იტვირთება. გთხოვთ, მოიცადოთ...





კატეგორიები
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
გენეტიკა
გინეკოლოგია
დიეტოლოგია
ენდოკრინოლოგია
ესთეტიკური მედიცინა
ვეტერინარია
ძვალ-სახსროვანი და კან-კუნთოვანი სისტემა
ნარკოლოგია
ოფთალმოლოგია
ონკოლოგია
პედიატრია
პირველადი დახმარება
სექსოლოგია
სტომატოლოგია
ტრავმატოლოგია
უროლოგია
ფარმაკოლოგია
ფსიქიატრია
ფსიქოლოგია
ქირურგია
დაავადებები
ალკოჰოლიზმი
ანგიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
თვალი
ინფექციური სნეულებები
კარდიოლოგია
მამაკაცის დაავადებები
ნევროპათოლოგია
ნეფროლოგია
პარაზიტოლოგია
პროქტოლოგია
სექსოლოგია
ტოქსიკოლოგია
ყელი, ყური, ცხვირი
ჰემატოლოგია

კალენდარი

«    მარტი 2010    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

პოპულარულები

» სექსუალური მოშლილობები
» სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა
» უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
» იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
» საშ­ვი­ლოს­ნო­დან სის­ხლდე­ნა
» პათოლოგიური კლიმაქსი
» კლიმაქსი
» მას­ტო­პა­თია
» მენსტრუაცია
» ჩასახვის საწინაღმდეგო საშუალებები

ტეგები

ადამიანი, ან­თე­ბა, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გუ­ლის, და­ა­ვა­დე­ბის, დაავადება, დაავადების, დიეტა, ექი­მი, ვარ­ჯი­ში, ვი­ტა­მი­ნის, თა­ვის, იმუ­ნუ­რი, კვე­ბის, კვება, კვლევის, მშობიარობის, ნაყოფის, ნერვული, პატარას, პრე­პა­რა­ტე­ბი, სა­თეს­ლე, სათ­ვა­ლე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სი­ნათ­ლის, სის­ტე­მის, სისხლის, ტერ­ფის, ტკი­ვი­ლი, ფე­ხე­ბი, ქი­რურ­გი­უ­ლი, ღვიძლის, ყუ­რის, ჭიქა, ჯირ­კვლის

ყველა ტეგის ჩვენება

გამოკითხვა

რომელ აფთიაქში ყიდულობთ მედიკამენტებს?

ავერსი
პსპ
წითელი ა
ჯიპისი

ბმულები

Targmne.com Qartvelo.net
Starlinks.ge GeoTourism.ge
Fonts.ge Enews.ge
Mus.ge Answers.ge
Business Conference REALITY.ge


რეკლამა

Lady.ge


სტატისტიკა



top.myinternet.ge Page Ranking Tool


  • მთავარი გვერდი
  • პარტნიორები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • სიახლის დამატება
  • შეკითხვა ექიმს
  • ფორუმი

  • აფთიაქები
  • ბავშვები
  • დაავადებები
  • სამკურნალო რეცეპტები
  • ექიმები
  • ორსულთა კლუბი
  • ოპერაციები
  • ოჯახის ექიმი
  • სამედიცინო ბმულები
  • სამედიცინო წიგნები
  • სამედიცინო ცენტრები
  • სამკურნალო მცენარეები
  • სასწრაფო დახმარება
  • სტომატოლოგია
  • ფიტნესი - სპორტი
  • ჯანსაღი კვება
სამკურნალო მცენარეები დაავადებები გინეკოლოგია ფსიქოლოგია სტომატოლოგია სტატიები
loading...
loading...
loading...
loading...

Narkozi.com » ოჯახის ექიმი


სპორ­ტუ­ლი ვარ­ჯი­ში დი­ა­ბე­ტის დროს

სპორ­ტუ­ლი ვარ­ჯი­ში დი­ა­ბე­ტის დროსუფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის ნაკ­ლებ­მოძ­რავ წესს მის­დე­ვენ, დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბის სამ­ჯერ მე­ტი შან­სი აქვთ, სპორ­ტით და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით.
მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც დი­ა­ბე­ტით ხართ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ აკონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი და­ა­ვა­დე­ბა. ვარ­ჯი­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გან­საზ­ღვროთ თქვე­ნი ნორ­მა­ლუ­რი წო­ნა და და­იკ­ლოთ ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი, ნორ­მა­ში მო­გიყ­ვანთ ინ­სუ­ლი­ნის დო­ნეს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს გლუ­კო­ზის გა­და­ტა­ნას, შე­ამ­ცი­რებს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. თუ იღებთ ინ­სუ­ლინს ან სხვა, დი­ა­ბე­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტებს, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ამ­ცი­როთ მა­თი დო­ზე­ბი. ასე­ვე გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია დი­ა­ბე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სას.
სა­ნამ სე­რი­ო­ზუ­ლად გაზ­რდით ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას, გა­ი­ა­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა, რა­თა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ სის­ხლძარ­ღვებ­თან, ან ნერ­ვებ­თან, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

დაწვრილებით



პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბე­ბის და ნა­კაწ­რე­ბის სწრა­ფი გან­კურ­ნე­ბის მე­თო­დე­ბი

პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბე­ბის და ნა­კაწ­რე­ბის სწრა­ფი გან­კურ­ნე­ბის მე­თო­დე­ბიაქ მოყ­ვა­ნი­ლი მე­თო­დე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ შე­ამ­ცი­როთ ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, მო­ი­ცი­ლოთ ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ე­ბი და და­აჩ­ქა­როთ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი.
პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბე­ბი გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბის­გან უნ­და და­იც­ვათ. პირ­ველ რიგ­ში დარ­წმუნ­დით, რომ ჭრი­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თაა, შემ­დეგ წა­ის­ვით ფრჩხი­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი ლა­ქი, ეს და­ი­ცავს ჭრი­ლო­ბას სხვა­დას­ხვა გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლის­გან (სა­პო­ნი, ბაქ­ტე­რი­ე­ბი).
და­აჩ­ქა­რეთ შე­ხორ­ცე­ბის პრო­ცე­სი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლი მა­ლა­მო­ე­ბით. ეს მა­ლა­მო­ე­ბი ოთ­ხი დღით შე­ამ­ცი­რე­ბენ დროს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბის ან ნატ­კე­ნის შე­სა­ხორ­ცებ­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ბევ­რი ხმა­რობს ან­ტი­სეპ­ტი­კე­ბის შემ­ცველ პრე­პა­რა­ტებს იოდს და პე­როქ­სიდს (წყალ­ბა­დის ზე­ჟან­გი). ან­ტი­სეპ­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არაფ­რის გა­კე­თე­ბას სჯო­ბია.
ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლი ორი მა­ლა­მო შე­ა­და­რეს ტრა­დი­ცი­ულ ან­ტი­სეპ­ტი­კურ პრე­პა­რა­ტებს იო­დი­ნოლს და წყალ­ბა­დის ზე­ჟანგს.
მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორ­მოც­დაშ­ვიდ მო­ხა­ლი­სეს გა­უ­კე­თეს ექ­ვსი პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბა (სამ-სა­მი ყო­ველ ხელ­ზე) და და­ა­ინ­ფი­ცი­რეს სტა­ფი­ლო­კო­კის სუს­ტი შტა­მით. კონ­ტრო­ლის­თვის ექ­ვსი­დან ერთ ჭრი­ლო­ბას არ უმ­კურ­ნა­ლეს.

დაწვრილებით



დაბ­ლო­კეთ დამ­წვრო­ბა მა­ნამ, სა­ნამ უფ­რო სე­რი­ო­ზულ სა­ხეს მი­ი­ღებს

დაბ­ლო­კეთ დამ­წვრო­ბა მა­ნამ, სა­ნამ უფ­რო სე­რი­ო­ზულ სა­ხეს მი­ი­ღებსიმა­ზე, თუ რას გა­ა­კე­თებთ დამ­წვრო­ბის პირ­ველ წუ­თებ­ში, კა­ნის შე­ხორ­ცე­ბის სის­წრა­ფე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ თქვე­ნი უჯ­რე­დე­ბი ტკი­ვილს გა­ნიც­დი­ან ცეც­ხლის ან სიც­ხოვ­ლის მო­შო­რე­ბის შემ­დე­გაც. რაც უფ­რო მა­ლე შე­ამ­ცი­რებთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რას, მით მა­ლე შე­ჩერ­დე­ბა ნგრე­ვის პრო­ცე­სი და უფ­რო მა­ლე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით.
პირ­ვე­ლი, რაც უნ­და გა­ა­კე­თოთ, გა­ა­ცი­ვეთ დამ­წვრო­ბა, ეს ექი­მის გა­მო­ძა­ხე­ბამ­დე უნ­და გა­ა­კე­თოთ.
რით უნ­და უშ­ვე­ლოთ სა­კუ­თარ თავს.
დამ­წვა­რი არე (თუ დამ­წვრო­ბა მსუ­ბუ­ქია) ცივ წყალ­ში მო­ა­თავ­სეთ. გა­ა­ჩე­რეთ წყალ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თი ან მა­ნამ, სა­ნამ ტკი­ვი­ლი არ გა­გივ­ლით. ცი­ვი წყა­ლი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი დამ­წვრო­ბე­ბის დროს, რო­დე­საც კა­ნის მცი­რე უბა­ნი მსუ­ბუ­ქად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

დაწვრილებით



მკურ­ნა­ლო­ბა და­ჭი­მუ­ლო­ბის დროს

მკურ­ნა­ლო­ბა და­ჭი­მუ­ლო­ბის დროს,,თუ გინ­დათ, რომ კუნ­თის და­ჭი­მუ­ლო­ბამ ან იო­გის დე­ფორ­მა­ცი­ამ აღარ შე­გა­წუ­ხოთ და მალე შე­ხორ­ცდეს, სწო­რად უნ­და უმ­კურ­ნა­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ტრავ­მე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა, ძი­რი­თა­დი მკურ­ნა­ლო­ბა ერ­თნა­ი­რია~, ამ­ბობს სან-დი­ე­გოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის მთა­ვა­რი თე­რა­პევ­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, რი­ჩარდ პარ­კე­რი.
იო­გის დე­ფორ­მა­ცი­ას სახ­სრის დატ­ვირ­თვის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებთ (სირ­ბი­ლის, ხტუნ­ვის, ტრი­ა­ლის დროს). და­ჭი­მუ­ლო­ბის მი­ღე­ბაც ად­ვი­ლია. ეს ხდე­ბა კუნ­თზე დი­დი დატ­ვირ­თვის ან გა­წელ­ვის შემ­თხვე­ვა­ში. ასე­თი ტრავ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვია მათ­თვის, ვინც სწრა­ფად გარ­ბე­ნას ცდი­ლობს კუნ­თე­ბის წი­ნას­წა­რი გა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე.
მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ დას­ვე­ნე­ბის, ყი­ნუ­ლის, კომ­პრე­სის და კი­დუ­რის აწე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­თავ­სე­ბის ეტა­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით (ამ ეტა­პებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ვწერთ). ექი­მი ოარ­კე­რი ფიქ­რობს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­კურ­ნოს ერთ-ორ დღე­ში. უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბას თვე-თვე­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ, თუ სი­ა­რუ­ლი გი­ჭირთ, მი­მარ­თეთ ექიმს.
,,რენ­ტგე­ნის გარ­და ვე­რა­ფე­რი და­ად­გენს სახ­სა­რი და­ჭი­მუ­ლია თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ფიქ­რობს ექი­მი პარ­კე­რი. ის ფაქ­ტი, რომ სი­ა­რუ­ლი შე­გიძ­ლი­ათ, არ გა­მო­რიც­ხავს და­ზი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას".

დაწვრილებით



რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ ემ­ფი­ზე­მას

რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ ემ­ფი­ზე­მასფილ­ტვის ემ­ფი­ზე­მა ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჯგუ­ფია, რომ­ლის სა­ერ­თო ნი­შა­ნია ფილ­ტვში ჰა­ე­რის შემ­ცვე­ლო­ბის მო­მა­ტე­ბა, ფილ­ტვის ალ­ვე­ო­ლე­ბის გა­წელ­ვა და გას­კდო­მა.
სამ­წუ­ხა­როდ, ემ­ფი­ზე­მის სწრა­ფი გან­კურ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. ემ­ფი­ზე­მას და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია ფილ­ტვის მი­ერ ელას­ტი­კუ­რო­ბის და­კარ­გვა. ამ თვი­სე­ბის გა­რე­შე ჩა­სუნ­თქვი­სას იშ­ლე­ბა მცი­რე სა­სუნ­თქი გზე­ბი, ამი­ტომ ამო­სუნ­თქვა ძნელ­დე­ბა. სუნ­თქვა ძა­ლი­ან ძნე­ლი ხდე­ბა, ასე­ვე ძნელ­დე­ბა მცი­რე დატ­ვირ­თვე­ბი, მა­გა­ლი­თად ოთახ­ში სი­ა­რუ­ლი.
სწრა­ფი გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია კი­დევ იმი­ტომ, რომ და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან ნე­ლა ვი­თარ­დე­ბა და თით­ქმის ყო­ველ­თვის ორ­მოც­და­ათ წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ემარ­თე­ბათ. ის შე­იძ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ვი­დეს. ექი­მი ხოლ­სკლოს აზ­რით, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ცი­ლე­ბით იბა­დე­ბა, რაც ამ­სუ­ბუ­ქებს დეს­ტრუქ­ცი­უ­ლი (ქსო­ვი­ლის დამ­შლე­ლი) ფერ­მენ­ტე­ბის (ბი­ო­ლო­გი­უ­რი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის) მუ­შა­ო­ბას.
ემ­ფი­ზე­მა ჩვე­უ­ლებ­რივ ემარ­თე­ბათ დი­დი ,,სტა­ჟის~ მქო­ნე მწე­ვე­ლებს, ვინც დიდ­ხანს გა­ნიც­დი­და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას სამ­რეწ­ვე­ლო გა­ზე­ბი, ნახ­ში­რის მტვე­რი და სხვ.

დაწვრილებით



რო­გორ მო­ვი­ცი­ლოთ გრი­პი

რო­გორ მო­ვი­ცი­ლოთ გრი­პიგრი­პი საკ­მა­ოდ უწ­ყინ­რად იწ­ყე­ბა. უცებ სად­ღაც აგ­ტკივ­დე­ბათ, ყელ­ში მო­გი­ღი­ტი­ნებთ, შე­იძ­ლე­ბა თა­ვი აგ­ტკივ­დეთ. შემ­დეგ შე­გამ­ცივ­ნებთ და ხვე­ლას და­იწ­ყებთ. ამ დრო­ის­თვის ტკი­ვილს უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას იგ­რძნობთ.
ეს ერთ-ერ­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა. ამე­რი­კა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია გრი­პის და­ახ­ლო­ე­ბით 103 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა წლის გან­მვა­ლო­ბა­ში. ყო­ველ წელს სა­ჭი­რო ხდე­ბა 72 ათა­სი გრი­პით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, რომ­ლებ­საც აქვთ გარ­თუ­ლე­ბა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის სა­ხით, თა­ვის მხრივ, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზებს შო­რის აშშ-ში მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა. ამ ორ და­ა­ვა­დე­ბას ყო­ველ­წლი­უ­რად 69 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა.
მი­ი­ღეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ზო­მე­ბი. ,,გრი­პის მკურ­ნა­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ გრი­პი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, ეს ცო­ტა დროს წა­გარ­თმევთ, ამ­ბობს ექი­მი ჰოლ­სკლო. მე გირ­ჩევთ, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რა ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ი­კე­თოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ორ­მოცს გა­და­ა­ბი­ჯეთ, გაქვთ ას­თმა, ბრონ­ქი­ტი, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მუ­კო­ვის­ცე­დო­ზი (მუ­კო­ვის­ცე­დო­ზი თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს კუჭ­ქვე­შა ჯირ­კვლის, ნაწ­ლა­ვე­ბის ჯირ­კვლე­ბის და სა­სუნ­თქი გზე­ბის კის­ტო­ზუ­რი გა­დაგ­ვა­რე­ბა. ვლინ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი პნევ­მო­ნი­ის და საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის დარ­ღვე­ვის სა­ხით), ან ფილ­ტვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბა~. რად­გან გრი­პის დრო დე­კემ­ბრი­დან იწ­ყე­ბა და თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბა, ის ვაქ­ცი­ნის შეყ­ვა­ნას ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში გირ­ჩევთ. ,,ჩვე­უ­ლებ­რივ, სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს-ოქ­ტომ­ბრის და­საწ­ყის­ში გა­კე­თე­ბუ­ლი აც­რე­ბი უფ­რო ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე უფ­რო ად­რე, ან გვი­ან გა­კე­თე­ბუ­ლი~.

დაწვრილებით



რო­გორ შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ ცი­ებ-ცხე­ლე­ბა ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში

რო­გორ შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ ცი­ებ-ცხე­ლე­ბა ნა­ხე­ვარ სა­ათ­შიცი­ე­ბა უსი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ სა­ხი­ფა­თო არ არის. უფ­რო მე­ტიც ცი­ებ-ცხე­ლე­ბა კარ­გია. მა­ღა­ლი სიც­ხე ინ­ფექ­ცი­ის­გან, და­ზი­ა­ნე­ბის­გან, ან ან­თე­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მია, მაგ­რამ ცი­ე­ბის შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმი­სას, თქვენ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცესს ხელს არ უშ­ლით. ცი­ებ-ცხე­ლე­ბი­გან თა­ვის დაღ­წე­ვა სულ ად­ვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.
თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა 380ჩ-ზე მე­ტია, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეთ?
მი­ი­ღეთ აბა­ზა­ნა. ამ პრო­ცე­დუ­რის მი­ზა­ნია მცი­რე გაგ­რი­ლე­ბა. გრი­ლი აბა­ზა­ნა და ღრუბ­ლით და­ბა­ნა ავიწ­რო­ებს სის­ხლძარ­ღვებს (თქვენ კან­კალს იწ­ყებთ) და სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მოქ­მე­დებს. რა თქმა უნ­და, თუ ,,იწ­ვით~, ცი­ვი აბა­ზა­ნა სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მო­გა­ნი­ჭებთ. ,,ცი­ვი ან თბი­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით 300ჩ) აბა­ზა­ნა ნამ­დვი­ლი ტან­ჯვაა მათ­თვის, ვი­სი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას 8-100ჩ-ით აღე­მა­ტე­ბა~, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რე­ბი თო­მას რო­ზენ­ტრა­ლი და დე­ვიდ სილ­ვეს­ტე­ი­ნი.
მი­ი­ღეთ ას­პი­რი­ნი, აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი (პა­რა­ცე­ტა­მო­ლი) ან იბუპ­რო­ფე­ნი ოთხ სა­ათ­ში ერ­თხელ. მი­ი­ღეთ ეს წამ­ლე­ბი მკაც­რად ოთხ სა­ათ­ში ერ­თხელ. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი ამ­ცი­რებს ცი­ე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი და­ნარ­ჩენ ორ­ზე ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რია, ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მათ­თვის, ვი­სი კუ­ჭი ას­პი­რინს და იბუპ­რო­ფენს ვერ ეგუ­ე­ბა.

დაწვრილებით



ომი გა­მო­უც­ხა­დეთ გა­ცი­ვე­ბას!

ომი გა­მო­უც­ხა­დეთ გა­ცი­ვე­ბას!თქვენ ფიქ­რობთ, რომ ქათ­მის ბუ­ლი­ო­ნის ყლაპ­ვა ძნე­ლია, რო­დე­საც ცხვი­რი გა­ჭე­დი­ლია და ყე­ლიც გტკი­ვათ? კი­დევ კარ­გი, რომ ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში არ ცხოვ­რობთ, სა­დაც ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას წურ­ბე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კურ­ნავ­დნენ, ძველ რომ­ში კი მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­თო­დი იყო აკო­ცე თა­გუ­ნი­ას ,,ტუ­ჩებ­ში~.
კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი მრავ­ლად იყო. ასე­ვე მრავ­ლა­დაა გა­ცი­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც. დღეს­დღე­ო­ბით ამე­რი­კე­ლე­ბი მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე ხარ­ჯა­ვენ გა­ცი­ვე­ბის და ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლებ­ზე.
,,სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია: არ არ­სე­ბობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ვე­ბის სა­წი­ნაღ­მდე­გო სწრა­ფად მოქ­მე­დი წა­მა­ლი~, ფიქ­რობს ჩრდი­ლო­ეთ ოჰა­ი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფარ­მა­კო­ლო­გი­ის და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კა­თედ­რის გამ­გე, ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი თო­მას გო­სე­ლი.
ან­და­ზა გვე­უბ­ნე­ბა, თუ სურ­დოს უმ­კურ­ნა­ლებთ, შვიდ დღე­ში გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით, ხო­ლო თუ არ უმ­კურ­ნა­ლებთ, ერთ კვი­რა­ში. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­მარ­თავთ, და­ა­ვა­დე­ბა სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბით ვი­თარ­დე­ბა გა­ცი­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე დღი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რამ­დე გრძელ­დე­ბა. ბევ­რი დრო არ დაგ­ჭირ­დე­ბათ, და­საწ­ყის­ში­ვე და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

დაწვრილებით



გა­ა­ვარ­ჯი­შეთ არ­ტე­რი­ე­ბი­

აე­რო­ბი­კა ყვე­ლას­თვის სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ სა­სი­ცოც­ხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა­ჯან­სა­ღი არ­ტე­რი­ე­ბის­თვის. 3000 ადა­მი­ა­ნის გა­მოკ­ვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მას, ვინც ნაკ­ლებ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას გა­ნიც­დის, ინ­სულ­ტის­გან სიკ­ვდი­ლის მე­ტი შან­სი აქვს, ვიდ­რე მწე­ველს. რა­ტომ?
­რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ამ­ცი­რებს მა­ღალ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მის მო­მა­ტე­ბას.
ვარ­ჯი­ში ამაგ­რებს გულს ისე, რომ იგი ნაკ­ლებ დარ­ტყმას აკე­თებს იგი­ვე სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას, ეს კი ანე­ლებს ათე­როს­კლე­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას.
ვარ­ჯი­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნას. ,,თრომ­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­წო­ვოს კი­დეც, თუ ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი", ფიქ­რობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ედ­ვარდ ეიჩ­ნე­რი.

დაწვრილებით



არ­ტე­რი­ე­ბის ცხოვ­რე­ბა. რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ის?

პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­ბსაც საკ­ვე­ბად იყე­ნებთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი არ­ტე­რი­ე­ბის­თვის. მაგ­რამ კვე­ბის რე­ჟი­მის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის თქვე­ნი ძა­ლი­ას­ხმე­ვა ფუ­ჭი აღ­მოჩ­ნდე­ბა, თუ მავ­ნე ჩვე­ვებს არ გა­და­ეჩ­ვე­ვით. გა­და­ი­კით­ხეთ ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რჩე­ვე­ბი და შე­ე­ცა­დეთ ზო­გი­ერ­თი მა­ინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ.
და­ი­ვიწ­ყეთ თამ­ბა­ქო. მო­წე­ვით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ღა­ლი დო­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ტო­ლია. ნორ­დუ­ეს­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მწე­ვე­ლე­ბის 30%-ს მა­ღა­ლი წნე­ვა აქვთ.
თუმ­ცა მო­წე­ვა არ იწ­ვევს არ­ტე­რი­ულ ჰი­პერ­ტო­ნი­ას, ათე­როს­კლე­როზს ან ინ­სულტს, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი რის­კის ფაქ­ტო­რია. რო­გორ?
_ მო­წე­ვა აჩ­ქა­რებს არ­ტე­რი­ე­ბის გამ­კვრი­ვე­ბას.
_ მო­წე­ვა ავიწ­რო­ებს არ­ტე­რი­ებს, ეს იწ­ვევს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბას.
_ ნი­კო­ტი­ნი ზრდის სის­ხლის წნე­ვას.
_ სი­გა­რე­ტის ბო­ლი ცვლის სის­ხლის კონ­სის­ტენ­ცი­ას, ის უფ­რო მძი­მე, ბლან­ტი ხდე­ბა და თრომ­ბის წარ­მოქ­მნის­კენ უჩ­ნდე­ბა მიდ­რე­კი­ლე­ბა. ამა­ვე აზ­რი­საა მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ლა­რი გი­ბო­ნე. სის­ხლში თრომ­ბის წარ­მოქ­მნა ზრდის ინ­სულ­ტის და ინ­ფარ­ქტის რისკს.

დაწვრილებით



არ­ტე­რი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა სწო­რი კვე­ბის დახ­მა­რე­ბით

არ­ტე­რი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა სწო­რი კვე­ბის დახ­მა­რე­ბითრო­დე­საც სა­უ­ბა­რია არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ან ათე­როს­კლე­რო­ზის პროგ­რე­სის შე­ნე­ლე­ბა­ზე, ის, თუ რას მი­ირ­თმევთ ისე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც რამ­დენს მი­ირ­თმევთ. საკ­ვე­ბი­დან მოხ­ვედ­რი­ლი ცხი­მი ემა­ტე­ბა სის­ხლის შე­ნა­დე­დებს და ზრდის მათ წო­ნას. სხვა პრო­დუქ­ტებს კი შე­უძ­ლია გა­ა­სუფ­თა­ვოს თქვე­ნი არ­ტე­რი­ე­ბი და და­შა­ლოს ცხი­მი!
და­ხარ­ჯეთ ხუ­თი წუ­თი ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­და­სა­კით­ხად და თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად.
და­ფიქ­რდით თქვენს წო­ნა­ზე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ და მი­ი­ღოთ ცხი­მი, ან მი­ირ­თვათ და და­კარ­გოთ ცხი­მი. ძა­ლი­ან ბევ­რი ცხი­მი ორ­გა­ნიზ­მში იწ­ვევს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტო­ნია კი ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის თავ­შია. მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის 60% ძა­ლი­ან მსუ­ქა­ნია. რაც უფ­რო მე­ტად აღე­მა­ტე­ბა თქვე­ნი წო­ნა ნორ­მას, მით მე­ტია და­ა­ვა­დე­ბის რის­კი. მაშ ასე, მი­ირ­თვით ისე, რომ ზედ­მე­ტი წო­ნა და­იკ­ლოთ, ამას­თან ერ­თად და­იკ­ლებს თქვე­ნი წნე­ვა.
გა­ა­კონ­ტრო­ლეთ ცხი­მის რა­ო­დე­ნო­ბა. ,,შე­ამ­ცი­რეთ ცხი­მის რა­ო­დე­ნო­ბა დღი­უ­რი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 30%-მდე", გირ­ჩევთ მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ჯე­იმს ნო­რა. ერ­თი გრა­მი ცხი­მი ათ კა­ლო­რი­ას შე­იც­ვას. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მოხ­მა­რე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნ­და და­ით­ვა­ლოთ.

დაწვრილებით

წინა 1 2 შემდეგი

 
Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში.