დიეტები » Narkozi.Com - Medicine Portal


ატკინსის დიეტა: მომხრე და წინააღმდეგი

ატკინსის დიეტა: მომხრე და წინააღმდეგიამ დიეტას ჰოლივუდის ბევრი ვარსკლავი იცავს, მათ შორის კეტრინ ზეტა-ჯონსი და ჯენიფერ ენისტონი. ნეტა რა სასწაულმოქმედი საშუალებაა და მოგიხდებათ თუ არა თქვენ? ატკინსის დიეტის არსი შეიცავს ნახშირწყლებზე სრული უარის თქმას და ცილის აქტიურ მოხმარებაზე გადასვლას. დიეტა შედგება ორი ეტაპისგან:

- პირველი ეტაპი გრძელდება 14 დღე, რომლის განმავლობაში თქვენ უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლების მოხმარება დღეში 20 გრ-მდე. ცნობისათვის ერთ ბანანი საშუალოდ შეიცავს 22 გრ ნახშირწყალს. ამ ეტაპზე უნდა გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი ხორცით, თევზით, კვერცხით, ყველით, ახალი ბოსტნეულით, სალათით, კარაქით და ზეთით. ამ პერიოდის განმავლობაში შეინიშნება სწრაფი წონის დაკლება.

- მეორე ეტაპის დროს ნახშირწყლების მოხმარება დღეში 40 გრ-დე ადის. ამ ეტაპის დასაწყისში თქვენ უნდა დაისახოთ მიზნად თუ რა წონას უნდა მიაღწიოთ. და დაიცვათ დიეტა იქამდე, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ.

More info



დიეტა პაემანის წინ

დიეტა პაემანის წინზაფხული - ახალი გაცნობების და პაემნების დროა. მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: საღამოს გაქვთ პაემანი თქვენი ოცნების მამაკაცთან, რომელზეc დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, თქვენ კი თავს კარგად ვერ გრძნობთ დაღლილობის, ცუდი განწყობის ანდა აღმატებული აღელვების და აფორიაქების გამო.
როგორ გაუმკლავდეთ ასეთ უსიამოვნებებს? ოღონდ პანიკის გარეშე!... საბედნიეროდ არის ნეგატიური ემოციების გადალახვის საშუალება. ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაგვანახეს, რომ გარკვეული სახის კვების პროდუქტებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ თქვენს განწყობაზე, თვითშეგრძნებაზე და გარეშე სამყაროს აღქმაზე.
დედიკო მართალი იყო

ყველა ჩვენგანს დედა გვეუბნებოდა:"თავი რომ იგრძნო ჯანმრთელად და ძალღონით სავსე, მუდამ კარგ განწყობაზე იყო, აუცილებელია ნორმალურად იკვებებოდე: დილით სრულყოფილი საუზმე, დღის განმავლობაში არ აწამო საკუთარი თავი შიმშილით და ოდნავ წახემსებით არ დაკმაყოფილდე". რა თქმა უნდა, ყველას გაგონილი გვაქვს, რომ ზოგიერთი პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმში ისეთი შესანიშნავი ჰორმონის წარმოებას, როგორიც სეროტონინია, რომელიც მადაზე და განწყობაზეა პასუხისმგებელი. ბოლო გამოკვლევებმა დაგვანახეს, რომ სეროტონინის საუკეთესო კატალიზატორები არიან ავოკადო, ბანანი, ყავისფერი ბრინჯი, ხაჭო, სოიოს ცილა, პომიდორი, ინდაურის ხორცი(ხარისხობრივად დიდი რაოდენობით) და კაკალი. ასე რომ აირჩიეთ ეს პროდუქტები საუზმისთვის და დღის განმავლობაში საჭმელად, რომ შეინარჩუნოთ სიმხნევე და მშვენიერი განწყობა გვიან საღამომდე.

More info



პოპულარული დიეტები ანუ როგორ ჩავდგეთ სწრფად ფორმაში

პოპულარული დიეტები ანუ როგორ ჩავდგეთ სწრფად ფორმაშიდღესდღეობით მეტად პოპულარულია დიეტა”ზონა”. მისი მიმდევრები არიან ბრედ პიტი, სელინ დიონი, ჯენიფერ ენისტონი, კორტნი ლავი და სინდი კროუფორდი.

ამ დიეტის არსი მდგომარეობის ინსულინის კონტროლში, რომელიც გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვალში. იგი პასუხიმგებელია სისხლიდან ჭარბი გლუკოზის ტრანპორტირებაზე. ინსულინი ჭარბ შაქარს გარდაქმნის კანქვეშა ცხიმად. ამის თავიდან ასაცილებლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს პროტეინის შემცველ საკვებს და შაქრის შემცველი პროდუქტების რაოდენობა კი შემცირდეს. სწორი კვება გულისხმობს ნივთიერებათა ასეთ განაწილებას: 40% ნახშირწყალი, 40 % ცილა, 30 % უჯერი ცხიმი.

More info