ჯანმრთელობა და სილ » Narkozi.Com - Medicine Portal


სიმსუქნის საწინააღმდეგო ვაქცინა

შეიქმნა სიმსუქნის საწინააღმდეგო ვაქცინა

ამერიკელი მეცნიერებმა შექმნეს სიმსუქნის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უკვე გამოიცადა ლაბორატორიულ პირობებში. მან მნიშვნელოვნად შეამცირა ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა საცდელ ცხოველებში.
ზრდასრული მამრი ვირთხები, რომლებიც იღებდნენ ვაქცინის დოზას, იკვებებოდნენ ჩვეულებრივად, მაგრამ ნაკლებად იმატებდნენ წონაში. უფრო მეტიც, მათი ცხიმოვანი ქსოვილი შემცირდა კიდეც, - იუწყება ბრიტანული გაზეთი Daily Telegraph.
ვაქცინა, რომლის შესახებაც ცნობა წარმოდგენილია ამერიკელი მკვლევარების მიერ ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences, შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და გვიხსნას მკაცრი დიეტის დაცვის აუცილებლობისაგან.
ვაქცინა მოქმედებს ბუნებრივი წარმოშობის ჰორმონის გრელინის (ghrelin) წინააღმდეგ. ზემოქმედებს რა ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსზე, იგი აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშავოს ანტისხეულები გრელინის მიმართ. ეს უკანასკნელი იწვევს შიმშილის გრძნობას, და ამის შედეგად - წონის მომატებას.

More info