Narkozi.com » ბავშვები » ბავშვების კვების რაციონი

ბავშვების კვების რაციონი

  ავტორი: perishable | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 118061 

როგორ იკვებებიან ჩვენი ბავშვები?
ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია! ყოველდღიურად იზრდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა რიცხვი ბავშვებში. გახშირდა მოზარდთა შორის გასტრიტით ან კოლიტით დაავადების შემთხვევები. საკმაოდ “გაახალგაზრდავდა” წყლულოვანი დაავადებების ასაკიც.

ბავშვების უმრავლესობა დილით არ საუზმობს, ან უკეთეს შემთხვევაში მიირთმევენ ბუტერბროდს. სკოლის სასადილო არ იძლევა მრავალფეროვანი, ჯანმრთელობისთვის და ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი კვების საშუალებას. თუმცა არც თუ იშვიათად ოჯახური სადილიც შემოიფარგლება სოსისით ან სხვა სწრაფი კვების პროდუქტებით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოზარდთა უმრავლესობა სკოლის გარდა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებში, ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილია ბავშვთა კვების რეჟიმიც.

ზოგიერთმა მშობელმა არ იცის, ან არასათანადო მნიშვნელობას ანიჭებს კვების რეჟიმის დაცვას. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები საკვების დღიური რაციონის და რეჟიმის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა ჩვენს შვილებს თავიდან ავაცილოთ საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები.

სწორი კვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონად გვევლინება შიმშილის გრძნობის არსებობა. შიმშილი არის ორგანიზმის სიგნალი, რომ იგი მზადაა მიიღოს საკვები. ნუ დააძალებთ ბავშვს ჭამოს, როცა არ შია. საათობრივი კვება არ წარმოადგენს ჯანმრთელობის საწინდარს.

მეორე მნიშვნელოვანი წესი - მოამზადეთ და მიართვით პატარებს გემრიელი კერძები. როგორც დადგინდა ორგანიზმი ცუდად ითვისებს უგემურ საკვებს. გაითვალისწინეთ, ჯანმრთელობასა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე უარყოფითად მოქმედებს სუნელ-სანელებლების გადაჭარბებული მოხმარება.

ბავშვმა საკვები კარგად რომ შეითვისოს, გულმოდგინედ უნდა დაღეჭოს, ამიტომ კვებისთვის გარკვეული დრო უნდა იყოს გამოყოფილი. თავი შეიკავეთ შენიშვნებისგან: „ჭამე დროზე“ ან „დაღეჭე დროზე“. პირიქით, თუ ბავშვი დაუღეჭავად ყლაპავს ლუკმებს, ურჩიეთ დაღეჭოს ლუკმა ხანგრძლივად და კარგად.

ნუ დააძალებთ ბავშვს საკვების მიღებას უგუნებობის, სტრესის, შიშის და სხვა უარყოფითი ემოციების დროს. დიეტოლოგები ამბობენ, რომ უარყოფითი ემოციების დროს საკვების მიღება წარმოშობს გასტრიტით დაავადების საშიშროებას.

დაუშვებელია სპორტით და ფიზკულტურით დაკავება კვებიდან ერთი საათის განმავლობაში. ამ წესს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს გაკვეთილების ცხრილის და ზოგადად მოზარდის დღის განრიგის შედგენისას.

დიეტოლოგების აზრით ნებისმიერი ადამიანის კვების მენიუ და მითუმეტეს ბავშვის, აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი. აუცილებლად ჩართეთ დღის მენიუში რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ნაადრევი ჭარბწონიანობა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს გამოწვეულია არა მხოლოდ არასწორი კვებით, ნაადრევ სიმსუქნეს ხშირად განაპირობებს მოზარდის სტრესული ფსიქიკა. მშობლების რადიკალური დამოკიდებულება (ზედმეტად მკაცრი ან ლოიალური) გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, რაც შესაბამისად ხშირ შემთხვევებში ასახვას პოვებს მის ჯანმრთელობასა და წონაზე.



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       

სალომე - 6 December 2009 15:07 #


შეიძლება თუ არა 2წლის და 3წლის ბავშვებს იოდის პროფილაქტიკის მიზნით მივცე იოდომარინი, და თუ შეიძლება იქნებ მითხრათ რა დოზით უნდა მივცე

   


ვსპრუტი - 7 October 2009 21:48 #


რას ნიშნავს კრუპი?

   


teka - 21 February 2009 13:49 #


ნინო,მოსაგვარებელი გაქვთ კვება.პირველ რიგში ძუძუს უნდა დაანებებინოთ თავი.გირჩევთ 3–4 დღით ბებიასთან დატოვოთ ან თქვენ წახვიდეთ სადმე და რომ ნახავთ ძუძუზეც რაიმე წაისვით,რაც არ ესიამოვნება.და გადაეჩვევა.შემდეგ კი კვებას უნდა მიხედოთ–პირველ რიგში ტკბილეული უნდა ამოიღოთ მენიუდან,ყველა გააფრთხილეთ რომ სახლში არ მოიტანონ ტკბილეულობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცით თუკი კარგად შეჭამს საჭმელს.


ცოტა ხანი გაგიჭირდებათ მაგრამ ეხლავე თუ არ მოაწესრიგებთ კვებას,მერე უფრო ვერ მოახერხებთ.ეხლა ფაქტია რომ ცოტა გათამამებულია და რასაც მოინდომებს ოჯახის რომელიმე წევრი მაინც შეუსრულებს და ეს ბავშვმე ყველაზე უკეთ იცის wink .ეცადეთ აჯობოთ,მაგრამ ამ საქმეში ყველამ უნდა შეგიწყოთ ხელი.

   


ნინო - 18 February 2009 02:04 #


მოგესალმებით
მყავს 2 წლის გოგონა,და გვაქვს კვების პრობლემა.თითქმის არაფერს ჭამს,მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხასიათზეა.არ ჭამს ცოცხალ ბოსტნეულს,ხილს არჩევს,არ სვავს რძეს,ყოველთვის მთხოვს ტკბილეულს და რაც მთავარია ისევ ძუძუს წოვს.მინდა თავი დავანებებინო ,მაგრამ უშედეგოდ,ისტერიკებს აწყობს.
თუმცა თავის ასაკის ბავშვებთან შედარებით დიდია წონითაც და სიმაღლითაც

   




Information

Members of სტუმარი cannot leave comments.