იტვირთება. გთხოვთ, მოიცადოთ...





კატეგორიები
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
გენეტიკა
გინეკოლოგია
დიეტოლოგია
ენდოკრინოლოგია
ესთეტიკური მედიცინა
ვეტერინარია
ძვალ-სახსროვანი და კან-კუნთოვანი სისტემა
ნარკოლოგია
ოფთალმოლოგია
ონკოლოგია
პედიატრია
პირველადი დახმარება
სექსოლოგია
სტომატოლოგია
ტრავმატოლოგია
უროლოგია
ფარმაკოლოგია
ფსიქიატრია
ფსიქოლოგია
ქირურგია
დაავადებები
ალკოჰოლიზმი
ანგიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
თვალი
ინფექციური სნეულებები
კარდიოლოგია
მამაკაცის დაავადებები
ნევროპათოლოგია
ნეფროლოგია
პარაზიტოლოგია
პროქტოლოგია
სექსოლოგია
ტოქსიკოლოგია
ყელი, ყური, ცხვირი
ჰემატოლოგია

კალენდარი

«    მარტი 2010    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

პოპულარულები

» სექსუალური მოშლილობები
» სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა
» უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
» იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
» საშ­ვი­ლოს­ნო­დან სის­ხლდე­ნა
» პათოლოგიური კლიმაქსი
» კლიმაქსი
» მას­ტო­პა­თია
» მენსტრუაცია
» ჩასახვის საწინაღმდეგო საშუალებები

ტეგები

ადამიანი, ან­თე­ბა, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გუ­ლის, და­ა­ვა­დე­ბის, დაავადება, დაავადების, დიეტა, ექი­მი, ვარ­ჯი­ში, ვი­ტა­მი­ნის, თა­ვის, იმუ­ნუ­რი, კვე­ბის, კვება, კვლევის, მშობიარობის, ნაყოფის, ნერვული, პატარას, პრე­პა­რა­ტე­ბი, სა­თეს­ლე, სათ­ვა­ლე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სი­ნათ­ლის, სის­ტე­მის, სისხლის, ტერ­ფის, ტკი­ვი­ლი, ფე­ხე­ბი, ქი­რურ­გი­უ­ლი, ღვიძლის, ყუ­რის, ჭიქა, ჯირ­კვლის

ყველა ტეგის ჩვენება

გამოკითხვა

რომელ აფთიაქში ყიდულობთ მედიკამენტებს?

ავერსი
პსპ
წითელი ა
ჯიპისი

ბმულები

Targmne.com Qartvelo.net
Starlinks.ge GeoTourism.ge
Fonts.ge Enews.ge
Mus.ge Answers.ge
Business Conference REALITY.ge


რეკლამა

Lady.ge


სტატისტიკა



top.myinternet.ge Page Ranking Tool


  • მთავარი გვერდი
  • პარტნიორები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • სიახლის დამატება
  • შეკითხვა ექიმს
  • ფორუმი

  • აფთიაქები
  • ბავშვები
  • დაავადებები
  • სამკურნალო რეცეპტები
  • ექიმები
  • ორსულთა კლუბი
  • ოპერაციები
  • ოჯახის ექიმი
  • სამედიცინო ბმულები
  • სამედიცინო წიგნები
  • სამედიცინო ცენტრები
  • სამკურნალო მცენარეები
  • სასწრაფო დახმარება
  • სტომატოლოგია
  • ფიტნესი - სპორტი
  • ჯანსაღი კვება
სამკურნალო მცენარეები დაავადებები გინეკოლოგია ფსიქოლოგია სტომატოლოგია სტატიები
loading...
loading...
loading...
loading...

Narkozi.com » დაავადებები


იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი

იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი თუ იმ­პო­ტენ­ცია გაქვთ, ამ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სა­კითხს პერ­სპექ­ტი­ვა­ში შე­ხე­დეთ. თქვენ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არ ხართ. ექი­მე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ათი მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი იმ­პო­ტენ­ტია. ჩვე­უ­ლებ­რივ ამ პრობ­ლე­მას ასაკს უკავ­ში­რე­ბენ, მაგ­რამ 40 წლის მა­მა­კა­ცე­ბის მხო­ლოდ 1,9% და 65 წლის მა­მა­კა­ცე­ბის 25% აქვს იმ­პო­ტენ­ცია. არ გე­გო­ნოთ, რომ იმ­პო­ტენ­ცია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­ყვე­ბათ. მის­გან გან­კურ­ნე­ბას დი­დი დრო არ დას­ჭირ­დე­ბა.
ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცის­თვის გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პრო­თე­ზის იმ­პლან­ტა­ცია ქი­რურ­გი­უ­ლი გზით. მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი და სწრა­ფი მე­თო­დე­ბის წყა­ლო­ბით მე­ქა­ნი­კურ ერექ­ცი­ას იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ, ეს ხდე­ბა მხო­ლოდ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი იმ­პო­ტენ­ცი­ის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ შემ­თხვე­ვებ­ში.
,,იმ­პო­ტენ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბის მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მე­თო­დე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, რომ­ლე­ბიც დღი­თიდ­ღე სულ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ინიშ­ნე­ბა პრო­თე­ზის იმ­პლან­ტა­ცია, ამ­ბობს ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ურო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ჯე­ქი­უს სა­სე­ტი. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სხვა ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ხერ­ხი, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ნაკ­ლებ ინ­ვა­ზი­უ­რია, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა.

დაწვრილებით



სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბათქვენ ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გაქვთ, მაგ­რამ სქე­სობ­რი­ვი სი­ახ­ლო­ვის დროს გარ­კვე­ულ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბას გრძნობთ? ნუ­თუ თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რა­ღაც და­ირ­ღვა და ახ­ლა მის აღ­სად­გე­ნად წლე­ბი დაგ­ჭირ­დე­ბათ?
ეს ასე არ არის. არის რამ­დე­ნი­მე ხერ­ხი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.
ჩვე­უ­ლებ­რივ, თქვენ და თქვე­ნი პარ­ტნი­ო­რი მი­დი­ხართ რეს­ტო­რან­ში სა­ვახ­შმოდ, შემ­დეგ მთე­ლი ღა­მე ცეკ­ვავთ და ამის შემ­დეგ, მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­წოლ­ში მხო­ლოდ და­ძი­ნე­ბის თა­ვი გაქვთ. თქვენ გინ­დო­დათ მთე­ლი ღა­მე ალერ­სში გა­გე­ტა­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე სა­წო­ლამ­დე მი­დის, ორი­ვე დაღ­ლი­ლო­ბას გრძნობთ და გახ­დის თა­ვიც აღარ გაქვთ.
სექ­სი პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნეთ. თუ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი სექ­სი, ის პირ­ველ ად­გილ­ზე უნ­და და­ა­ყე­ნოთ და არა სი­ის ბო­ლო­ში. ძი­ლის წინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის გა­კე­თე­ბას ხომ არ იწ­ყებთ? რა თქმა უნ­და, არა. ,,სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი იმ დრო­ის­თვის უნ­და და­გეგ­მოთ, რო­დე­საც ენერ­გი­უ­ლი ხართ. უქ­მე­ე­ბის დი­ლა სა­უ­კე­თე­სო დროა, ან სა­დი­ლის შემ­დეგ, ან სა­ღა­მოს~, გირ­ჩევთ ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­ქულ­ტე­ტის ფსი­ქი­ატ­რი­ის ადი­უ­ტანტ-პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი სა­ულ რო­ზენ­ტა­ლი.
და­ნიშ­ნეთ დღე. რად­გან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ის თავ­ში გა­და­ი­ტა­ნეთ, და­ნიშ­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი დღეც. ლო­დი­ნი გა­გიძ­ლი­ე­რებთ სურ­ვილს.

დაწვრილებით



უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები

უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები,,წყვი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის უშ­ვი­ლო­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ამის მი­უ­ხე­და­ვად ექ­ვსი­დან ერ­თი წყვი­ლის­თვის და­ფეხ­მძი­მე­ბა ბრძო­ლას ემ­სგავ­სე­ბა, რო­მე­ლიც თორ­მე­ტი თვი­დან თორ­მეტ წლამ­დე გრძელ­დე­ბა~, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი არ­თურ უა­ი­სო­ტი, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო­ბის სა­კით­ხით და­კა­ვე­ბულ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს. ,,ჩვენ ვხვდე­ბით პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფეხ­მძი­მე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ამ­ბობს ექი­მი უა­ი­სო­რი. და დღემ­დე ფარ­ხმა­ლი არ და­უყ­რი­ათ. ჩვენს კლი­ნი­კა­ში იწ­ვა ქა­ლი, რო­მელ­საც სხვა კლი­ნი­კებ­ში შვიდ­ჯერ გა­უ­კეთ­და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. ჩვენ­თან მან შეძ­ლო დე­დო­ბის სი­ხა­რუ­ლი გა­ნე­ცა­და~.
სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც უა­ი­სო­ტი მუ­შა­ობს, წი­ნას­წა­რი გა­მოკ­ვლე­ვა სა­მი-ოთ­ხი თვის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა და იწ­ყე­ბა მარ­ტი­ვი, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით ქა­ლის რექ­ტა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის გრა­ფი­კის შედ­გე­ნა და მა­მა­კა­ცის თეს­ლის ანა­ლი­ზი.
არ­სე­ბობს უფ­რო მარ­ტი­ვი და სხწრა­ფი ხერ­ხე­ბი?
რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს და ექი­მი უა­ი­სო­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ დე­ი­ვიდ მელ­დრუმ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე ტესტს გთა­ვა­ზობთ.

დაწვრილებით



სექსუალური მოშლილობები

სექსუალური მოშლილობებისექ­სუ­ა­ლუ­რი მოშ­ლი­ლო­ბე­ბი სხვა­დას­ვა ფორ­მით იჩენს თავს _ იმ­პო­ტენ­ცი­ით და უნა­ყო­ფო­ბით დაწ­ყე­ბუ­ლი, სა­შოს სიმ­შრა­ლით და სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ჰერ­პე­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. რო­გორც წე­სი, ადა­მი­ა­ნებს რა­ღაც ერ­თი აწუ­ხებს. სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ დრო­ში იწე­ლე­ბა, იწ­ვევს პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წე­ლი, ან მთე­ლი სი­ცოც­ხლე თან სდევს ადა­მი­ანს.
,,თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა გაქვთ, მა­გა­ლი­თად, ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია (თეს­ლის გად­მონ­თხე­ვა), ან სქე­სობ­რი­ვად ვერ იღ­გზნე­ბით, შე­ე­ცა­დეთ დრო­უ­ლად გა­დაჭ­რათ იგი~, _ გირ­ჩევთ ექი­მი შირ­ლი ზუს­მა­ნი, თე­რა­პევ­ტი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია სქე­სის პრობ­ლე­მე­ბით ნიუ-იორკ სი­თი­ში. _ დღეს­დღე­ო­ბით თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ მრა­ვალ­მხრი­ვი დახ­მა­რე­ბა და გა­დაჭ­რათ სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა~.
_ ხუთ­წა­მი­ა­ნი ვარ­ჯი­ში მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ქა­ლებს გა­ნი­ცა­დონ უფ­რო ძლი­ე­რი ორ­გაზ­მი, ხო­ლო მა­მა­კა­ცებს ჰქონ­დეთ უფ­რო ძლი­ე­რი ერექ­ცია.

დაწვრილებით



მო­ი­ცი­ლეთ ტკი­პა

მო­ი­ცი­ლეთ ტკი­პათქვენ და თქვე­ნი ძაღ­ლი ტკი­პას დრო­ე­ბი­თი სახ­ლი ხართ. ეს პა­ტა­რა სტუ­მა­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტკი­პას აღ­მო­ჩე­ნა რთუ­ლია, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ეს გა­ა­კე­თოთ და მო­ი­ცი­ლოთ კი­დეც. შემ­დეგ უნ­და და­ა­მუ­შა­ვოთ ეს ად­გი­ლი. თუმ­ცა მა­ნამ­დე, მო­დით ვცა­დოთ ტკი­პას ამო­ღე­ბა. ექი­მი რო­ჯერ დრუ­მონ­დი ამ­ბობს, ტკი­პა ფრთხი­ლად უნ­და ამო­ი­ღოთ, რა­თა არ დარ­ჩეს რა­ი­მე ნა­წი­ლი და არ გა­ი­ზარ­დოთ ინ­ფექ­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა.
მო­ი­ცი­ლეთ ტკი­პა ორ ეტა­პად. აი­ღეთ ტკი­პა პინ­ცე­ტით ან თი­თე­ბით. თუ თი­თე­ბით იღებთ, და­ა­ფა­რეთ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის აპ­კი, ქსო­ვი­ლი, ან ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხო­ცი, რა­თა აი­ცი­ლოთ ინ­ფექ­ცია მას­თან შე­ხე­ბი­სას. შემ­დეგ ძლი­ე­რად მო­ქა­ჩეთ და ამო­ი­ღეთ ტკი­პა. შე­ის­ვე­ნეთ. შე­ე­ცა­დეთ არ გაჭ­ყლი­ტოთ ტკი­პა და თა­ვი­ა­ნად ამო­ი­ღოთ, მო­ე­რი­დეთ ტკი­პას წვე­ნის მოხ­ვედ­რას კან­ზე. ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დას­ნე­ბოვ­ნე­ბა. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ ,,ტკი­პას ამო­სა­ღე­ბი ხსნა­რით~ ეს ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.
ნაკ­ბენ­ზე სპირ­ტი წა­ის­ვით. სპირ­ტი ოდ­ნავ დაგ­წვავთ, მაგ­რამ მო­ახ­დენს ნაკ­ბე­ნის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბას.
და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი. ეს თა­ვი­დან აგა­ცი­ლებთ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას.

დაწვრილებით



მოერიდეთ თუთუბოს

მოერიდეთ თუთუბოსეს მცე­ნა­რე იწ­ვევს კა­ნის სი­წით­ლეს, შე­შუ­პე­ბას, ქა­ვილს. ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 85%-ს ამ მცე­ნა­რე­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია აქვს. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს მცე­ნა­რის შხა­მი­ა­ნი წვე­ნი ზე­თო­ვა­ნი სუბ­სტან­ცია ფოთ­ლებ­ზე. ამ სუბ­სტან­ცი­ის მოხ­ვედ­რის ად­გი­ლი მა­ლე­ვე იწ­ყებს ქა­ვილს.
,,ის, რომ ამ სუბ­სტან­ცი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცით, მას სა­ში­ნელ მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ აქ­ცევს: თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ მი­სი და­ნახ­ვა, ან შეგ­რძნე­ბა~, ამ­ბობს კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დერ­მა­ტო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი უი­ლი­ამ ეპ­სტე­ი­ნი.
წა­ის­ვით ცო­ტა­ო­დე­ნი კა­ნის ლო­სი­ო­ნი (ცალამინ). ინ­სტრუქ­ცია საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია: ,,რო­დე­საც კან­ზე პა­ტა­რა ბუშ­ტუ­კე­ბი გაჩ­ნდე­ბა, წა­ის­ვით ლო­სი­ო­ნი. ეს მარ­თლაც ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია, რაც შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ~, _ ამ­ბობს ექი­მი ეპ­სტე­ი­ნი. ის ასე­ვე გირ­ჩევთ, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნოთ ეს ლო­სი­ო­ნი კა­ნის შე­საშ­რო­ბად და ქა­ვი­ლის მო­სახ­სენ­ლად.
,,გა­მო­ი­ყე­ნეთ ღია-ვარ­დის­ფე­რი კა­ლა­მი­ნი და არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნე­ბის შემ­ცვე­ლი ლო­სი­ო­ნე­ბი, რად­გან ისი­ნი ნაკ­ლე­ბად გიშ­ვე­ლი­ან~, ამ­ბობს ექი­მი.
მი­ი­ღეთ აბი. ოპ­რა­ლუ­რი ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბე­ნად­რი­ლი და ქლორ­ტრი­მე­ტო­ნი, მო­გიხ­სნით ქა­ვილს.
და­ი­დეთ კომ­პრე­სი. ექი­მი ეპ­სტე­ი­ნი ქა­ვი­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად გირ­ჩევთ და­ი­დოთ ცი­ვი, სვე­ლი კომ­პრე­სი.
მი­ი­ღეთ ცი­ვი აბა­ზა­ნა. ცი­ვი წყლის აბა­ზა­ნა თავს უკეთ გაგ­რძნო­ბი­ნებთ, მო­გიხ­სნით ქა­ვილს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ჭკუ­ი­დან გა­და­გიყ­ვა­ნოთ.
მი­მარ­თეთ ექიმს. ექიმს უნ­და მი­მარ­თოთ:

დაწვრილებით



კრუნ­ჩხვა

კრუნ­ჩხვადა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ კრუნ­ჩხვას.
მოს­ვით ,,გე­ი­ტო­რე­ი­დი~. ორ­გა­ნიზ­მში წყლის ბა­ლან­სის და ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დო­ნის აღ­სად­გე­ნად მოს­ვით ,,გე­ი­ტო­რე­ი­დი~, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სას­მე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის. თუ და­ძა­ბუ­ლად მუ­შა­ობთ, და­ლი­ეთ მი­ნი­მუმ ერ­თი ჭი­ქა, ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერ­თხელ.
და­ჭი­მეთ კუნ­თე­ბი. თავს გა­ცი­ლე­ბით უკეთ იგ­რძნობთ, თუ და­ძა­ბულ კუნ­თებს და­ჭი­მავთ. აღ­მდგე­ნი მა­სა­ჟი სპორ­ტის შემ­დეგ კარ­გად ჟღერს, მაგ­რამ ექი­მი ნო­ჩე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად შვე­ლის და შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ლი­ე­როს ტკი­ვი­ლი.
გა­ი­სე­ირ­ნეთ. ,,თქვენ უნ­და გაგ­რილ­დეთ, რო­გორც ცხე­ნი დო­ღის შემ­დეგ~, ამ­ბობს ექი­მი ნო­ჩე­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ათ-თხუთ­მეტ წუ­თი­ა­ნი გა­სე­ირ­ნე­ბა თა­ვი­დან აგა­ცი­ლებთ კრუნ­ჩხვებს.

რო­გორ ავი­ცო­ლოთ კრუნ­ჩხვა

თქვენ მო­გე­წო­ნე­ბათ ჩოგ­ბურ­თის ტურ­ნი­რი, ან ნე­ბის­მი­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა ჰა­ერ­ზე, თუ გა­და­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრუნ­ჩხვა არ შე­გა­წუ­ხებთ.
კარ­გად გა­მო­ი­ძი­ნეთ. ,,ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კრუნ­ჩხვა. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შით გა­მოწ­ვე­უ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა და ძი­ლის უკ­მა­რი­სო­ბა ანე­ლებს თქვენს რეფ­ლექ­სებს, სის­ხლის მო­დე­ნას კუნ­თებ­ში და ამ­ცი­რებს სიც­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბას~, ამ­ბობს ექი­მი ნო­ჩე­ლი.

დაწვრილებით



სეზონური დაავადებები

სეზონური დაავადებებიზაფ­ხუ­ლი... რა კარ­გია გა­რუჯ­ვა, წყლის თხი­ლა­მუ­რებ­ზე, ნავ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა... მზის დამ­წვრო­ბა, ტკი­პე­ბი. ზამ­თარ­ში კი თხი­ლა­მუ­რე­ბი, თოვ­ლზე სე­ირ­ნო­ბა... და­ხეთ­ქი­ლი ტუ­ჩე­ბი, მო­ყინ­ვა.
არ ვა­პი­რებთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე დას­ვე­ნე­ბა გა­და­გა­ფიქ­რე­ბი­ნოთ. უბ­რა­ლოდ გვინ­და გით­ხრათ, რომ უნ­და და­იც­ვათ სხე­უ­ლი რო­გორც მზის მცხუნ­ვა­რე ამ­ბო­რის­გან, ასე­ვე ზამ­თრის ცი­ვი შე­ხე­ბის­გან.

მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გია ზაფ­ხუ­ლის ხვატ­ში

რო­გორც იქ­ნა ქა­ლაქ­გა­რეთ მო­ა­ხერ­ხეთ გას­ვლა. არ გა­წუ­ხებთ ტე­ლე­ფო­ნი, საქ­მი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი. თქვენ ერ­თა­დერ­თი შეხ­ვედ­რა გე­ლით საყ­ვა­რელ წიგ­ნთან, ან კა­ნო­ეს­თან. თუმ­ცა, თუ სიფ­რთხი­ლის ზო­მებს არ მი­ი­ღებთ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას კი­დევ ერ­თი შეხ­ვედ­რა გექ­ნე­ბათ ექიმ­თან.
სიფ­თხი­ლის ზო­მე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ თქვე­ნი გა­სე­ირ­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა.
_ ფუტ­კრის ნაკ­ბენ­ზე კბი­ლის პას­ტა და­ი­დეთ ეს შე­გიმ­სუ­ბუ­ქებთ ტკი­ვილს.
_ კუნ­თე­ბის კრუნ­ჩხვის დროს მოს­ვით ,,გე­ი­ტო­რე­ი­დი~, ან სპორ­ტსმე­ნე­ბის სხვა სას­მე­ლი.
_ გა­აგ­რი­ლეთ მზის დამ­წვრო­ბა და ათ წუთ­ში შვე­ბას იგ­რძნობთ.
მაშ ასე, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ დამ­წვრო­ბა, კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრუნ­ჩხვა, სით­ბუ­რი დაკ­ვრა, ფუტ­კრის და ტკი­პას ნაკ­ბე­ნი.

დაწვრილებით



ოს­ტე­ო­პო­რო­ზი

ოს­ტე­ო­პო­რო­ზიცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ძვლებ­ში აგ­რო­ვებს მი­ნე­რა­ლურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, სა­დაც ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ძვლო­ვა­ნი ჩონ­ჩხის შე­ნე­ბის, დაშ­ლის და აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში. ბავ­შვო­ბა­ში ორ­გა­ნიზ­მი მეტ მი­ნე­რა­ლურ ნივ­თი­ე­რე­ბას აგ­რო­ვებს, ვიდ­რე ხარ­ჯავს. ამის გა­მო ძვლე­ბი მაგ­რდე­ბა, ძლი­ერ­დე­ბა და ჩვენ ვიზ­რდე­ბით. სიყ­მაწ­ვი­ლე­ში დაგ­რო­ვე­ბა და და­ნა­ხარ­ჯი ერ­თმა­ნეთს უტოლ­დე­ბა და ზრდა წყდე­ბა. უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის და­ნა­ხარ­ჯი აღე­მა­ტე­ბა დაგ­რო­ვე­ბულს ჩვენ ვპა­ტა­რავ­დე­ბით, ძვლე­ბი მყი­ფე ხდე­ბა და ად­ვი­ლად ტყდე­ბა.
თუ თქვენ და­კარ­გეთ ძვლო­ვა­ნი მა­სის 30% და მე­ტი, თქვე­ნი ძვლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ეწო­დე­ბა (ოს­ტე­ო­პო­რო­ზი ძვლის გამ­ყი­ფე­ბა და სტრუქ­ტუ­რის შეც­ვლა.).
ძვლე­ბი იმ­დე­ნად სუს­ტდე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა და­ი­შა­ლოს სხე­უ­ლის წო­ნის და­წო­ლის, ან და­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში. რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბი, ასე­ვე ქა­ლე­ბი, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კარ­გა­ვენ ძვლო­ვან მა­სას, თუმ­ცა, ქა­ლებს კი­დევ ორი, და­მა­ტე­ბი­თი, პრობ­ლე­მა უჩ­ნდე­ბათ: მა­თი ძვლე­ბი გა­ცი­ლე­ბით თხე­ლია, ამი­ტომ ძვლო­ვა­ნი მა­სის ნე­ბის­მი­ერ და­ნა­კარგს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა, ხო­ლო მე­ნო­პა­უ­ზა იწ­ვევს ჰორ­მონ ეს­ტრო­გე­ნის დო­ნის შემ­ცი­რე­ბას, რაც ძვლო­ვა­ნი მა­სის დიდ და­ნა­კარგს იწ­ვევს. სწო­რედ ამი­ტომ ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, პირ­ველ რიგ­ში, ქა­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა.

დაწვრილებით



სათესლის კიბოს სწრაფი თვითდიაგნოსტიკა

სა­თეს­ლის კი­ბოს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ოცი-ოც­და­ა­თი წლის მა­მა­კა­ცე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზებს შო­რის. ამა­ვე დროს კი­ბოს აღ­მო­ჩე­ნა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე, სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. თვე­ში ერ­თხელ თვით­დი­აგ­ნოს­ტი­კა სა­უ­კე­თე­სოა კი­ბოს აღ­მო­სა­ჩე­ნად.
თვით­დი­აგ­ნოს­ტი­კის დროს თქვენ უნ­და შე­ე­ცა­დოთ იგ­რძნოთ, ხომ არ არის ორი­ვე სა­თეს­ლე­ში პა­ტა­რა, უმ­ტკივ­ნე­უ­ლო კვან­ძი. გარ­და ამი­სა, სიმ­ძი­მე, ტკი­ვი­ლი სა­თეს­ლე პარ­კში, ან მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში, ასე­ვე, შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი უნ­და გახ­დეს. სა­თეს­ლის კი­ბო­ზე მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია ძუ­ძუს­თა­ვე­ბის შე­შუ­პე­ბა, გა­მაგ­რე­ბა და ფე­რის შეც­ვლა.
_ თვით­დი­აგ­ნოს­ტი­კა აბა­ზა­ნა­ში ჩა­ი­ტა­რეთ, რო­დე­საც სა­თეს­ლე პარ­კი მო­დუ­ნე­ბუ­ლია.
_ თი­თე­ბის მგრძნო­ბე­ლო­ბის გა­საზ­რდე­ლად ხე­ლე­ბი და­ი­საპ­ნეთ.
_ ფრთხი­ლად და­ა­წე­ქით. თუ გეტ­კი­ნათ, ე.ი. ზედ­მე­ტი მო­გი­ვი­დათ. მო­ჭე­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი კი­ბო­ზე არ მი­უ­თი­თებს. რად­გან გა­მაგ­რე­ბუ­ლი კვან­ძე­ბი შე­ხე­ბი­სას ჩვე­უ­ლებ­რივ უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა. რო­დე­საც კი­ბო ტკი­ვილს იწ­ვევს, ამის­თვის მო­ჭე­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღარ არის.
_ ორი­ვე ხელ­ში თი­თო-თი­თო სა­თეს­ლე აი­ღეთ და სა­თეს­ლე პარ­კზე და­წო­ლა თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ

დაწვრილებით



წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­ტრო­ფია

წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­ტრო­ფიამა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბის ოცი-ოც­და­ა­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვა­ლი სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა, მაგ­რამ დღემ­დე უც­ნო­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, სა­შუ­ა­ლო ასაკ­ში წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვა­ლი იწ­ყებს ზრდას და ზოგ­ჯერ ფორ­თოხ­ლის ზო­მა­საც აღ­წევს. რად­გან ეს სიმ­სივ­ნე ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი არ არის, მას წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­ტრო­ფია ეწო­დე­ბა. ალ­ბათ, მი­ლი­ო­ნო­ბით მა­მა­კაცს აინ­ტე­რე­სებს ამ უსი­ა­მოვ­ნო და­ა­ვა­დე­ბას ,,კე­თილ­თვი­სე­ბი­ანს~ რა­ტომ უწო­დე­ბენ.
წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ან ჰი­პერ­ტრო­ფი­ას შე­უძ­ლია გა­და­კე­ტოს ურეთ­რა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა შარ­დის ბუშ­ტი­დან შარ­დის დე­ნა. ამის შე­დე­გად შარ­დვა ძნელ­დე­ბა, შარ­დის ჭავ­ლი სუს­ტია და შარ­დის ბუშ­ტი ბო­ლომ­დე ვერ იც­ლე­ბა. მა­მა­კაცს, რო­მელ­საც წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­ტრო­ფია აქვს, ჩვე­უ­ლებ­რივ იძუ­ლე­ბუ­ლია ღა­მის გან­მვა­ლო­ბა­ში ორ-სამ­ჯერ გა­ვი­დეს ტუ­ა­ლეტ­ში. ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცი ისე იძა­ბე­ბა შარ­დის შე­კა­ვე­ბის დროს, რომ შე­იძ­ლე­ბა თი­ა­ქა­რი გა­ნუ­ვი­თარ­დეს.
წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­ტრო­ფია უფ­რო სე­რი­ო­ზულ საფ­რთხეს წარ­მო­ად­გენს, რო­დე­საც შარ­დგა­მომ­ყვა­ნი გზე­ბი ისე ვიწ­როვ­დე­ბა, რომ შარ­დის გა­მო­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა და შარ­დის ბუშ­ტი ივ­სე­ბა. ეს არა­მარ­ტო მტკივ­ნე­უ­ლია, არა­მედ სი­ცოც­ხლის­თვის სა­ხი­ფა­თოც. ამ შემ­თხვე­ვა­ში ურეთ­რა­ში უნ­და ჩა­იდ­გას წვრი­ლი ზონ­დი ან კა­თე­ტე­რი, რა­თა მოხ­დეს შარ­დის ბუშ­ტის დაც­ლა.

დაწვრილებით

წინა 1 2 3 4 5 6 7 შემდეგი

 
Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved გვერდი შეიქმნა 0.000007 წამში.