| |
თვალის სიწითლე
თვალების გარშემო მუქი ლაქები მცირე ვენებია, რომელთა მეშვეობით ვენური სისხლი გულს უბრუნდება. ჩვეულებრივ მათი შემჩნევა შეიძლება დაღლილობის, ავადმყოფობის, სიფერმკრთალის, ან გახდომის, შემთხვევაში. თუ თვალების გარშემო მუქი ლაქები ბავშვს გაუჩნდა, ეს შეიძლება იყოს ალერგიაც.
თვალების სიწითლე შეიძლება გამოწვეული იყოს დაღლილობით, ბაქტერიებით დასნებოვნებით, ან დაზიანებით.
დაეხმარე საკუთარ თავს.
,,გაათეთრეთ~ წვეთების დახმარებით. თუ სიწითლის მიზეზი დაღლილობაა, გამოიყენეთ თვალის სისხლძარღვების შესავიწროებელი წვეთები და თქვენი თვალების თეთრი გარსი ქათქათა გახდება.
გამოიყენეთ ჩაის პაკეტები. აიღეთ ჩაის ორი პაკეტი და დაალბეთ ცივ წყალში. დაწექით. ფეხები კედელს მიაბჯინეთ და დაიდეთ ეს პაკეტები თვალებზე. დაისვენეთ ნახევარი საათის განმავლობაში.
როგორ ვებრძოლოთ კონიუნქტივიტს
ალერგიული კონიუნქტივიტი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება და უფრო ძლიერ გაღიზიანებას იწვევს. ჩვეულებრივ ის დაკავშირებულია წელიწადის გარკვეულ დროსთან და მკურნალობენ, როგორც ალერგიას. ასეთ შემთხვევაში თავი აარიდეთ ალერგენებს და მიიღეთ ანტიჰისტამინები.
,,პრობლემა ისაა, რომ თქვენი თვალები ცუდად გამოიყურება, ამბობს ექიმი ოუგსბურგერი. თვალები იცრემლება, ხოლო გამოყოფილი ჩირქი ხელს უშლის მკურნალობას".
მაშ ასე, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს და გაიაროთ ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი, რომელიც გამოგაჯანმრთელებთ დაახლოებით ხუთ დღეში (თუ მიზეზი ბაქტერიებია).
თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ხუთი დღის შემდეგ გაუმჯობესების ნაცვლად მდგომარეობა გაგიუარესდებათ, ტკივილი გამწვავდება, გაჩნდება მოყვითალო ან მომწვანო გამონაყოფი.
თვალების სიმშრალე
დაბერება, დერმატიტი, რევმატიული ართრიტი, ალერგია თვალის წვეთებზე, ან მშრალი კლიმატი უარყოფით როლს თამაშობენ.
თვალების ,,სიმშრალე~ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციამ, A ვიტამინის უკმარისობამ ან სამედიცნო პრეპარატების (ტრანკვილიზატორები, ანტიჰისტამინები, ანტიდეპრესანტები, საგულე წამლები, წნევის წამალი) ხშირმა გამოყენებამ.
გახსოვდეთ, რომ თვალების ,,სიმშრალე" უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომია. მაშ ასე, თუ თვალების სიმშრალემ გარკვეული დროის განმავლობაში არ გაგიარათ, მიმართეთ ოფთალმოლოგს დიაგნოზის დასასმელად.
9 მილიონ ამერიკელს აქვს თვალების ,,სიმშრალე". ამასთან თანაფარდობა ქალებსა და მამაკაცებს შორის ათი ერთთანაა. თუ ამ დაავადებას არ უმკურნალებთ, ის გამოიწვევს რქოვანას დაზიანებას, ან მხედველობის დაკარგვას.
სიმშრალის მსუბუქი და პერიოდულად განმეორებადი ფორმა ადვილად იკურნება და აი, როგორ.
ყვითელი ხალის დეგენერაცია
ხალი ბადურის თითქმის ცენტრშია განლაგებული თვალის უკანა მხარეს. რადგან აქ არის ფერზე და სინათლეზე პასუხისმგებელი ნერვული უჯრედების კოლბების და ჩხირების კონცენტრაცი, ხალი უზრუნველყოფს გამოსახულების სიმკვეთრეს მხედველობის არეში.
როდესაც ვბერდებით, თვალის სისხლძარღვები სუსტდება, ამის შედეგად ბადურის სისხლმომარაგება მცირდება. ამის შედეგად ცენტრალური მხედველობა სუსტდება, საგნებს მკვეთრი მოხაზულობა აღარ აქვთ. ამასთან პერიფერიული მხედველობა დაუზიანებელია.
10-წამიანი ტესტი. თუ ყვითელი ლაქის დეგენერაცია გაქვთ, მხედველობა თანდათან გაგიუარესდებათ ისე, რომ კითხვა გაგიძნელდებათ.
ოკულისტები 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს სთავაზობენ ყოველდღიურ 10-წამიან ტესტს: დახუჭეთ ხან ერთი, ხან მეორე თვალი, მორიგეობით შეხედეთ სწორ ვერტიკალურ ხაზს. თუ ხაზი უსწორმასროროა ან დაგრეხილი, ან თუ შავ ლაქას ხედავთ, აუცილებლად წადით ექიმთან.
გლაუკომა
დაავადების სიმპტომები: თავის ტკივილი, სათვალის ზომის ხშირი ცვლა, ქუთუთოების შეშუპება და სიწითლე, სინათლის წყაროს გარშემო ცისარტყელას გაჩენა. გლაუკომა დამახასიათებელია 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.
ოკულისტს აქვს გლაუკომის გამოვლენის რამდენიმე ხერხი. მათ შორის ვიდეოთამაში ტესტი, რომლის საშუალებით იზომება ბადურას მგრძნობელობა სინათლის მიმართ. კიდევ ერთ 2-3-წუთიან ტესტში იყენებენ სპეციალურ ვიდეოკამერას, რომლის დახმარებით ხდება ბადურის მგრძნობელობის ,,მოხაზვა~, რათა ექიმმა შეძლოს ყოველი გამოკვლევის შედეგების შედარება.
ლაზერული ქირურგია. გლაუკომის ტრადიციული ქურურგიული ოპერაცია ირიდიტომია (თვალის ფერადი გარსის გაჭრა) საშუალებას იძლევა გამოვიდეს ზედმეტი სითხე.
კატარაქტა
დღესდღეობით კატარაქტის მოცილება შეიძლება მაშინვე, როგორც კი ჩვეულებრივ ცხოვრებას შეუშლის ხელს. ოპერაცია ერთ საათს გრძელდება და პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ამ დროს ქირურგს შეუძლია ჩადგას ხელოვნური ლინზა, რომელიც მხედველობას აღადგენს. კატარაქტის მოცილების შემდეგ ზოგიერთი პაციენტი იძულებულია ატაროს სათვალე.
სანამ საქმე ოპერაციამდე მივა, შეეცადეთ შეამციროთ კატარაქტის განვითარების შანსები. ამაში ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ.
ატარეთ მუქი სათვალე. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ულტრაიისფერი სხივების ამრეკლავი სათვალის ტარება ამცირებს კატარაქტის შეძენის და განვითარების რისკს.
შეეცადეთ იშოვოთ ძ80.3 მოდელის სათვალე, რომელიც ირეკლავს მავნე გამოსხივების 95%-ს.
თვალის დაავადებები
აი, ასეთია თვალების მუშაობის სიჩქარე. თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო სწრაფად იმუშაოთ, თვალის დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
_ ხუთი წამია საჭირო თვალების დაძაბულობის მოსახსნელად.
_ ათ წამში გაივლით ტესტს, რომელიც თავიდან აგაცილებთ თვალის დაავადებას, რომელსაც ,,ყვითელი ლაქის დეგენერაცია" ეწოდება (თვალის ბადურის ყვითელი ხალი ბადურის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია. დეგენერაცია ბადურას სტრუქტურის დაზიანება და დაშლა იწვევს მხედველობის დაკარგვას და დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან).
_ თვალის ხუთწუთიანი ვარჯიში გაგიუმჯობესებთ თვალი-ხელის მოძრაობის კოორდინაციას.











