Narkozi.com » ჯანსაღი კვება » იმუნიტეტი დამოკიდებულია მუცელზე

იმუნიტეტი დამოკიდებულია მუცელზე

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 104570 

იმუნიტეტი დამოკიდებულია მუცელზეგაციებისგან თავის დასაცავად განთავისუფლდით დისბაქტერიოზისგან.
ახლა გაცივების სეზონია. ამ პერიოდის უპრობლემოდ გასავლელად საჭიროა იმინიტეტის გაძლიერება. ამ მიზნით გამოიყენება გაკაჟება, განუსაზღვრელი რაოდენობით ნიორის ჭამა, ხერხემლის ვარჯიში. ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, რომ იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს ყველაზე მეტად მუცლის “სიმაგრე” უწყობს. რადგან იმუნური სისტემის უჯრედთა 70 %-ზე მეტი ბინადრობს ნაწლავებში. ასევე ნაწლავებში ბინადრობს ბაქტერიები, რომლებიც სპობენ ინფექციის გამომწვევ მავნე მიკრობებს, გამოიმუშავებენ ამინომჟავებს და ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტის ამაღლებას. როცა რაღაც მიზეზების გამო მიკროორგანიზმების რაოდენობა კლებულობს, ნაწლავებში გამრავლებას იწყებს “ცუდი” ბაქტერიები, რაც იწვევს დისბაქტერიოზს და შესაბამისად იმუნიტეტის დათრგუნვას.. დისბაქტერიოზი, ადვილად გაციების გარდა, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, თირკმელებში ქვიშის წარმოქმნას, უარესდება თმისა და კანის მდგომარეობა, იწყება დეპრესია. დისბაქტერიოზი თავისით არ გაივლის, მას ჭირდება მკურნალობა.

დისბაქტერიოზით დაავადების შანსი იზრდება თუ ადამიანი დაწესებული 3-4-ჯერ ჭამის ნაცვლად იკვებება დღეში 2-ჯერ. ეს მარტივად აიხსნება, ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებსაც ესაჭიროებათ საკვები, მისი არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში ისინი სუსტდებიან. ახლა გაციების სეზონია და ბევრი მკურნალობს ანტიბიოტიკებით, რომლებიც ანადგურებენ როგორც ავადმყოფობის გამომწვევ, ასევე სასარგებლო ბაქტერიებსაც, რაც იწვევს დისბაქტერიოზს. ყველაზე საშიში ანტიბიოტიკებია: ამპიცილინი, ამოქსაცილინი, ბისეპტოლი და გენტამიცინი. პენიცილინი, ლევომიცეტინი, ცეფაზოლინები, ერითრომიცინი, აზიტრომიცინი, როქსიტრომიცინი და მიდეკამიცინი არ იწვევს დისბაქტერიოზს. ავად გახდომისას სთხოვეთ ექიმს დაგინიშნოთ ნაკლები გვერდითი მოვლენების მქონე პრეპარატები.

შიშებს, სტრესს, ნევროზს ხშირად ახლავს თან ნაწლავის დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები. შეკრულობა არის უმოკლესი გზა დისბაქტერიოზისკენ. ამასთან დისბაქტერიოზი ამწვავებს სხვა დაავადებებს, მაგ. ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებას. ამ დროს აუცილებელია გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.

თქვენ დისბაქტერიოზი გაქვთ, თუ
მუცელი ყოველდღიურად გიბუყბუყებთ
გაწუხებთ შეკრულობა ან აშლილობა, ან მონაცვლეობით ორივე
კვირაში რამდენჯერმე გაწუხებთ მუცლის შებერილობა
მთელი დღის განმავლობაში არ გშივდებათ
პერიოდულად უჩივით მუცლის ტკივილს
პირიდან უსიამოვნო სუნი გაქვთ

დისბაქტერიოზზე შესამოწმებლად გაიკეთეთ განავლის ანალიზი.
როგორ ვებრძოლოთ დისბაქტერიოზს
ბევრი იმოძრავეთ. სხეულის მოძრაობას ტონუსში მოყავს ნაწლავის კუნთები, პერისტალტიკა უმჯობესდება და ნაწლავებიც ხშირად იცლება. ცარიელი ნაწლავები კი დისბაქტერიოზის პროფილაქტიკაა.
მიირთვით ხორცი, ცხარე და ცხიმიანი საკვები. ცილოვანი საკვები კუჭის მთავარი საკვებია. ცილის გადამუშავება ნაწლავების ზედა ნაწილიდან იწყება და ამგვარად მავნე მიკრობებს საკვები არ რჩებათ. სანელებლები ხელს უწყობენ ამ პროცესს, ამიტომ ხორცს მოაყარეთ პილპილი ან დაამატეთ საკვებს სანელებლები. ცხიმები ასტიმულირებენ ნაწლავებში ნაღველის გამოყოფას, რომელიც სპობს მავნე ბაქტერიებს. მაგრამ ცხიმის მირთმევა ხორცთან ერთად არ ღირს, რადგან საჭმლის მონელების პროცესი ხანგრძლივდება. უმჯობესია მიირთვათ 2 ს.კ. ზეთი საჭმლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
მიიღეთ ბევრი სითხე. მაგრამ ეს არ ეხება ყავას და გაზიან სასმელებს, რადგან ისინი დაბლა წევენ მჟავიანობას და ანელებენ მონელების პროცესს. უპირატესობა მიანიჭეთ ფრეშებს - ისინი ასტიმულირებენ მონელების პროცესს. სასარგებლოა ძილის წინ ერთი ჭიქა კეფირის მიღება. მასში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ დღის განმავლობაში მიღებული საკვების გადამუშავებას.
გაამდიდრეთ საკვები უჯრედისით. ამისთვის ჩვეულებრივი პური შეცვალეთ მსხვილად დაფქულით, ყოველდღიურად მიირთვით ბოსტნეულის სუპი და სალათები (ჩართეთ მასში კომბოსტო, განსაკუთებით მჟავე, სტაფილო, მწვანილი და ჭარხალი, რომელშიც ბევრია უჯრედისი და არა ყველი, კვერცხი, ბარდა, სიმინდი, რომელშიც ის ცოტაა). უარი თქვით ტკბილეულზე, პარკოსნებზე და სწრაფ კვებაზე. რაც მავნე ბაქტერიებისთვისაა “სასუსნავი”
მიიღეთ წამლები. როცა სხვა დანარჩენი მეთოდები არ გშველით. მედიცინაში არის ბევრი საშუალებები დისბაქტერიოზის სამკურნალოდ. მათი სახელია - ბიოტიკები. ზოგი მათგანი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, ზოგი-მათ საკვებს, ზოგი სპობს მავნე მიკრობებს. ისინი იყიდება აფთიაქში ურეცეპტოდ. თუმცა უმჯობესია დანიშნულება ექიმს შეუთანხმოთ.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 
   მსგავსი სიახლეები:

  • ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზები
  • სწორი კვების 6 სტრატეგია - დიეტა მოხდენილი მუცლისთვის
  • რატომ უნდა მივაკითხოთ სტომატოლოგს
  • როგორ გავნთავისუფლდეთ პირის ღრუს არასასიამოვნო სუნისგან?
  • ჯანსაღი კვების საფუძვლები, რაც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება
  • დაასახელეს კარიესისაგან დაცვის ძირითადი საშუალებები
  •                                                                                                                                    

    გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       

    მაია27275 - 21 July 2009 20:58 #


    მინდა გავეცნო ჰემატოლოგიის სიახლეებს

       


    

    Information

    Members of სტუმარი cannot leave comments.