დაგვიმეგობრდით
|
დაგვიმეგობრდით
ტეგები ადამიანი, არტერიული, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გრიპის, დაავადებების, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვარჯიში, ვირუსის, თამბაქოს, კბილების, კვლევის, კიბოს, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფი, ნაყოფის, ორგანიზმში, ორსულობის, პატარა, პატარას, პროდუქტების, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სისხლის, ტერფის, ტვინის, ტკივილი, უჯრედების, ქალის, ძილის, წყალი, ჰორმონალური გამოკითხვა
ბმულები
|
|||||||||||||||||||||||||
|
|
რატომ ეშინიათ გინეკოლოგთან ვიზიტის?
მტკივნეულია არავითარ შემთხვევაში! – ეს თქვენ გეშინიათ და იძაბებით. ტკივილს იწვევს კუნთების სპაზმი. დახედეთ თქვენს საჩვენებელ და შუა თითებს, სწორედ ამ ორი თითით ახდენს გინეკოლოგი გამოკვლევას. ორივე თითი ერთად გაცილებით უფრო მცირეა სასქესო ასოზე, ასე, რომ პალპაციით გამოკვლევა მტკივნეული არ არის. მრცხვენია, ვაი თუ ვინმემ გაიგოს ან დამინახოს თქვენც ისეთ ექიმთან მიდით, რომელსაც თქვენი ნათესავები და დაქალები ნაკლებად იცნობენ. ამასთან გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცემა ექიმებს კანონით ეკრძალებათ და ამ კანონს კი ჩვენი ექიმები ნამდვილად იცავენ. თუ გინდათ გინეკოლოგთან რიგში არავინ დაგინახოთ, ვიზიტის დრო ტელეფონით წინასწარ დაგეგმეთ, რომ ფოიეში მოცდამ ნაკლებად მოგიწიოთ, მაგრამ თუ ექიმის მისაღებში მაინც ჭორიკანა მეზობელი დაგხვდათ და გამოგესაუბრათ, მასთან საუბარში ექიმთან ვიზიტის მიზეზად მტკივნეული მენსტრუაცია დაასახელეთ. მეშინია – არ მომისმენს, ვერ გამიგებს, დამიყვირებს როდის მივიდეთ გინეკოლოგთან?
1. თქვენ ჯერ არ დაგიწყიათ სქესობრივი ცხოვრება, მაგრამ ემზადებით ამისათვის. გინდათ შეარჩიოთ კონტრაცეპტივი, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ორსულობაზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. ამ დროს გინეკოლოგთან ვიზიტი ყველაზე უფრო სწორი არჩევანია, რადგან ეს მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები, აბორტები, ინფექციები თავისი გართულებებით და მომზადებული შეხვდეთ ზრდასრულ ცხოვრებას, რომლშიც მთავარი როლი საკუთარ, პარტნიორის და მომავალი შვილების ჯანმრთელობაზე სწორედ თქვენ გეკუთვნით. 2. თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ სქესობრივი ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც მთლიანად დარწმუნებული ხართ თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაში, ყოველთვის იყენებთ პრეზერვატივს და არც არაფერი გაწუხებთ, იცოდეთ თქვენი დრო მოვიდა. ახლა უკვე შეიძლება თქვენი სრულფასოვანი გამოკვლევა, საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, ნაცხის აღება, ინფექციებზე გამოკვლევა და სხვ. თქვენ ქალი ხართ და დროა პირადი ექიმი გყავდეთ! |
|||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 - 2011 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000007 წამში. | |||||||||||||||||||||||||