| |
მითები ზედმეტი წონის შესახბ
მოდით, მივყვეთ ზოგადად უკვე დამკვიდრებულ მითებს და ვეცადოთ საღად გავიაზროთ ისინი:
მითი პირველი. სიმაღლეს მინუს ასი
საერთოდ გაუგებარია, ვინ გამოიყვანა ეს ფორმულა. ხოლო შემდეგ სიხარულით გამოაქვეყნა ყველა პრიალა ჟურნალმა. მაგრამ ყველა ადამიანი განსხვავებულია, ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ სახეობას, საერთოდ ახასიათებს გასაოცარი ინდივიდუალობა ყველაფერში – თითის ანაბეჭდიდან ნივთიერებათა ცვლამდე.
სტანდარტული ფორმულა "წონა = სიმაღლე – 100" (კაცებისათვის) და "წონა = სიმაღლე – 105" (ქალებისათვის) ფორმალური ბოროტი დაცინვა და აბუჩად აგდებაა, რადგან არ არის გათვალისწინებული რომ ადამიანებს განსხვავებული და ინდივიდუალური ნივთიერებათა ცვლა აქვს, ცხიმების დაგროვებაც განსხვავებული პრინციპებით ხდება, ერთ ცალ შეჭმულ კატლეტს და ერთ ჭიქა მირთმეულ მაწონსაც კი სხვადასხვა ორგანიზმი სხვადასხვაგვარად ითვისებს.
ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებით
ამ თერაპიის მენოპაუზის პირველ სამ წელიწადში დაწყების შემთხვევაში, ძვლოვანი მასის დაკარგვა მცირდება. რეალურად ესტროგენებით ჩანაცვლების თერაპიას შეუძლია შეანელოს ძვლის გაიშვიათების პროცესი ათი წლით. როგორც კი ძვალი მყიფე ხდება, ზიანი უკვე მიყენებულია და ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებით ამ შემთხვევაში არაეფექტურია. ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებით ჩვეულებრივ გამოიყენება იმ ქალებში, რომლებშიც მენოპაუზა გამოიწვია ქირურგიულმა ჩარევამ (საკვერცხეების ამოკვეთა), რომელიც იწვევს ესტროგენების გამომუშავების მოულოდნელ და სრულ შეწყვეტას.
იაპონური დიეტა
ამ დიეტის დროს არ შეიძლება მიიღოთ: შაქარი, ფქვილის ნაწარმი, საკონდიტრო ნაწარმი, მარილი და ალკოჰოლი.
დიეტა უნდა დაიცვათ ზუსტად, არ შეიძლება არაფრის შეცვლა და გადაადგილება.
ჭამებს შორის შეგიძლიათ დალიოთ მინერალური წყალი ან ადუღებული წყალი(ჩაი, ყავა – უშაქროდ)
საუკეთესო დიეტა - ჯანსაღი ძილი
ძილის საათების რეგულარული შემცირება გავლენას ახდენს ლეპტინისა და გრელინის თანაფარდობაზე. ლეპტინი “ატყობინებს“ ორგანიზმს, რომ ტვინი არ საჭიროებს მეტი რაოდენობით საკვებს, ხოლო გრელინი პირიქით – აძლიერებს შიმშილის გრძნობას.
კვლევების მიმდინარეობის დროს მონაწილეებს ეძინათ სულ 4 საათი ორი ღამის განმავლობაში. ამის შედეგად ლეპტინის დონემ იკლო 18%–ით, ხოლო გრელინის დონემ მოიმატა 28%–ით. გარდა ამისა, შემდეგი დღის განმავლობაში ცდების მონაწილეებს აღენიშნებოდათ ტენდენცია ტკბილი და სახამებლის შემცველი საკვებისადმი. ევა ვან კაუტერის თქმით, არასაკმარისი ძილით შეწუხებული ტვინი კვებისათვის “ეძებს” მარტივ ნახშირწყლებს.
როგორც ირკვევა, სტატისტიკურად ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ძინავთ, შედარებით მეტი წონისანი არიან.
დიეტა გასტრიტის დროს
როგორ უნდა გახდეთ, თუ კუჭის პრობლემები გაქვთ? დიეტის პრინციპები:
გახდომის პროცესი ნელ-ნელა უნდა მიმდინარეობდეს. ზედმეტი კილოგრამების სწრაფი კარგვის იმედი გასტრიტის დროს ნუ გექნებათ. რაც უფრო სწრაფად კარგავს წონას ორგანიზმი, მით მეტ სტრესს განიცდის იგი. ნებნისმიერი სტრესი კი ზრდის არა მარტო გასტრიტის ალბათობას, არამედ კუჭის წყლულისაც. ამიტომ განეწყვეთ ხანგრძლივი დიეტისათვის.
რძის პროდუქტებს - დიახ. ყველა რძის პროდუქტი იცავს კუჭის ლორწოვანს დაზიანებისაგან. ამიტომ მირთვით ჩაი რძით, კაკაო რძით ან ნაღებით, უბრალოდ რძე, მაწონი, იოგურტი. შეარჩიეთ ნაკლებ ცხიმიანი რძის პროდუქტები - 1,5-2 პროცენტის ცხიმის შემცველობით.
მიიღეთ ცილის ნორმა. ცილა აუცილებელი სამშენებლო მასალაა ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედისათვის. ამიტომ თქვენი ამოცანაა - მოამარაგოთ ორგანიზმი ცილების დღიური ნორმით საკვებისა და კალორიების შემცირების ფონზე. ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია ყოველდღიურად დიეტური ცილოვანი პროდუქტების მიღების გარეშე. მათ რიცხვს განეკუთვნება უცხიმო ხაჭო, საქონლის მჭლე ხორცი, კურდღლის ხორცი, ქათმის მკერდი და მოხარშული თევზი.
შეიმუშავეთ თქვენი დიაბეტური მენიუ
კვების რაციონის შედგენისას არ დაივიწყოთ თევზის ქონი. ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, რომელსაც თევზის ქონი შეიცავს, ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდის დონეს გულის დაავადებებისკენ მიდრეკილების მქონე პაციენტების ორგანიზმში.
უნდა აღინიშნოს, რომ ცდის დროს თევზის ქონის დიდმა რაოდენობამ პაციენტებში გამოიწვია გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი მომატება. ამიტომ თევზი სადილად ძალიან კარგია, მაგრამ გამოიჩინეთ სიფრთხილე თევზის ქონის პრეპარატების მიღებისას.
ორიგინალური დიეტები
დიეტების დროს ყოველთვის დაიცავით ერთი წესი: «უკეთესია ცოტა, და უკეთესი». თუ გსურთ სასწრაფოდ ჩაეტიოთ ერთი ზომით პატარა კაბაში, ვიდრე ჩაიცვამთ ერთი-ორი კვირით დაიცავით ქვემოთ შემოთავაზებული რომელიმე დიეტა, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით ჯანმრთელ კვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე დაიბრუნებთ დაკარგულ კილოგრამებს, რის გამოც არა მარტო სხეული დაზიანდება, არამედ კანიც, ფრჩხილებიც, თმებიც. ხანდახან ეს ორი უკიდურესობა: შიმშილი – ნაყროვანება, უფრო მეტ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას, ვიდრე ზედმეტი კილოგრამები. ნაკლებმარილიანი დიეტა
ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია და ხშირად ინიშნება ექიმების მიერ სიმსუქნის დროს. საკვების მომზადებისას საერთოდ ნუ ჩაყრით მარილს, ხოლო გემოს მისაცემად დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი უშუალოდ ჭამის წინ. ამასთან, მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-4 გრამს დღეში.
აუცილებელია საკვების რაოდენობის შემცირებაც, რომელსაც ერთ ჯერზე მიირთმევთ, მაგრამ გაზარდეთ კვების მიღების რაოდენობა 4-5-მდე დღეში. ზედმეტის ჭამა არ შეიძლება, ჭამის შემდეგ უნდა დარჩეს მსუბუქი შიმშილის შეგრძნება.
რომელი პროდუქტები იწვევენ გამონაყარს (აკნეს) სახეზე?
როცა გამონაყარი სახეზე ახალგაზრდობის ასაკში ჩნდება, ეჭვი არ არის, რომ ეს გარდატეხის ასაკისა და ჰორმონების ბრალია, მაგრამ როცა მსგავს პრობლემას ზრდასრული ქალი გადააწყდება, მაშინვე ჩნდება კითხვა: რის გამო? მთელ რიგ შემთხვევებში ამის მიზეზი შეიძლება საკვები იყოს... რატომ ჩნდება გამონაყარი საკვების გამო?
ადამიანის საკვების მომნელებელი სისტემა საოცარი რამაა. მას შეუძლია მოითმინოს "ჩიფსების", ორცხობილების მთა და ლიტრობით გაზირებული სასმელი. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქვს და ერთ მშვენიერ დღეს იგი ვეღარ ითმენს მისთვის ამდენ უსიამოვნო სიურპრიზს და შედეგიც სახეზეა! ანუ თქვენს სახეზე. რა თქმა უნდა საკვები ერთადერთი მიზეზი არ არის გამონაყარისა, მაგრამ თუ ასეთი ალბათობა არსებობს, უმჯობესია გამორიცხოთ.
გამონაყარი წარმოადგენს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებით წარმონაქმნს. ყოველ ჯირკვალს თავისი გამოსასვლელი მილი აქვს, რომლის მეშვეობითაც კანის ცხიმი გამოდის და რჩება მის ზედაპირზე. თუ გამოსასვლელი დახშულია, წარმოიქმნება ანთებითი გამონაყარი, ხოლო მიკრობების გამო იგი წითლდება და სივდება, რაც მთლიანობაში აუარესებს მდგომარეობას
SOS - როგორ მოვიმატოთ წონაში?
გლობალური სიგამხდრის პერიოდში წონაში მომატების სურვილი უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ არიან ადამიანები (სულ რაღაც 2%), რომლებიც ამაოდ ცდილობენ 2 კილოგრამის მომატებას. გახდომის მსურველთათვის არსებობს უამავი დიეტა და ასობით ფიტნესს-პროგრამა სასურველი ფიგურის მისაღებად. მაგრამ ბუნებრივად გამხდრი ადამიანებისათვის კილოგრამების «აკრეფა» გაცილებით რთულია, ვიდრე ზედმეტი ცხიმის მოშორება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ჩვენ მოგიყვებით როგორ გასუქდეთ, ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. საერთაშორისო სამედიცინი სტანდარტებით, «ნორმალური» წონა ისაზღვრება სხეულის მასის ინდექსის მეშვეობით, ხოლო იგი ასე გმოითვლება: წონა(კგ) იყოფა სიმაღლეზე(მ) კვადრატში. თუ რიცხვი 18-ზე ნაკლები მიიღეთ, მაშინ თქვენ მიეკუთვნებით ბუნებრივად გამხდართა იმ 2%-ს. სამედიცინო ტერმონოლოგიით თქვენ დაგისვამდნენ ასეთ დიაგნოზს «იდიოპათიური გამოფიტულობა», ხოლო გარკვეულ ქვეყნებში პოდიუმზეც კი არ აგიშვებდნენ. მაგრამ ნუ შეშინდებით. პირველ რიგში უნდა გამოარკვიოთ სიგამხდრის მიზეზი, რის გამოც თქვენი ბევრ მოდელს შეშურდებოდა. მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს:
მემკვიდრეობა, სწრაფი ნივთიერებათა ცვლა;
ადრეულ ბავშვობაში გადატანილი მძიმე დაავადება;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება, პარაზიტები;
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;
მადის დაკარგვა (შესაძლოა გაჩნდეს ასაკის მატებასთან ერთად მუდმივი სტრესის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში).
D ვიტამინი იცავს ადამიანებს დიაბეტისგან
ბრიტანელმა მეცნიერებმა სენტ-მერის ქალთა და ბავშვთა ჰოსპიტალიდან მანჩესტერში დაადგინეს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც იღებენ D ვიტამინს დანამატის სახით, გააჩნიათ I ტიპის დიაბეტის განვითარების უფრო დაბალი რისკი, იტყობინება vokrugsveta.ru BBC News-ზე დაყრდნობით. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “Archives of Disease in Childhood”. I ტიპის დიაბეტი ანუ იუვენილური შაქრიანი დიაბეტი ვითარდება იმუნური სისტემის დარღვევის შედეგად, რომელიც იწვევს პანკრეასის მიერ ჰორმონ ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავების ფუნქციის დარღვევას. ამ ფორმის დიაბეტით დაავადებულია 2 მლნ ევროპელი და ამერიკელი.
მანჩესტერელმა მედიკოსებმა შეისწავლეს 5 კვლევის მონაცემები, რომლებიც მიეძღვნა D ვიტამინის როლის განსაზღვრას I ტიპის დიაბეტის პრევენციაში. მათ დაასკვნეს, რომ D ვიტამინი არამარტო ამცირებს დაავადების განვითარების ალბათობას დაახლოებით 30%-ით, არამედ მისი ეფექტი დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. რაც უფრო რეგულარულად და მაღალი დოზებით ხდება ამ ვიტამინის შემცველი კვებითი დანამატების მიღება, მით დაბალია დიაბეტის განვითარების რისკი.
როგორ ვიკვებოთ ოფისში?

ჯანმრთელი ცხოვრების წესის ერთ-ერთი საფუძველი ჯანსაღი კვებაა. საოფისე სამსახურში დაკავებულთათვის ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს რაციონალური კვება. მაშინაც კი როდესაც რამოდენიმე კილოგრამის დაკლება გსურთ, შიმშილი მთელი სამუშაო დღის განმავლობაში გამოსავალი არ არის. ასე შეიძლება გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების გამომუშავება. კვება აუცილებელია, ოღონდ ისე, რომ ჯანმრთელობა არ დაზიანდეს.
ყველაზე იოლი გამოსავალია ბიზნეს-ლანჩი რომელიმე რესტორანში სამსახურთან ახლოს. იგი მოიცავს აუცილებელ წვნიანს, სალათს, ხორცით ან თევზით დამზადებულ ცხელ კერძს ან მის ვეგეტერიანულ ვარიანტს. ეს საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ერთ თვეში დახარჯული თანხის დაანგარიშებისას შეიძლება ჭამის მადა გაგიფუჭდეთ ან სულაც მოგბეზრდეთ რესტორნის საკვები.
მეორე ვარიანტია, თუკი შეუკვეთავთ სადილს ოფისში მოტანით. ასეთი ფირმები მრავლადაა. შეკვეთა ხდება კვირის დასაწყისში შესაბამისი მენიუდან ასორტიმენტის ამორჩევით. ამ შემთხვევაში აუცილებელია შეგროვდეს მსურველთა გარკვეული რაოდენობა, გარდა ამისა, ოფისში გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ადგილი სადილებისათვის.











