაციისთვის. ექიმები სამკურნალო პრეპარატებზე რეცეპტის ნაცვლად, ავადმყოფებს რელაქსაციას გამოუწერენ. ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ რელაქსაცია (მოდუნება) ააქტიურებს იმუნიტეტს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებმაც რელაქსაციის ტექნიკა შეისწავლეს, მკვეთრად გაიზარდა მკვლელი-უჯრედების სისხლის თეტრი უჯრედების რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ახალწარმონაქმნის უჯრედების ზრდას. ,,მოდუნდით მედიტაციის დროს დღეში რამდენიმე წუთის განმავლობაში და ხანგრძლივ სიმშვიდეს იგრძნობთ~, ამბობს მედიცინის დოქტორი ალბერტ მარჩეტი. ის გირჩევთ აირჩიოთ მშვიდი ადგილი და დრო, რომ მედიტაციის დროს არაფერმა მოგაცდინოთ. _ რამდენიმე წუთით დაჯექით სკამზე, თავი სწორად დაიჭირეთ, არ მოიხაროთ, გაატარეთ ორი სწორი ხაზი: ყურები მხრები, ცხვირი ჭიპი. გააკეთეთ რამდენიმე წრიული მოძრაობა, რათა მოძებნოთ სწორი მდგომარეობა, როდესაც შესაძლებელი გახდება ენერგიის დენა ქვევით და ზევით ზურგის გასწვრივ. _ ხელისგულები ერთიმეორეზე დაალაგეთ, თითები არ გადააჯვარედინოთ. ხელის თითები ოდნავ მოხარეთ, დიდი თითები ოდნავ ზევით ასწიეთ.
დაწვრილებით
ჩართეთ დამცავი რეაქცია ავადმყოფობის წინააღმდეგ
ნუთუ შესაძლებელია იმუნური სისტემის ჩართვა და გამორთვა? შეიძლება. ამის გაკეთება უნდა ისწავლოთ. გასავარჯიშებლად ერთი საათი დაგჭირდებათ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ვარჯიში მოქმედებს ორგანიზმის ზოგიერთ ჰორმონულ სუბსტანციაზე, რომელბსაც ნეიროჰორმონები, ან ნეიროტრანსმისტერები ეწოდება. მეცნიერებმა იციან, რომ ეს ქიმიური ნივთიერებები, რომელბიც თავის ტვინის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მიერ გამომუშავდება, არეგულირებენ შინაგანი ორგანოების და ცენტრალური ნერვული სისტემების მუშაობას. დღესდღეობით, წინასწარი გამოკვლევებიდან ჩანს, რომ ამ სუბსტანციებს შეუძლიათ ჩართონ და გამოიწთონ თქვენი იმუნური სისტემის უჯრედების მოქმედება. მაშ, რა ვარჯიში უნდა გავაკეთოთ და რას მოგვცემს იმუნური სისტემის კარგ ფორმაში შენარჩუნება? 45 წუთი ისეირნეთ, ეს გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. ყოველდღიური, 45-წუთიანი სეირნობა ექვსი კვირის განმავლობაში ზრდის იმუნური სისტემის იმუნოგლობულინის დონეს. ირბინეთ. ინტენსიური სირბილი ზრდის სხეულის ტემპერატურას, როგორც ციებ-ცხელების დროს. ციებ-ცხელება ააქტიურებს დამცავ ლიმფოციტებს, რომელბიც აკავებენ ზოგიერთ ვირუსულ ინფექციას, ზრდის რკინის კონცენტრაციას სისხლში და ქმნის ზოგიერთი ბაქტერიის ცხოველქმედებისთვის შეუძლებელ პირობებს. ისეირნეთ ველოსიპედით. დანიაში ჩატარებული გამოკვლევისას აღმოაჩინეს, რომ მკვლელი-უჯრედების (ქილერების) აქტიურობა ველოსიპედისტებში უფრო მაღალია არააქტიურ ადამიანებთან შედარებით.
დაწვრილებით
სამკურნალო პრეპარატების სწორი დოზირება
ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების სწორად შერჩეული დოზირება უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას ინფექციისგან და იმუნური სისტემის შეუფერხებელ მუშაობას. დოზის გადამეტებისას ამ ნივთიერებებმა შეიძლება დაასუსტონ იმუნური სისტემა და გაზარდონ ინფიცირების რისკი. სწორედ ამიტომ, სანამ დაიწყებთ ვიტამინების მიღებას, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი რაციონის თავისებურება და თქვენი ექიმის რეკომენდაციები. ,,მე გირჩევთ დაიცვათ ცხიმებით ღარიბი და ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა. მიირთვით მეტი მარცვლოვნები, ხილი და ბოსტნეული. ასევე, გირჩევთ მიიღოთ უცხიმო ხორცი საშუალო რაოდნეობით, ამბობს ფილოსოფიის დოქტორი ადრია როთმენ-შერმენი, რომელიც ხელმძღვანელობს კვლევებს კვების საკითხში რუტგერის უნივერსიტეტში. მე გირჩევთ მიიღოთ დანამატები, სანამ არ დადგინდება თქვენს ორგანიზმში ამა თუ იმ ნივთიერების ნაკლებობა. ეს შესაძლებელია, როდესაც ძალიან დაბალკალორიულ დიეტას იცავთ, რეგულარულად იღებთ წამლებს, მუცლის ატარებთ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ასევე ავადმყოფობის შემდეგ~.
დაწვრილებით
იმუნიტეტი
თქვენ გაქვთ სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები. სისხლის წითელ უჯრედებს გადააქვთ ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები; თეთრი უჯრედები დანაგვიანების წინააღმდეგ მებრძოლი არმიაა, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარით მოქმედებს. მაგალითად, როდესაც ორგანიზმში ინფექცია წარმოიშვება, ძვლის ტვინი ქმნის ანტიმიკრობული ნეიტროფილური გრანულოციტების (ნეიტროფილური გრანულოციტები ლეიკოციტების (თეთრი უჯრედების) ერთ-ერთი სახეობა) ერთ პატარა ბატალიონს წარმოუდგენელი სიჩქარით დაახლოებით 694 000 უჯრედი წამში. იმუნური სისტემის კომპონენტები განუწყვეტლივ ცვლიან ერთმანეთს. ეს მილიარდობით უჯრედი მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს და სულ ახალგაზრდა რამდენიმე დღის ასაკში იღუპება. ამის შემდეგ ორგანიზმმა ისინი ახლით უნდა შეცვალოს, რომლებიც ისევე აქტიურნი და ძლიერნი იქნებიან, როგორც მათი წინამორბედები. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმუნიტეტის შენარჩუნებასა და გაზრდაში. ამ რჩევების შესასრულებლად სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ: _ ერთ წუთში, აცრის დახმარებით, გამოიმუშავებთ ავადმყოფობისადმი იმუნიტეტს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ; _ უმოკლეს დროში შეძლებთ ,,შეიარაღდეთ~ ავადმყოფობის წინააღმდეგ; _ ყოველდღიური მედიტაციის დახმარებით რამდენიმე წუთში შეძლებთ დამცავი ფსიქიკური ეკრანის შექმნას; _ კვირაში 5-ჯერ 45-წუთიანი გასეირნების წყალობით შეძლებთ გააძლიეროთ ორგანიზმის დამცავი რეაქცია.
დაწვრილებით
|