გამოკითხვა
| მოგწონთ საიტი? |
|
|
||||
![]() |
|||||
|
ბავშვების კვების რაციონი
როგორ იკვებებიან ჩვენი ბავშვები?
ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია! ყოველდღიურად იზრდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა რიცხვი ბავშვებში. გახშირდა მოზარდთა შორის გასტრიტით ან კოლიტით დაავადების შემთხვევები. საკმაოდ “გაახალგაზრდავდა” წყლულოვანი დაავადებების ასაკიც. ბავშვების უმრავლესობა დილით არ საუზმობს, ან უკეთეს შემთხვევაში მიირთმევენ ბუტერბროდს. სკოლის სასადილო არ იძლევა მრავალფეროვანი, ჯანმრთელობისთვის და ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი კვების საშუალებას. თუმცა არც თუ იშვიათად ოჯახური სადილიც შემოიფარგლება სოსისით ან სხვა სწრაფი კვების პროდუქტებით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოზარდთა უმრავლესობა სკოლის გარდა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებში, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილია ბავშვთა კვების რეჟიმიც. როგორ შევაყვაროთ ბავშვს ხილი და ბოსტნეული?
ბევრი ბავშვი უარს აცხადებს ისეთი სასარგებლო და გემრიელი საკვების მიღებაზე, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული. ისმის კითხვა: რატომ? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა ამ ფენომენთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციები ნათლად და გასაგები ფორმით წარმოადგინეს მეცნიერებმა.
ახლახანს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, თუ ახალგაზრდა დედა ღებულობს ხილს და ბოსტნეულს ძუძუთი კვების პერიოდში, სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში მის ბავშვს ასევე ეყვარება მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. მკვლევარები ასევე რეკომენდაციას უწევენ იმას, რომ მაგიდაზე მუდამ იდგას ახალი ხილით სავსე ლანგარი. დროთა განმავლობაში, ისინი ბავშვის საყვარელ საკვებად იქცევა. გეგმიური საკეისრო კვეთა ვნებს ბავშვს
იმ ბავშვებში, რომლებიც ქვეყანას გეგმიური საკეისრო კვეთით მოევლინნენ, სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების რისკი 4-ჯერ მაღალია.
პედიატრებმა შეისწავლეს 34 000 მშობიარობის მონაცემები და დაასკვნეს, რომ ფიზიოლოგიური გზით დაბადებულ ბავშვებში, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამო საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულებში, გაცილებით დაბალი იყო რესპირატორული დაავადებების განვითარების შანსი. თუ გეგმიურ საკეისრო კვეთას გადავიტანთ ორსულობის 39-ე კვირაზე, გართულებების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. მაშინ როცა, 2 კვირით ადრე (37-ე კვირაზე) ოპერაციის ჩატარება დაახლოებით 4-ჯერ ზრდის გართულებების რისკს. ორხუსის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტები ჯერ-ჯერობით ვერ ხსნიან ამ ფენომენს. მიუხედავად ამისა, მკვლევარებისთვის ცნობილია, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ძალების მოკრეფა და მასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები აუცილებელია ახალშობილის ფილტვების განვითარებისთვის. “ბევრი ქალი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ გეგმიური საკეისრო კვეთა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მის ბავშვზე”, განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული ჰოსპიტალის ექიმმა, მეგი ბლოტმა. თაფლი ხველების შესაჩერებლად
თაფლი საუკეთესო შედეგს იძლევა ბაშვებში ხველების შესაჩერებლად
ერთი კოვზი თაფლი ძილის წინ ნებისმიერ წამალზე უკეთეს შედეგს იძლევა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ხველების შეჩერების მხრივ. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ ძილს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკელი მკვლევარების ჯგუფი პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯიდან. დღესდღეობით არსებული სამკურნალო პერპარატებისგან განსხვავებით, თაფლი მოქმედებს ერთდროულად სამი მიმართულებით: ის მოეფინება ყელს, ამსუბუქებს ტკივილს და ხსნის გაღიზიანებას. თუმცა, მეცნიერები ამავდროულად აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია თაფლის მიცემა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ამან შესაძლოა ბოტულიზმის – მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადების განვითარება გამოიწვიოს. ბავშვებში ისტერიკა
ბავშვური ისტერიკები შესაძლოა გამოწვეული იყოს დაავადების არსებობით. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ ბავშვებში, რომლებსაც ხშირად ემართებათ ისტერიკა და ის ხანგრძლივად გრძელდება, აგრეთვე აქვს აგრესიული ხასიათი, უფრო მაღალია დეპრესიის და ქცევითი დარღვევების განვითარების რისკი. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ისტერიკა შესაძლოა იყოს იმის მანიშნებელი, რომ ბავშვი ავადაა, შია, ან ზედმეტად არის აგზნებული. შემთხვევათა უმრავლესობაში ისტერიკა ითვლება ნორმად მცირეწლოვან ბავშვებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ადგილი აქვს არც ისე ხშირად და არ ატარებს გახანგრძლივებულ ხასიათს. ჯანმრთელ ბავშვებში, ხანმოკლე ისტერიკა არ არის აგრესიული ხასიათის. |
|||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000014 წამში. | ||||