იტვირთება. გთხოვთ, მოიცადოთ...





კატეგორიები
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
გენეტიკა
გინეკოლოგია
დიეტოლოგია
ენდოკრინოლოგია
ესთეტიკური მედიცინა
ვეტერინარია
ძვალ-სახსროვანი და კან-კუნთოვანი სისტემა
ნარკოლოგია
ოფთალმოლოგია
ონკოლოგია
პედიატრია
პირველადი დახმარება
სექსოლოგია
სტომატოლოგია
ტრავმატოლოგია
უროლოგია
ფარმაკოლოგია
ფსიქიატრია
ფსიქოლოგია
ქირურგია
დაავადებები
ალკოჰოლიზმი
ანგიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
თვალი
ინფექციური სნეულებები
კარდიოლოგია
მამაკაცის დაავადებები
ნევროპათოლოგია
ნეფროლოგია
პარაზიტოლოგია
პროქტოლოგია
სექსოლოგია
ტოქსიკოლოგია
ყელი, ყური, ცხვირი
ჰემატოლოგია

კალენდარი

«    მარტი 2010    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

პოპულარულები

» იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
» საშ­ვი­ლოს­ნო­დან სის­ხლდე­ნა
» კბილების ჰიპერმგრძნობელობა
» პათოლოგიური კლიმაქსი
» მენსტრუაცია
» კლიმაქსი
» მას­ტო­პა­თია
» ჩასახვის საწინაღმდეგო საშუალებები
» სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბა ქა­ლებ­ში
» სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ჰერ­პე­სი

ტეგები

ადამიანი, ან­თე­ბა, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გულის, და­ა­ვა­დე­ბის, დაავადებების, დაავადების, დიეტა, ექი­მი, ვარ­ჯი­ში, ვენების, თა­ვის, იმ­პლან­ტან­ტი, იმუ­ნუ­რი, კვება, კვლევის, მოხარშული, მშობიარობის, ნაყოფის, ოპე­რა­ცი­ის, პატარას, პროდუქტების, საკეისრო, საკვები, საკვების, სას­მე­ნი, საშვილოსნოს, სისხლის, სქე­სობ­რი­ვი, ტერ­ფის, ტკი­ვი­ლი, ტკი­ვი­ლის, ფე­ხე­ბი, ფე­ხის, ქო­ლეს­ტე­რი­ნის, ყუ­რის, ჩაი

ყველა ტეგის ჩვენება

გამოკითხვა

Narkozi.com - ზე ცვლილების დროა?

კი დროა
რა საჭიროა
არა

ბმულები

Targmne.com Qartvelo.net
Starlinks.ge GeoTourism.ge
Fonts.ge Enews.ge
Mus.ge Answers.ge
Business Conference REALITY.ge


რეკლამა

Lady.ge


სტატისტიკა



top.myinternet.ge Page Ranking Tool


  • მთავარი გვერდი
  • პარტნიორები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • სიახლის დამატება
  • შეკითხვა ექიმს
  • ფორუმი

  • აფთიაქები
  • ბავშვები
  • დაავადებები
  • სამკურნალო რეცეპტები
  • ექიმები
  • ორსულთა კლუბი
  • ოპერაციები
  • ოჯახის ექიმი
  • სამედიცინო ბმულები
  • სამედიცინო წიგნები
  • სამედიცინო ცენტრები
  • სამკურნალო მცენარეები
  • სასწრაფო დახმარება
  • სტომატოლოგია
  • ფიტნესი - სპორტი
  • ჯანსაღი კვება
სამკურნალო მცენარეები დაავადებები გინეკოლოგია ფსიქოლოგია სტომატოლოგია სტატიები
loading...
loading...
loading...
loading...

Narkozi.com


სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ჰერ­პე­სი

სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ჰერ­პე­სიჰერ­პე­სის სა­ხე­ო­ბას, რო­მე­ლიც სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ებს აზი­ა­ნებს, 2 ტი­პის მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუ­სი ეწო­დე­ბა. ეს ძა­ლი­ან გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც გა­და­დის პი­რა­დი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის სქე­სობ­რი­ვი, ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ხე­ლით გა­და­ი­ტა­ნოთ ვი­რუ­სი ტუ­ჩე­ბი­დან თვა­ლებ­ზე. ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბია ქა­ვი­ლი და შე­შუ­პე­ბა, რო­მე­ლიც ზო­მებ­ში იმა­ტებს,გა­მო­ნა­ყარ­ში გა­და­იზ­რდე­ბა და ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. მა­მა­კა­ცებ­ში გა­მო­ნა­ყა­რი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს ასო­ზე, ზოგ­ჯერ სა­თეს­ლე პარ­კზე და დუნ­დუ­ლე­ბის ში­და მხა­რეს; ქა­ლებ­ში გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდე­ბა გა­რე სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის არე­ში, სა­შო­ში და საშ­ვი­ლოს­ნოს ყელ­ზე. ჰერ­პე­სი გრძელ­დე­ბა ერ­თი­დან სამ კვი­რამ­დე. ჩვე­უ­ლებ­რივ და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქრე­ბა, მაგ­რამ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჰერ­პე­სის გა­მო­ნა­ყა­რი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა, ან თვე, დარ­ჩეს. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი არ არის, ეს არ ნიშ­ნავს, რომ და­ა­ვა­დე­ბა არ გავ­რცელ­დე­ბა.
არ­სე­ბობს ჰერ­პე­სის მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. აციკ­ლო­ვი­რი (Aცყცლოვირ). ,,აციკ­ლო­ვი­რი დღემ­დე რჩე­ბა ჰერ­პე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­უ­კე­თერ­სო სა­შუ­ა­ლე­ბად~, ამ­ბობს ქე­რო­ლინ მებ­რი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ჰერ­პე­სის მკურ­ნა­ლო­ბის ცენ­ტრში, ჩრდი­ლო­ეთ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში. ის ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რო­ბით აციკ­ლო­ვირს შე­ედ­რე­ბა. ვი­რუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი სა­მი სა­ხით გა­მო­დის: ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრე­მი, აბე­ბი და ინექ­ცი­ის სა­ხით, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის სე­რი­ო­ზულ შემ­თხვე­ვებ­ში.

დაწვრილებით



სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბა ქა­ლებ­ში

სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბა ქა­ლებ­შიინ­გლი­სელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ 39-59 წლის ასა­კის ქა­ლე­ბის 17%-ს აქვს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ლი­ბი­დო (სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვა). 17% აღე­ნიშ­ნე­ბა სა­შოს სიმ­შრა­ლე, ქა­ლე­ბის 16% ვერ გა­ნიც­დის ორ­გაზმს და 8%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა ტკი­ვი­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს. ამ მოშ­ლი­ლო­ბე­ბის გან­სა­კურ­ნებ­ლად წლე­ბი არ არის სა­ჭი­რო, რო­გორც ეს მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა.
სა­შოს სიმ­შრა­ლის დროს გა­მო­ი­ყე­ნეთ გა­სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ,,და­ბე­რე­ბის ბუ­ნებ­რივ პრო­ცეს­ში სა­შოს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი მშრა­ლი ხდე­ბა~, _ ამ­ბობს ექი­მი ში­რინ ზუს­მა­ნი. ამის გა­მო სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი ძნელ­დე­ბა და მტკივ­ნე­უ­ლია. ექი­მი ზუს­მა­ნი აც­ხა­დებს, რომ სა­შოს სიმ­შრა­ლე სწრა­ფად იკურ­ნე­ბა. ლუბ­რი­კან­ტებს (გა­სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი) შე­უძ­ლი­ათ სწრა­ფად აღ­მოფ­ხვრან სიმ­შრა­ლე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე მი­მარ­თოთ ექიმს, რო­მე­ლიც გა­მო­გი­წერთ სპე­ცი­ა­ლურ, ეს­ტრო­გე­ნის შემ­ცველ კრემს სა­შოს­თვის. ,,კრე­მი არა მარ­ტო შვე­ლის სიმ­შრა­ლეს, არა­მედ ხელს უწ­ყობს ქსო­ვი­ლე­ბის აღ­დგე­ნას~, _ ამ­ბობს ექი­მი ზუს­მა­ნი.

დაწვრილებით



ესა­უბ­რეთ ამ სა­კით­ხზე თქვენს პარ­ტნი­ორს

ესა­უბ­რეთ ამ სა­კით­ხზე თქვენს პარ­ტნი­ორს,,სქე­სობ­რი­ვი უძ­ლუ­რე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, პარ­ტნი­ო­რე­ბის და­ცი­ლე­ბას იწ­ვევს, _ ამ­ბობს ექი­მი რი­ჩარს ბერ­გე­რი. _ ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რად­გან პარ­ტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და გულ­წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს თა­მა­შობს. იზო­ლა­ცია და უარ­ყო­ფა პრობ­ლე­მის გაღ­რმა­ვე­ბას იწ­ვევს. ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად წყდე­ბა ამ პრობ­ლე­მა­ზე რე­აქ­ცი­ის და არა თა­ვად პრობ­ლე­მის გა­მო~.
ბერ­გე­რე­ბი გთა­ვა­ზო­ბენ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბის აწ­ყო­ბა­ში იმ­პო­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მის გა­დაწ­ყვე­ტი­სას. ისი­ნი გირ­ჩე­ვენ იპო­ვოთ დრო, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ხართ მო­დუ­ნე­ბუ­ლი და ად­გი­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტო­ნი დარ­ჩეთ. ,,ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­იწ­ყეთ, _ ფიქ­რო­ბენ ბერ­გე­რე­ბი, _ უთ­ხა­რით პარ­ტნი­ორს, რომ ძა­ლი­ან აფა­სებთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას~. ამის შემ­დეგ დას­ვით კით­ხვე­ბი და ყუ­რად­ღე­ბით მო­ის­მი­ნეთ პა­სუ­ხე­ბი. და­ინ­ტე­რეს­დით იმ­პო­ტენ­ცია თქვენ­და­მი გრძნო­ბე­ბის შეც­ვლით ხომ არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. და­ინ­ტე­რეს­დით, რი­სი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. და ბო­ლოს, და­სა­ხეთ ერ­თად მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა. თუ ერ­თად იმოქ­მე­დებთ, და­გე­ზო­გე­ბათ დრო, ენერ­გია და ფუ­ლი. ბერ­გე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კარ­გი მო­სა­უბ­რე­ე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი საყ­ვარ­ლე­ბი ხდე­ბი­ან.

დაწვრილებით



კბილების ჰიპერმგრძნობელობა

კბილების ჰიპერმგრძნობელობაკბილების ჰიპერმგრძნობელობა ხასიათდება ხანმოკლე ტკივილით, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ქიმიური, თერმული, ტაქტილური ან ოსმოსური გაღიზიანების შედეგად.
პაროდონტალური მკურნალობის დაწყებიდან პირველ კვირებში კბილების სენსიბილიზაციის ნიშნები აღწევს მაქსიმუმს და შემდეგ ნელნელა კლებუ-
-ლობს.
კბილის ტკივილი, რასაც პაციენტი აღიქვამს გადაეცემა დენტინის ღია მილაკების საშუალებით და იზრდება კბილთა შორისი ნერვების აღზნე-
-ბადობა.
კბილების აწეიული მგრძნობელობის სამკურნალოდ 2 ძალიან კონკრეტული მოქმედებაა მოწოდებული:

დენტინის მილაკები დახურვა და მილაკებში სითხის მოძრაობის ბლოკირება – რაც შემდეგნაირად შეიძლება განხორციელდეს:
მილაკთაშორისი უხსნადი მარილების დალექვით
ცილების კოაგულაციით მომწამლავი ნივთიერებებით ან სითბოთი
მექანიკური ობსტრუქციით, ადჰეზივის ან სხვა საშუალებების გაოყენებით.
მესამეული დენტინის წარმოქმნით

დაწვრილებით



იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი

იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი თუ იმ­პო­ტენ­ცია გაქვთ, ამ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სა­კითხს პერ­სპექ­ტი­ვა­ში შე­ხე­დეთ. თქვენ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არ ხართ. ექი­მე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ათი მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი იმ­პო­ტენ­ტია. ჩვე­უ­ლებ­რივ ამ პრობ­ლე­მას ასაკს უკავ­ში­რე­ბენ, მაგ­რამ 40 წლის მა­მა­კა­ცე­ბის მხო­ლოდ 1,9% და 65 წლის მა­მა­კა­ცე­ბის 25% აქვს იმ­პო­ტენ­ცია. არ გე­გო­ნოთ, რომ იმ­პო­ტენ­ცია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­ყვე­ბათ. მის­გან გან­კურ­ნე­ბას დი­დი დრო არ დას­ჭირ­დე­ბა.
ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცის­თვის გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პრო­თე­ზის იმ­პლან­ტა­ცია ქი­რურ­გი­უ­ლი გზით. მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი და სწრა­ფი მე­თო­დე­ბის წყა­ლო­ბით მე­ქა­ნი­კურ ერექ­ცი­ას იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ, ეს ხდე­ბა მხო­ლოდ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი იმ­პო­ტენ­ცი­ის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ შემ­თხვე­ვებ­ში.
,,იმ­პო­ტენ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბის მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მე­თო­დე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, რომ­ლე­ბიც დღი­თიდ­ღე სულ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ინიშ­ნე­ბა პრო­თე­ზის იმ­პლან­ტა­ცია, ამ­ბობს ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ურო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ჯე­ქი­უს სა­სე­ტი. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სხვა ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ხერ­ხი, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ნაკ­ლებ ინ­ვა­ზი­უ­რია, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა.

დაწვრილებით



სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბათქვენ ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გაქვთ, მაგ­რამ სქე­სობ­რი­ვი სი­ახ­ლო­ვის დროს გარ­კვე­ულ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბას გრძნობთ? ნუ­თუ თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რა­ღაც და­ირ­ღვა და ახ­ლა მის აღ­სად­გე­ნად წლე­ბი დაგ­ჭირ­დე­ბათ?
ეს ასე არ არის. არის რამ­დე­ნი­მე ხერ­ხი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.
ჩვე­უ­ლებ­რივ, თქვენ და თქვე­ნი პარ­ტნი­ო­რი მი­დი­ხართ რეს­ტო­რან­ში სა­ვახ­შმოდ, შემ­დეგ მთე­ლი ღა­მე ცეკ­ვავთ და ამის შემ­დეგ, მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­წოლ­ში მხო­ლოდ და­ძი­ნე­ბის თა­ვი გაქვთ. თქვენ გინ­დო­დათ მთე­ლი ღა­მე ალერ­სში გა­გე­ტა­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე სა­წო­ლამ­დე მი­დის, ორი­ვე დაღ­ლი­ლო­ბას გრძნობთ და გახ­დის თა­ვიც აღარ გაქვთ.
სექ­სი პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნეთ. თუ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი სექ­სი, ის პირ­ველ ად­გილ­ზე უნ­და და­ა­ყე­ნოთ და არა სი­ის ბო­ლო­ში. ძი­ლის წინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის გა­კე­თე­ბას ხომ არ იწ­ყებთ? რა თქმა უნ­და, არა. ,,სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი იმ დრო­ის­თვის უნ­და და­გეგ­მოთ, რო­დე­საც ენერ­გი­უ­ლი ხართ. უქ­მე­ე­ბის დი­ლა სა­უ­კე­თე­სო დროა, ან სა­დი­ლის შემ­დეგ, ან სა­ღა­მოს~, გირ­ჩევთ ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­ქულ­ტე­ტის ფსი­ქი­ატ­რი­ის ადი­უ­ტანტ-პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი სა­ულ რო­ზენ­ტა­ლი.
და­ნიშ­ნეთ დღე. რად­გან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ის თავ­ში გა­და­ი­ტა­ნეთ, და­ნიშ­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი დღეც. ლო­დი­ნი გა­გიძ­ლი­ე­რებთ სურ­ვილს.

დაწვრილებით



უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები

უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები,,წყვი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის უშ­ვი­ლო­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ამის მი­უ­ხე­და­ვად ექ­ვსი­დან ერ­თი წყვი­ლის­თვის და­ფეხ­მძი­მე­ბა ბრძო­ლას ემ­სგავ­სე­ბა, რო­მე­ლიც თორ­მე­ტი თვი­დან თორ­მეტ წლამ­დე გრძელ­დე­ბა~, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი არ­თურ უა­ი­სო­ტი, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო­ბის სა­კით­ხით და­კა­ვე­ბულ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს. ,,ჩვენ ვხვდე­ბით პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფეხ­მძი­მე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ამ­ბობს ექი­მი უა­ი­სო­რი. და დღემ­დე ფარ­ხმა­ლი არ და­უყ­რი­ათ. ჩვენს კლი­ნი­კა­ში იწ­ვა ქა­ლი, რო­მელ­საც სხვა კლი­ნი­კებ­ში შვიდ­ჯერ გა­უ­კეთ­და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. ჩვენ­თან მან შეძ­ლო დე­დო­ბის სი­ხა­რუ­ლი გა­ნე­ცა­და~.
სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც უა­ი­სო­ტი მუ­შა­ობს, წი­ნას­წა­რი გა­მოკ­ვლე­ვა სა­მი-ოთ­ხი თვის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა და იწ­ყე­ბა მარ­ტი­ვი, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით ქა­ლის რექ­ტა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის გრა­ფი­კის შედ­გე­ნა და მა­მა­კა­ცის თეს­ლის ანა­ლი­ზი.
არ­სე­ბობს უფ­რო მარ­ტი­ვი და სხწრა­ფი ხერ­ხე­ბი?
რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს და ექი­მი უა­ი­სო­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ დე­ი­ვიდ მელ­დრუმ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე ტესტს გთა­ვა­ზობთ.

დაწვრილებით



სექსუალური მოშლილობები

სექსუალური მოშლილობებისექ­სუ­ა­ლუ­რი მოშ­ლი­ლო­ბე­ბი სხვა­დას­ვა ფორ­მით იჩენს თავს _ იმ­პო­ტენ­ცი­ით და უნა­ყო­ფო­ბით დაწ­ყე­ბუ­ლი, სა­შოს სიმ­შრა­ლით და სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ჰერ­პე­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. რო­გორც წე­სი, ადა­მი­ა­ნებს რა­ღაც ერ­თი აწუ­ხებს. სქე­სობ­რი­ვი მოშ­ლი­ლო­ბე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ დრო­ში იწე­ლე­ბა, იწ­ვევს პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წე­ლი, ან მთე­ლი სი­ცოც­ხლე თან სდევს ადა­მი­ანს.
,,თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა გაქვთ, მა­გა­ლი­თად, ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია (თეს­ლის გად­მონ­თხე­ვა), ან სქე­სობ­რი­ვად ვერ იღ­გზნე­ბით, შე­ე­ცა­დეთ დრო­უ­ლად გა­დაჭ­რათ იგი~, _ გირ­ჩევთ ექი­მი შირ­ლი ზუს­მა­ნი, თე­რა­პევ­ტი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია სქე­სის პრობ­ლე­მე­ბით ნიუ-იორკ სი­თი­ში. _ დღეს­დღე­ო­ბით თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ მრა­ვალ­მხრი­ვი დახ­მა­რე­ბა და გა­დაჭ­რათ სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა~.
_ ხუთ­წა­მი­ა­ნი ვარ­ჯი­ში მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ქა­ლებს გა­ნი­ცა­დონ უფ­რო ძლი­ე­რი ორ­გაზ­მი, ხო­ლო მა­მა­კა­ცებს ჰქონ­დეთ უფ­რო ძლი­ე­რი ერექ­ცია.

დაწვრილებით



როგრ ავიცილოთ სხეულის ზედმეტად გაცივება

როგრ ავიცილოთ სხეულის ზედმეტად გაცივებასხე­უ­ლის ზედ­მე­ტად გა­ცი­ვე­ბა ისე შე­სამ­ჩნე­ვი არ არის, რო­გორც მო­ყინ­ვა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა უფ­რო სა­ხი­ფა­თო იყოს და სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს. რო­გორც კი თქვე­ნი სხე­უ­ლი იმა­ზე მეტ ენერ­გი­ას ხარ­ჯავს, ვიდ­რე გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, თქვე­ნი სა­სი­ცოც­ხლო ორ­გა­ნო­ე­ბი, მათ შო­რის ტვი­ნი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა, შე­ნე­ლე­ბუ­ლად იწ­ყებს მუ­შა­ო­ბას. სუს­ტი გა­და­ცი­ვე­ბის დროს ადა­მი­ა­ნი სი­ცი­ვის­გან კან­კალს იწ­ყებს, ირ­ღვე­ვა მოძ­რა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია, სა­უ­ბა­რი გა­ურ­კვე­ვე­ლი ხდე­ბა, ადა­მი­ა­ნი ფეხ­ზე არამ­ყა­რად დგას. სა­შუ­ა­ლო გა­და­ცი­ვე­ბის დროს კან­კა­ლი ჩერ­დე­ბა, სის­ხლის წნე­ვა და პულ­სი ეცე­მა, სუნ­თქვა შე­ნე­ლე­ბუ­ლია. სხე­უ­ლის ზედ­მე­ტად გა­ცი­ვე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კო­მა და სიკ­ვდი­ლი. ძლი­ე­რი გა­და­ცი­ვე­ბის დროს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი გვამს გავს _ უძ­რა­ვია, ცი­ვი, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი, კა­ნი მო­ცის­ფრო-მო­ნაც­რის­ფროა.
ბავ­შვის სხე­უ­ლი ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ცივ­დეს ისი­ნი ისე­თი პა­ტა­რე­ბი არი­ან, რომ სით­ბოს ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­კარ­გი მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რად­გან მა­თი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა შე­ნე­ლე­ბუ­ლია. და­სუს­ტე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან სი­ცი­ვის მი­მართ, რად­გან თით­ქმის არ აქვთ ცხი­მის სა­ფა­რი, რო­მე­ლიც სი­ცი­ვის­გან და­ი­ცავ­დათ.
თუ ზამ­თარ­ში გა­რეთ დი­დი დრო­ის გა­ტა­რე­ბას გეგ­მავთ, უნ­და იცო­დეთ, რო­გორ ებ­რძო­ლოთ სი­ცი­ვეს, მა­ში­ნაც კი, თუ სი­ცი­ვეს შეჩ­ვე­უ­ლი ხართ და კარგ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით. აშშ არ­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მე­დი­ცი­ნის სა­მეც­ნი­ე­რი-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე სი­ცი­ვის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი, ვე­ტე­რი­ნა­რი­ის დოქ­ტო­რი მუ­რეი ჰამ­ლე­ტი, შემ­დეგ რჩე­ვებს გთა­ვა­ზობთ.

დაწვრილებით



მკურ­ნა­ლო­ბა მო­ყინ­ვის დროს

მკურ­ნა­ლო­ბა მო­ყინ­ვის დროსმოთ­ხი­ლა­მუ­რე­ებს და ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს სი­ცი­ვე­ზე ყოფ­ნის ორი სა­ა­თის შემ­დეგ ლო­ყე­ბი, ცხვი­რი, ხე­ლე­ბის და ფე­ხე­ბის თი­თე­ბი უც­ნა­უ­რად ფერ­მკრთა­ლი უხ­დე­ბათ. ისი­ნი ღე­ბუ­ლო­ბენ ზე­და­პი­რულ მო­ყინ­ვას კა­ნის ზე­და­პი­რუ­ლი ტკი­ვი­ლი და და­ბუ­ჟე­ბა, რო­მე­ლიც ჩნდე­ბა სი­ცი­ვე­ზე ხან­გრძლი­ვი ყოფ­ნის შე­დე­გად.
ღრმა მო­ყინ­ვა უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვაა. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რთხე ჩვე­უ­ლებ­რივ ემუქ­რე­ბა კი­დუ­რებს, ხე­ლე­ბის და ფე­ხე­ბის თი­თებს, ცხვირს და ყუ­რებს.
რო­დე­საც თქვე­ნი კა­ნი ცივ­დე­ბა, ჯერ ტკი­ვილს გრძობთ, შემ­დეგ სით­ბოს, ხო­ლო რო­დე­საც მო­ი­ყი­ნე­ბა, კა­ნი თეთ­რი და მა­გა­რი ხდე­ბა. ძლი­ე­რი მო­ყინ­ვა სა­ხი­ფა­თოა. თუ სა­თა­ნო­დო ზო­მებს არ მი­ი­ღებთ, შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს მო­ყი­ნუ­ლი ნა­წი­ლის ამ­პუ­ტა­ცია. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცივ დღეს გა­რეთ არის, მო­ყინ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას.
რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სარ­გე­ლო რჩე­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მო­ყინ­ვა. ხო­ლო თუ, მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი მა­ინც მო­გე­ყი­ნათ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ ექიმს. გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი, სა­მი-რვა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის დად­გე­ნას. ოდ­ნავ მო­ყი­ნუ­ლი სხე­უ­ლის ად­გი­ლე­ბი სი­ცი­ვის მი­მართ მგრძნო­ბი­ა­რე დარ­ჩე­ბა ერ­თი-ორი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხო­ლო ძლი­ე­რი მო­ყინ­ვის შე­დე­გე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დაგ­რჩე­ბათ.

დაწვრილებით



ქა­რი­სა­გან დამ­სკდა­რი ტუ­ჩე­ბი და კა­ნი

ქა­რი­სა­გან დამ­სკდა­რი ტუ­ჩე­ბი და კა­ნიქა­რი­სა­გან აქერ­ცლი­ლი კა­ნი ცი­ვი და მშრა­ლი ამინ­დის შე­დე­გია. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად უნ­და მი­ი­ღოთ სიფ­რთხი­ლის ზო­მე­ბი ქუ­ჩა­ში და შე­ნო­ბა­შიც. შე­ნო­ბა­ში თბი­ლი ჰა­ე­რი აშ­რობს კანს, ის უფ­რო ად­ვი­ლად ზი­ან­დე­ბა სი­ცი­ვე­ზე. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უჯ­რე­დე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შეც გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ახალ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს. კა­ნის აღ­სად­გე­ნად ერ­თი თვეა სა­ჭი­რო, თუ არ და­ზი­ან­და ღრმად გან­ლა­გე­ბუ­ლი უჯ­რე­დე­ბი. გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცე­მენ სწრა­ფად აღიდ­გი­ნოთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნი.
და­ი­ზი­ლეთ სვე­ლი ღრუბ­ლით. აბა­ზა­ნა მი­ი­ღეთ დღე­გა­მოშ­ვე­ბით, უფ­რო ხში­რად არ შე­იძ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ არ ას­რუ­ლებთ მძი­მე სა­მუ­შა­ოს, ან ისეთ სა­მუ­შა­ოს, რომ­ლის დროს ად­ვი­ლად ის­ვრე­ბით. ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­პო­ნი, რო­მე­ლიც აცი­ლებს კა­ნის ბუ­ნებ­რივ დამ­ცავ გა­მო­ნა­ყოფს. ქა­რი­სა­გან აქერ­ცლი­ლი კა­ნის სწრა­ფად შე­სა­ხორ­ცებ­ლად შე­მო­ი­ფარ­გლეთ ხე­ლე­ბის და­ბა­ნით ჭა­მის წინ და ტუ­ა­ლე­ტის შემ­დეგ.
გა­მო­ი­ყე­ნეთ სუ­პერ­ცხი­მი­ა­ნი სა­პო­ნი, მა­გა­ლი­თად ,,Dოვე~. ის შე­ი­ცავს ექ­სტრა­ლი­პი­დებს, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით ნა­მა­ვენ კანს.
გა­მო­ი­ყე­ნეთ ბამ­ბის ხელ­თათ­მა­ნე­ბი. ჭურ­ჭლის რეც­ხვის და სხვა სა­ში­ნაო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბი­სას არ გა­ი­კე­თოთ რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კან­თან უშუ­ა­ლო შე­ხე­ბი­სას იწ­ვევს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბის ქვეშ ბამ­ბის ხელ­თათ­მა­ნე­ბი გა­ი­კე­თეთ.

დაწვრილებით

წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 25 შემდეგი

 
Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved გვერდი შეიქმნა 0.000009 წამში.