|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მკურნალობის ახალი მეთოდები
თრომბოლიზი. თრომბოლიზი თრომბის გაწოვის პროცესი. თუ ინფარქტი გადაიტანეთ, თქვენი სურვილია სწრაფად გაეწეროთ საავადმყოფოდან და დაუბრუნდეთ ყოველდღიურ საქმიანობად. ამ დროს დაგეხმარებათ თრომბის გაწოვის თერაპია (თრომბოლიზი), რომელიც გულისხმობს თრომბების დამშლელი წამლების მიღებას ინფარქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ეს მეთოდი აღადგენს ნორმალურ სისხლის მიმოქცევას და ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ სახლში დაბრუნედეთ. ,,მიოკარდის ინფარქტის მკურნალობის ხერხები ძალიან არის განვითარებული, ამბობს მედიცინის დოქტორი ჯორფი სოპკო. ათი-ოცი წლის წინ მსგავსი დაავადების დროს პაციენტს ხუთი-ექვსი კვირით აწვენდნენ საავადმყოფოში, ანტიკოაგულანტებს და დასვენებას უნიშნავდნენ. დღევანდელი პაციენტები, რომლებსაც თრომბოლიზის პროცედურა დაენიშნათ, სახლში ერთი კვირის შემდეგ ბრუნდებიან (თუ რაიმე სხვა გართულებას არ ჰქონდა ადგილი)~. უნდა ითქვას, რომ თრომბოლიზის შემდეგ ანგიოპლასტიკა (სპეციალისტები კათეტერით ან ზონდით, მექანიკური გზით, აცილებენ კორონარულ არტერიაში წარმოქმნილ საცობს) საჭირო ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის მიმოქცევა ნორმალურ დონემდე ვერ აღდგება. ყოველთვის არ ენდოთ სწრაფ დიაგნოზს
არაფერი ისე არ ვნებს თქვენს დროს, ენერგიას და სახსრებს, როგორც არასწორი დიაგნოზი. გულის დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე ხერხები თანდათან იხვეწება. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ხშირად შეუძლებელია სწრაფად და ზუსტად დაისვას დიაგნოზი.დაივიწყეთ ქოლესტერინის დონის განსაზღვრის სწრაფი ტესტი. თითიდან აღებულ სისხლზე ჩატარებულმა ანალიზმა შეიძლება ქოლესტერინის უფრო მაღალი დონე აჩვენოს, ვიდრე სინამდვილეშია. როჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის სკოლის მედიცინის დოქტორი ფილიპ გრინლენდი ამბობს, რომ თითიდან აღებული სისხლის ანალიზი ქოლესტერინის უფრო მაღალ დონეს აჩვენებს, ვიდრე ვენიდან აღებული სისხლის ანალიზი. უფრო ზუსტია სისხლის ანალიზი, რომელიც აღებულია ჭამიდან 12 საათის შემდეგ. ექოკარდიოგრაფია. ეს ულტრაბგერის გამოყენების ახალი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს გულის დაავადების არსებობა. ახლო წარსულში გულის მუშაობის დასანახად იყენებდნენ რენტგენის სხივებს და ანგიოგრაფიას, რომელიც გულისხმობს კათეტერის ჩადგმას სისხლძარღვებში. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, რომელიც საავადმყოფოში კეთდებოდა. მედიცინის დოქტორი ედგარ შიკი, ამბობს: ,,ექოკარდიოგრაფია საკმაოდ მარტივი და სწრაფი მეთოდია ანგიოგრაფიასთან შედარებით. ექოკარდიოგრაფიის დროს საჭირო არ არის კათეტერის ჩადგმა. პაციენტისთვის ეს უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ანგიოგრაფია. ფიზიკური ვარჯიში და ჯანმრთელი გული
ფაქტები: ფიზიკური აქტიურობა სიცოცხლის გახანგრძლივების ერთ-ერთი კომპონენტია. ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესის მიმდევრების სიკვდილიანობა მაღალია და ეს შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო გულის დაავადებამ, არამედ ნებისმიერმა სხვამ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან სხვა გამოკვლევებმაც დაადგინეს, რომ ფიზიკური ვარჯიში დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.ფიზიკური ვარჯიში ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდის დონეს, ამაღლებს დიდი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს, ხელს უწყობს წონის შემცირებას და ამცირებს ორგანიზმში ცხიმების პროცენტულ შემცველობას. ფიზიკური ვარჯიში ასევე დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე და გულის შეკუმშვათა სიხშირეზე. კარგი ფიზიკური ფორმა იცავს გულს ემოციური სტრესისგან. ტორონტოს უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ცუდ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ადამიანის გული ზეაქტიურად რეაგირებს ფსიქოლოგიური სტრესის დროს გამოყოფილ ჰორმონებზე. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საერთაშორისო დონის სპორტსმენი უნდა გახდეთ? გადადოთ ყველა საქმე და მხოლოდ სპორტით დაკავდეთ? უკანასკნელი მონაცემებით, ამის გაკეთება აუცილებელი არ არის. მისდიეთ სპორტს. 17 ათასზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მისდევდნენ სპორტს, გულის დაავადებების რისკი 1/3-ით ნაკლები ჰქონდათ. ჯანმრთელი გული
,,რას იზამ, ამბობთ თქვენ, უკვდავი არავინაა, ყველა სიკვდილის შვილები ვართ~. დიახ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ ახალგაზრდა ასაკში, ისე, როგორც ეს ინფარქტის დროს ხდება. 45% შემთხვევაში ინფარქტი ემართება 65 წლამდე ასაკის ადამიანებს. 5% შემთხვევაში 40 წლამდე ასაკის ადამიანებს. ეს სტატისტიკა არც ისე ცუდია. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინფარქტისგან გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი თანდათან შემცირდა. მაგალითად, 1977 წლიდან 1987 წლამდე გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდა 28,7%-ით. ეს მონაცემები წარმოადგინა გულის შემსწავლელმა ამერიკულმა ასოციაციამ. სიკვდილიანობის რიცხვის შემცირება შემთხვევითი არ არის. ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა გულის დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხერხების მოსაძებნად. უარი თქვით კოფეინზე
აუცილებელი არ არის, რომ ყავა და კოფეინის შემცველი სხვა პროდუქტები უარყოფითად მოქმედებდნენ თქვენს ორგანიზმზე. ძლიერი სტიმულატორი, კოფეინი, ხელს უწყობს სისხლში ადრენალინის რაოდენობის ზრდას, ზრდის შაქრის დონეს სისხლში, გამამხნევებლად მოქმედებს ტვინზე და სხეულზე. ერთი-ორი ჭიქა ყავა ამცირებს დაღლილობას და ძილიანობას, გაგამხნევებთ და გააუმჯობესებს თქვენს რეაქციას. ყველაზე ძლიერი ეფექტი მიიღწევა ყავის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ. კოფეინი ორგანიზმში რჩება 5-7 საათის განმავლობაში. ის აიძულებს თქვენს ორგანიზმს დაწვას მეტი ცხიმი, რათა გამოანთავისუფლოს ენერგია. ერთ-ერთი ცდის დროს დადგინდა, რომ ორი ჭიქა მაგარი ყავის მიღების შემდეგ მრბოლელებს შეუძლიათ 15 წუთით მეტ ხანს ირბინონ. სხვა ცდამ აჩვენა, რომ კოფეინის მიღების შემდეგ ველოსიპედისტი უკეთეს შედეგებს აჩვენებს.ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ყავა, ზომიერად მიღების შემთხვევაში, არ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს განვითარებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა ,,ზომიერი~, რაც გულისხმობს არაუმეტეს 2-3 (200 გრ) ჭიქა დღეში. თქვენ შეგიძლაით დალიოთ მეტი ყავა, მაგრამ მაშინ... გულის გადანერგვის აუცილებლობა მოიხსნა
ოსაკის უნივერსიტეტის კლინიკის თანამშრომლებმა წარმატებით ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა გულის მუშაობის აღდგენას პაციენტის ჩონჩხის კუნთებიდან აღებული უჯრედების-მიობლასტების გადანერგვით. ახალი მეთოდი ისეთი ეფექტური აღმოჩნდა, რომ ექიმებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ გულის გადანერგვაზე, რომელიც რეკომენდირებული იყო ავადმყოფისთვის მკურნალობის დაწყებამდე.
შეგუბებითი კარდიომიოპათიის დიაგნოზის მქონე 50 წლის მამაკაცი, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებოდა დონორული ორგანოს გადანერგვას, უახლოეს დღეებში გაეწერება კლინიკიდან. 2006 წლის ივლისში ექსპერიმენტის ჩატარებას მხარი დაუჭირა საუნივერსიტეტო კლინიკის ეთიკურმა კომისიამ. ექიმებმა პაციენტის ბარძაყიდან აიღეს 10 გ კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც შეიცავდა მიობლასტებს - ჩონჩხის კუნთების მომწიფებული უჯრედების წინამორბედებს. ორი თვე დაჭირდა არსებული მიობლასტებიდან 25 თხელი ფირფიტის ფორმირებას, რომლითაც მოხდა ავადმყოფის გულის, ძირითადად, სისხლის გადასროლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის - მარცხენა პარკუჭის, ”შემოგარსვა”. მიობლასტების იმპლანტაციის ოპერაცია ჩატარდა 2007 წლის მაისში. ოპერაციის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა ისე გაუმჯობესდა, რომ ექიმებმა გადაწყვიტეს კარდიოსტიმულატორის მოცილება. ამჟამად, ექიმების თქმით, გულის ფუნქცია პრაქტიკულად სრულად აღდგა - რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მამაკაცს შეუძლია ექიმების გარეშე ნორმალური ცხოვრების წარმოება. გულის მკურნალობა ღეროვანი უჯრედებით
ბრისტოლის უნივერსიტეტისა და სამეფო კლინიკის მკვლევართა გუნდმა ნებართვა მიიღო განახორციელოს უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით გულის დაზიანებული ქსოვილების აღდგენას. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 60 ავადმყოფი, რომლებსაც აღენიშნებათ ჩვენება აორტოკორონარული შუნტირებისთვის.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ აორტოკორონარული შუნტირების შემდეგ ხდება სისხლის მომარაგების გაუმჯობესება დაზიანებულ უბანზე, გულის ფუნქციონირების სრული აღდგენა მაინც არ ხორციელდება. ქრონიკული დაავადებებისა და ინფარქტების დროს სისხლის მიმოქცევაში განვითარებული დარღვევები იწვევს გულის კუნთის უბნების კვდომას და მათ ჩანაცვლებას შემაერთებელი ქსოვილით. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ღეროვანი უჯრედების დახმარებით შეძლებენ ამ უბნების აღდგენას. ექსპერიმენტის პროცესში ავადმყოფების ძვლის ტვინიდან მოხდება ღეროვანი უჯრედების მიღება. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ უჯრედებს შეუძლიათ გულის კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა და ამავე დროს, პაციენტებში საკუთარი უჯრედების გამოყენება მიზანშეწონილია ქსოვილოვანი შეუთავსებლობის პრობლემის მოსახსნელად. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||