Narkozi.com » ბავშვები


ძილი და მასთან დაკავშირებული სიძნელეები 1-3 წლის ასაკში

ძილი და მასთან დაკავშირებული სიძნელეები 1-3 წლის ასაკშიამ ასაკში პატარებს დღეღამეში 11-13 საათი ძინავთ. დაახლოებით 18 თვის ასაკისათვის პატარების უმრავლესობა დღისით მხოლოდ ერთხელ იძინებს 1,5-3 საათის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთი პატარა დაახლოებით 20-21 თვის ასაკამდე უპირატესობას 2 ხანმოკლე ძილს ანიჭებს. ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში ინდივიდუალური, თუმცა რეგულარულია თითოეული ბავშვისათვის. ძილის დარღვევა მოსალოდნელია ავადმყოფობის, ძილის რუტინის დარღვევის ან სხვა რაიმე სტრესული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად. სასურველია პატარას საწოლი შეუცვალოთ 2 დან 3 წლის შუალედში, თუმცა უმჯობესია თუ დაელოდებით 3 წელს, რადგანაც უფრო ადრე შეცვლილმა საწოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა. Aამ ასაკში პატარები ჯერ კიდევ იღვიძებენ ღამის განმავლობაში რამოდენიმეჯერ. თუკი პატარა ბავშვობიდან შეჩვეულია დამოუკიდებლად ჩაძინებას ისინი მშობლის დახმარების გარეშე ახერხებენ დამოუკიდებლად ძილის “შებრუნებას”, ხოლო ნაწილს ჯერ კიდევ ჭიედება მშობლის დახმარება.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

დაწვრილებით



ძილი წინასასკოლო ასაკში (3-5წელი)

ძილი წინასასკოლო ასაკში (3-5წელი)წინსასკოლო ასაკში პატარას დაახლოებით 9-10 საათი ძინავს დღე-ღამეში (ღამის ძილის+დღის ძილი). ძილის ხანგრძლივობა ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურია,თუმცა ყველა მათგანს ერთი და იგივე დრო უნდა ეძინოს ყველა დღე. ბავშვების უმრავლესობა 3-5 წლის ასაკიდან აღარ იძინებენ დღისით. Aამ ასაკში ზოგიერთI ბავშვი ჯერ კიდევ რამოდენიმეჯერ იღვიძებს ღამით და ეს ნორმის ვარიანტია, თუმცა ის ბავშბვები, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არიან შეჩვეულები მოზრდილების დახმარების გარეშე იბრუნებენ ძილს.

წინასასკოლო ასაკში საკმაოდ ხშირია ისეთი ძილის დარღვევები, როგორიცაა ღამის შიშები და ღაის კოშმარები. ღამის შიშები და კოშმარები, როგორც წესი ასაკდამოკიდებულია, წარმოადგენს ბავშვის ნეირომოტორული განვითარების ერთ-ერთ ეტაპს და ასაკის მომატებასთან ერთად უკვალოდ ქრება. ძილში სიარული ასევე ამ ასაკში გამოვლინდება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ღამით ხვრინვა ასევე ხშირია ამ ასაკში და ძილის აპნოეს ერთ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

დაწვრილებით



ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემებიმოცემული რეკომენდაციები დაეხმარება თქვენს პატარას გამოიმუშაოს ძილის კარგი ჩვევები:
ძილის განრიგი: პატარა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად როგორც დღის ძილის, ასევე ღამის ძილის დროს. განსხვავება ბავშვის დაძინების დროსა და გაღვიძების დროს შორის არ უნდა იყოს 1 საათზე მეტი სამუშაო და დასვენების დღეებს შორის. ეცადეთ საღამოს პატარამ ადრე (არაუგვიანეს 21.00) დაიძინოს, რათა მოასწროს სრულყოფილად გამოძინება.
დაძინების რუტინა: ყოველ საღამოს დაძინებამდე 20-30 წუთი დაუთმეთ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ერთნაირი იქნება ყოველ საღამოს. ეს შეიძლება იყოს მშვიდი თამაშები, ზღაპრის მოყოლა, წიგნის წაკითხვა. Eს აქტივობები ყოველთვის შეასრულეთ საძინებელში, სადაც იქნება სუსტი განათება.
საძინებელი: ეცადეთ ბავშვის საძინებელი იყოს მოხერხებული და მშვიდი. ღამით დატოვეთ სუსტი ღამის განათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩააბნელოთ სრულად. ეცადეთ ოთახოს ტემპერატურა არ იყოს 23 გრადუსზე მეტი. Aრასოდეს არ გამოიყენოთ ბავშვის საძინებელი მის დასასჯელად.
მსუბუქი წახემსება: არასოდეს დააწვინოთ პატარა დასაძინებლად მშიერი. ყოველთვის შესთავაზეთMმსუბუქი ვახშამი (მაგალითად რძე და ფუნთუშა). დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მოერიდეთ ნოყიერ ვახშამს.
კოფეინი: მოარიდეთ პატარა კოფეინს დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი კოფეინს საერთოდ ამოიღებთ პატარას რაციონიდან. Kკოფეინს შეიცავს ყავა, სხვადასხვა მატონიზიებელი სასმელი, ცივი ჩაი და შოკოლადი.

დაწვრილებით



ძვლების გასამაგრებლად ივარჯიშეთ

თითქმის ყველა ექიმი თანხმდება, რომ ფიზიკური ვარჯიში ძვლებისთვის სასარგბელოა.
,,თუ ოცი წლის ხართ, ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდაში, ეს იმას ნიშნავს, რომ განავითარებთ თქვენს ძვალს იმდენად, რამდენადაც ეს თქვენს ორგანიზმს შეუძლია, ამბობს ორაგონის უნივერსიტეტის ფიზიკური კულტურის განყოფილების ადიუტანტ-პროფესორი და ფიზიოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი ქრისტინ სნოუ-ჰარტერი. რაც უფ­რო დიდი და მაგარია თქვენი ძვლები, მით უკეთ იგრძნობთ თავს ხანდაზმულ ასაკში. ოცდაათი წლის შემდეგ ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ძვლების გაიშვიათე­ბა და უზრუნველყოფს მათ სიმკვრივეს.
სტატიკური დატვირთვა (მაგალითად მხრებზე შტანგით დგომა) სარგებლობას არ მოგიტანთ. ვარჯიში უნდა იყოს აქტიური, მოძრავი. დინამიკური დატვირთვა სწორედ ეს სჭირდება თქვენს ძვლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი კუნთები ძვლებზეა მიმაგრებული. ისინი ზემოქმედებენ ძვალზე, რომელიც ამ ზემოქმედების წყალობით მაგრდება.
თქვენს წინაშეა სპორტის სხვადასხვა სახეობები და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. თუ ფიზიკური ვარჯიში აიძულებს ძვალს განიცადოს დაწოლის, გრავიტაციის, ან სიმ­ძიმის მოქმედება, თქვენ სასურველ შედეგს მაგარ ძველბს, მიიღებთ. ,,თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარათონულ დისტანციაზე უნდა ირბინოთ, ან იმდენი ივარჯიშოთ, რომ კარებში ვეღარ შემოეტიოთ, ამბობს სნოუ-ჰარტერი. არსებობს უფრო სწრაფი და მარტივი ხერხები. თუმცა თქვენი აქტიურობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო~.ხვა სახეობები და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. თუ ფიზიკური ვარჯიში აიძულებს ძვალს განიცადოს დაწოლის, გრავიტაციის, ან სიმ­ძიმის მოქმედება, თქვენ სასურველ შედეგს მაგარ ძველბს, მიიღებთ. ,,თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარათონულ დისტანციაზე უნდა ირბინოთ, ან იმდენი ივარჯიშოთ, რომ კარებში ვეღარ შემოეტიოთ, ამბობს სნოუ-ჰარტერი. არსებობს უფრო სწრაფი და მარტივი ხერხები. თუმცა თქვენი აქტიურობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე იყო~.

დაწვრილებით



გოგო თუ ბიჭი?

გოგო თუ ბიჭი?საკმარისია, ცოლ-ქმარმა შეიტყოს, რომ უახლოეს ცხრა თვეში მშობლები გახდებიან, იწყება დაუსრულებელი მსჯელობა და ვარაუდი მომავალი პატარას სქესის თაობაზე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფანტაზიას დიდ გასაქანს ვერ მისცემ; რამდენიც არ უნდა იმსჯელონ მომავალმა მშობლებმა, შედეგს ვერსად გაექცევი – პაწია ან გოგო იქნება, ან ბიჭი.

მიუხედავად ამისა, მომავალი მშობლები ინტერესის დაკმაყოფილებას გაცილებით ადრე ცდილობენ...

ყველაზე საინტერესო ის არის, როდის ხდება სქესის ფორმირება. ამას თავადაც მიხვდებით, თუკი განაყოფიერების შესახებ მცირე ინფორმაციას გადაავლებთ თვალს.

ყველაფერი იმით იწყება, რომ სპერმატოზოიდი, მამრობითი სასქესო უჯრედი, დანიშნულების ადგილას – კვერცხსავალ მილში ხვდება კვერცხუჯრედს (ქალის სასქესო უჯრედს) და მასში იჭრება. ასე ხდება განაყოფიერება.

განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიცავს როგორც დედისეულ, ისე მამისეულ ინფორმაციას. ინფორმაციის მატარებელ უწვრილეს ძაფებს ქრომოსომები ეწოდება. სწორედ მათშია მოთავსებული მინიდოსიე დედიკოსა და მამიკოს გარეგნობის, აღნაგობისა და ხასიათის თავისებურებათა შესახებ.

დაწვრილებით



ბავშვების კვების რაციონი

როგორ იკვებებიან ჩვენი ბავშვები?
ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია! ყოველდღიურად იზრდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა რიცხვი ბავშვებში. გახშირდა მოზარდთა შორის გასტრიტით ან კოლიტით დაავადების შემთხვევები. საკმაოდ “გაახალგაზრდავდა” წყლულოვანი დაავადებების ასაკიც.

ბავშვების უმრავლესობა დილით არ საუზმობს, ან უკეთეს შემთხვევაში მიირთმევენ ბუტერბროდს. სკოლის სასადილო არ იძლევა მრავალფეროვანი, ჯანმრთელობისთვის და ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი კვების საშუალებას. თუმცა არც თუ იშვიათად ოჯახური სადილიც შემოიფარგლება სოსისით ან სხვა სწრაფი კვების პროდუქტებით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოზარდთა უმრავლესობა სკოლის გარდა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებში, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილია ბავშვთა კვების რეჟიმიც.

დაწვრილებით



როგორ შევაყვაროთ ბავშვს ხილი და ბოსტნეული?

ბევრი ბავშვი უარს აცხადებს ისეთი სასარგებლო და გემრიელი საკვების მიღებაზე, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული. ისმის კითხვა: რატომ? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა ამ ფენომენთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციები ნათლად და გასაგები ფორმით წარმოადგინეს მეცნიერებმა.
ახლახანს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, თუ ახალგაზრდა დედა ღებულობს ხილს და ბოსტნეულს ძუძუთი კვების პერიოდში, სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში მის ბავშვს ასევე ეყვარება მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. მკვლევარები ასევე რეკომენდაციას უწევენ იმას, რომ მაგიდაზე მუდამ იდგას ახალი ხილით სავსე ლანგარი. დროთა განმავლობაში, ისინი ბავშვის საყვარელ საკვებად იქცევა.

დაწვრილებით



გეგმიური საკეისრო კვეთა ვნებს ბავშვს

იმ ბავშვებში, რომლებიც ქვეყანას გეგმიური საკეისრო კვეთით მოევლინნენ, სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების რისკი 4-ჯერ მაღალია.
პედიატრებმა შეისწავლეს 34 000 მშობიარობის მონაცემები და დაასკვნეს, რომ ფიზიოლოგიური გზით დაბადებულ ბავშვებში, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამო
საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულებში, გაცილებით დაბალი იყო რესპირატორული დაავადებების განვითარების შანსი.
თუ გეგმიურ საკეისრო კვეთას გადავიტანთ ორსულობის 39-ე კვირაზე, გართულებების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. მაშინ როცა, 2 კვირით ადრე (37-ე კვირაზე) ოპერაციის ჩატარება დაახლოებით 4-ჯერ ზრდის გართულებების რისკს.
ორხუსის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტები ჯერ-ჯერობით ვერ ხსნიან ამ ფენომენს. მიუხედავად ამისა, მკვლევარებისთვის ცნობილია, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ძალების მოკრეფა და მასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები აუცილებელია ახალშობილის ფილტვების განვითარებისთვის.
“ბევრი ქალი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ გეგმიური საკეისრო კვეთა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მის ბავშვზე”, განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული ჰოსპიტალის ექიმმა, მეგი ბლოტმა.

დაწვრილებით



თაფლი ხველების შესაჩერებლად

თაფლი საუკეთესო შედეგს იძლევა ბაშვებში ხველების შესაჩერებლად

ერთი კოვზი თაფლი ძილის წინ ნებისმიერ წამალზე უკეთეს შედეგს იძლევა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ხველების შეჩერების მხრივ. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ ძილს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკელი მკვლევარების ჯგუფი პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯიდან.
დღესდღეობით არსებული სამკურნალო პერპარატებისგან განსხვავებით, თაფლი მოქმედებს ერთდროულად სამი მიმართულებით: ის მოეფინება ყელს, ამსუბუქებს ტკივილს და ხსნის გაღიზიანებას.
თუმცა, მეცნიერები ამავდროულად აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია თაფლის მიცემა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ამან შესაძლოა ბოტულიზმის – მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადების განვითარება გამოიწვიოს.

დაწვრილებით



ბავშვებში ისტერიკა

ბავშვებში ისტერიკაბავშვური ისტერიკები შესაძლოა გამოწვეული იყოს დაავადების არსებობით. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ ბავშვებში, რომლებსაც ხშირად ემართებათ ისტერიკა და ის ხანგრძლივად გრძელდება, აგრეთვე აქვს აგრესიული ხასიათი, უფრო მაღალია დეპრესიის და ქცევითი დარღვევების განვითარების რისკი.
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ისტერიკა შესაძლოა იყოს იმის მანიშნებელი, რომ ბავშვი ავადაა, შია, ან ზედმეტად არის აგზნებული. შემთხვევათა უმრავლესობაში ისტერიკა ითვლება ნორმად მცირეწლოვან ბავშვებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ადგილი აქვს არც ისე ხშირად და არ ატარებს გახანგრძლივებულ ხასიათს. ჯანმრთელ ბავშვებში, ხანმოკლე ისტერიკა არ არის აგრესიული ხასიათის.

დაწვრილებით