იტვირთება. გთხოვთ, მოიცადოთ...





კატეგორიები
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
გენეტიკა
გინეკოლოგია
დიეტოლოგია
ენდოკრინოლოგია
ესთეტიკური მედიცინა
ვეტერინარია
ძვალ-სახსროვანი და კან-კუნთოვანი სისტემა
ნარკოლოგია
ოფთალმოლოგია
ონკოლოგია
პედიატრია
პირველადი დახმარება
სექსოლოგია
სტომატოლოგია
ტრავმატოლოგია
უროლოგია
ფარმაკოლოგია
ფსიქიატრია
ფსიქოლოგია
ქირურგია
დაავადებები
ალკოჰოლიზმი
ანგიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
თვალი
ინფექციური სნეულებები
კარდიოლოგია
მამაკაცის დაავადებები
ნევროპათოლოგია
ნეფროლოგია
პარაზიტოლოგია
პროქტოლოგია
სექსოლოგია
ტოქსიკოლოგია
ყელი, ყური, ცხვირი
ჰემატოლოგია

კალენდარი

«    მარტი 2010    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

პოპულარულები

» სექსუალური მოშლილობები
» სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა
» უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
» იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
» საშ­ვი­ლოს­ნო­დან სის­ხლდე­ნა
» პათოლოგიური კლიმაქსი
» კლიმაქსი
» მას­ტო­პა­თია
» მენსტრუაცია
» ჩასახვის საწინაღმდეგო საშუალებები

ტეგები

ადამიანი, ან­თე­ბა, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გუ­ლის, და­ა­ვა­დე­ბის, დაავადება, დაავადების, დიეტა, ექი­მი, ვარ­ჯი­ში, ვი­ტა­მი­ნის, თა­ვის, იმუ­ნუ­რი, კვე­ბის, კვება, კვლევის, მშობიარობის, ნაყოფის, ნერვული, პატარას, პრე­პა­რა­ტე­ბი, სა­თეს­ლე, სათ­ვა­ლე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სი­ნათ­ლის, სის­ტე­მის, სისხლის, ტერ­ფის, ტკი­ვი­ლი, ფე­ხე­ბი, ქი­რურ­გი­უ­ლი, ღვიძლის, ყუ­რის, ჭიქა, ჯირ­კვლის

ყველა ტეგის ჩვენება

გამოკითხვა

რომელ აფთიაქში ყიდულობთ მედიკამენტებს?

ავერსი
პსპ
წითელი ა
ჯიპისი

ბმულები

Targmne.com Qartvelo.net
Starlinks.ge GeoTourism.ge
Fonts.ge Enews.ge
Mus.ge Answers.ge
Business Conference REALITY.ge


რეკლამა

Lady.ge


სტატისტიკა



top.myinternet.ge Page Ranking Tool


  • მთავარი გვერდი
  • პარტნიორები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • სიახლის დამატება
  • შეკითხვა ექიმს
  • ფორუმი

  • აფთიაქები
  • ბავშვები
  • დაავადებები
  • სამკურნალო რეცეპტები
  • ექიმები
  • ორსულთა კლუბი
  • ოპერაციები
  • ოჯახის ექიმი
  • სამედიცინო ბმულები
  • სამედიცინო წიგნები
  • სამედიცინო ცენტრები
  • სამკურნალო მცენარეები
  • სასწრაფო დახმარება
  • სტომატოლოგია
  • ფიტნესი - სპორტი
  • ჯანსაღი კვება
სამკურნალო მცენარეები დაავადებები გინეკოლოგია ფსიქოლოგია სტომატოლოგია სტატიები
loading...
loading...
loading...
loading...

Narkozi.com » ძვალ-სახსროვანი და კან-კუნთოვანი სისტემა


ძვლე­ბის გა­სა­მაგ­რებ­ლად ივარ­ჯი­შეთ

თით­ქმის ყვე­ლა ექი­მი თან­ხმდე­ბა, რომ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ძვლე­ბის­თვის სა­სარ­გბე­ლოა.
,,თუ ოცი წლის ხართ, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში და­გეხ­მა­რე­ბათ კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდა­ში, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­ნა­ვი­თა­რებთ თქვენს ძვალს იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ეს თქვენს ორ­გა­ნიზმს შე­უძ­ლია, ამ­ბობს ორა­გო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის ადი­უ­ტანტ-პრო­ფე­სო­რი და ფი­ზი­ო­ლო­გი, ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი ქრის­ტინ სნოუ-ჰარ­ტე­რი. რაც უფ­რო დი­დი და მა­გა­რია თქვე­ნი ძვლე­ბი, მით უკეთ იგ­რძნობთ თავს ხან­დაზ­მულ ასაკ­ში. ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ძვლე­ბის გა­იშ­ვი­ა­თე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ სიმ­კვრი­ვეს.
სტა­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა (მა­გა­ლი­თად მხრებ­ზე შტან­გით დგო­მა) სარ­გებ­ლო­ბას არ მო­გი­ტანთ. ვარ­ჯი­ში უნ­და იყოს აქ­ტი­უ­რი, მოძ­რა­ვი. დი­ნა­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვა სწო­რედ ეს სჭირ­დე­ბა თქვენს ძვლებს. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ თქვე­ნი კუნ­თე­ბი ძვლებ­ზეა მი­მაგ­რე­ბუ­ლი. ისი­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბენ ძვალ­ზე, რო­მე­ლიც ამ ზე­მოქ­მე­დე­ბის წყა­ლო­ბით მაგ­რდე­ბა.
თქვენს წი­ნა­შეა სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბი და შე­გიძ­ლი­ათ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი აირ­ჩი­ოთ. თუ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში აი­ძუ­ლებს ძვალს გა­ნი­ცა­დოს და­წო­ლის, გრა­ვი­ტა­ცი­ის, ან სიმ­ძი­მის მოქ­მე­დე­ბა, თქვენ სა­სურ­ველ შე­დეგს მა­გარ ძველბს, მი­ი­ღებთ. ,,თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მა­რა­თო­ნულ დის­ტან­ცი­ა­ზე უნ­და ირ­ბი­ნოთ, ან იმ­დე­ნი ივარ­ჯი­შოთ, რომ კა­რებ­ში ვე­ღარ შე­მო­ე­ტი­ოთ, ამ­ბობს სნოუ-ჰარ­ტე­რი. არ­სე­ბობს უფ­რო სწრა­ფი და მარ­ტი­ვი ხერ­ხე­ბი. თუმ­ცა თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა იმა­ზე მე­ტი უნ­და იყოს, ვიდ­რე აქამ­დე იყო~.

დაწვრილებით



ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებით

ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებითარა­ვინ იცის ზუს­ტად, რო­გორ მოქ­მე­დებს ძვლებ­ზე სას­ქე­სო ჰორ­მო­ნე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დად­გე­ნი­ლია, რომ ქა­ლებ­ში ოს­ტე­ო­პო­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბის რის­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დენ ეს­ტრო­გენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს მი­სი ორ­გა­ნიზ­მი. შო­რე­ულ 1941 წელს მეც­ნი­ე­რებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ ოს­ტე­ობ­ლას­ტე­ბის (ოს­ტე­ობ­ლას­ტე­ბი ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის უჯ­რე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ძვლის აღ­მდგე­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის წარ­მოქ­მნა­ში) მოქ­მე­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ეს­ტრო­გენ­ზე. რე­ა­ლუ­რად, ორი­ვე სას­ქე­სო ჰორ­მო­ნი ეს­ტრო­გე­ნი და პრო­გეს­ტე­რო­ნი ქა­ლებ­ში და ტეს­ტოს­ტე­რო­ნი მა­მა­კა­ცებ­ში ხელს უწ­ყობს ძვლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით. ამ­გვა­რად ამ ჰორ­მო­ნე­ბის და­ნაკ­ლი­სი, ძი­რი­თა­დად ქა­ლებ­ში მე­ნო­პა­უ­ზის დროს და იშ­ვი­ა­თად ხან­დაზ­მულ მა­მა­კა­ცებ­ში, იწ­ვევს ძვლის გამ­ყი­ფე­ბას და ოს­ტე­ო­პო­როზს. სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო, ქა­ლებ­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა 2-ჯერ ხში­რია, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ში. ლო­გი­კო­რია, რომ ამ ფაქ­ტმა გა­ნა­პი­რო­ბა ეს­ტრო­გე­ნე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის გა­ჩე­ნა, რომ­ლის მი­ზა­ნია მე­ნო­პა­უ­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი ძვლის გა­იშ­ვი­ა­თე­ბის შე­ჩე­რე­ბა.
ამ თე­რა­პი­ის მე­ნო­პა­უ­ზის პირ­ველ სამ წე­ლი­წად­ში დაწ­ყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ძვლო­ვა­ნი მა­სის და­კარ­გვა მცირ­დე­ბა. რე­ა­ლუ­რად ეს­ტრო­გე­ნე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის თე­რა­პი­ას შე­უძ­ლია შე­ა­ნე­ლოს ძვლის გა­იშ­ვი­ა­თე­ბის პრო­ცე­სი ათი წლით. რო­გორც კი ძვა­ლი მყი­ფე ხდე­ბა, ზი­ა­ნი უკ­ვე მი­ყე­ნე­ბუ­ლია და ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პია ეს­ტრო­გე­ნე­ბით ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ე­ფექ­ტუ­რია. ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პია ეს­ტრო­გე­ნე­ბით ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ ქა­ლებ­ში, რომ­ლებ­შიც მე­ნო­პა­უ­ზა გა­მო­იწ­ვია ქი­რურ­გი­ულ­მა ჩა­რე­ვამ (საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ამოკ­ვე­თა), რო­მე­ლიც იწ­ვევს ეს­ტრო­გე­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მო­უ­ლოდ­ნელ და სრულ შეწ­ყვე­ტას.

დაწვრილებით



სწო­რე­ბა კალ­ცი­უმ­ზე

მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­დან კალ­ცი­უ­მი ყვე­ლა­ზე ხში­რად ასო­ცირ­დე­ბა მა­გარ ძვლებ­თან. თუმ­ცა, ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ, თქვე­ნი ძვლე­ბი აღარ იზ­რდე­ბა, მათ ძვე­ლე­ბუ­რად სჭირ­დე­ბათ კალ­ცი­უ­მი. აღ­დგე­ნის სიჩ­ქა­რე გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად კლე­ბუ­ლობს, ვიდ­რე დაშ­ლის. ეს იწ­ვევს ძვლე­ბის და­სუს­ტე­ბას და ოს­ტე­ო­პო­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბის რისკს. თუ რე­გუ­ლა­რუ­ლად არ იღებთ კალ­ცი­უ­მის საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას, აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი კი­დევ უფ­რო ნელ­დე­ბა. კალ­ცი­უ­მის მი­ღე­ბა ორი გზით შე­იძ­ლე­ბა.

შე­ა­ჩე­რეთ კალ­ცი­უ­მის და­კარ­გვა

თქვენ ახ­ლა­ვე შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ზო­მე­ბი კალ­ცი­უ­მის შე­სა­ჩე­რებ­ლად და შექ­მნათ მი­სი მა­რა­გი. ,,ამას რე­ა­ლუ­რად შე­ხე­დეთ, ამ­ბობს ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი როლ სალ­ტმე­ნი, დი­ე­ტო­ლო­გი და კა­ლი­ფოქ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. ნუ იფიქ­რებთ, რომ ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ცხოვ­რე­ბა უნ­და შეწ­ყვი­ტოთ, უბ­რა­ლოდ სხვა­ნა­ი­რად იც­ხოვ­რეთ~.
და­მა­ლეთ სას­მე­ლი. სმა გა­მო­რეც­ხავს კალ­ცი­უმს ორ­გა­ნიზ­მი­დან. ოს­ტე­ო­პო­რო­ზის შემ­თხვე­ვა­ში ეს ერ­თი-ერ­თი უმ­ნშვნე­ლო­ვა­ნე­სი რის­კის ფაქ­ტო­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა მა­მა­კა­ცებს, რომ­ლებ­საც უკ­ვე აქვთ ძვლე­ბის გამ­ყი­ფე­ბა.

დაწვრილებით



მუხლის სახსრის ვარჯიშები

მუხლის სახსრის ვარჯიშებიმუხ­ლის ვარ­ჯი­შე­ბი დიდ დროს არ წა­გარ­თმევთ, სა­მა­გი­ე­როდ გა­ა­ვარ­ჯი­შებთ მუხლს და თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ სხვა ტრავ­მებს.
სა­ნამ ვარ­ჯიშს შე­უდ­გე­ბით, მი­ი­ღეთ ექი­მის ნე­ბარ­თვა, რად­გან ზო­გი­ერ­თმა ვარ­ჯიშ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ამ­წვა­ვოს ტრავ­მა, მით უმე­ტეს, თუ ვარ­ჯი­ში ძა­ლი­ან ად­რე და­იწ­ყეთ, ან დატ­ვირ­თვა ვერ მო­ზო­მეთ. თუ ტკი­ვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეწ­ყვი­ტეთ ვარ­ჯი­ში.ვარ­ჯი­შის დროს თქვენ უნ­და იგ­რძნოთ სით­ბო კუნ­თებ­ში და ტკი­ვი­ლი სახ­სარ­ში. ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა ნელ ტემ­პში, ფრთხი­ლად უნ­და შე­ას­რუ­ლოთ. ივარ­ჯი­შეთ ყო­ველ­დღე, ან ექი­მის მი­თი­თე­ბით.
ამ ვარ­ჯი­შე­ბის უმე­ტე­სო­ბის შეს­რუ­ლე­ბა სპორ­ტდარ­ბაზ­ში არ­სე­ბულ ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ. თუ სახ­ლი­დან გას­ვლა არ გინ­დათ, რამ­დე­ნი­მე რკი­ნის ბურ­თუ­ლა (და­ახ­ლო­ე­ბით 450 გრ.) მო­ა­თავ­სეთ წინ­და­ში და და­ი­მაგ­რეთ კოჭ­ზე. შემ­დგომ­ში წო­ნის მო­სა­მა­ტებ­ლად და­ა­მა­ტეთ რკი­ნის ბურ­თუ­ლე­ბი.
ას­წი­ეთ სწო­რი ფე­ხი. და­წე­ქით ზურ­გზე (მა­გარ ზე­და­პირ­ზე). ერ­თი ფე­ხი მუხ­ლში მო­კე­ცეთ ისე, რომ ია­ტაკს არ მო­ა­ცი­ლოთ. ას­წი­ეთ ფე­ხი 20-25 სმ. სი­მაღ­ლე­ზე და გა­ა­ჩე­რეთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 6 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. ნე­ლა და­უშ­ვით ფე­ხი. შე­ის­ვე­ნეთ 6 წა­მი და იგი­ვე მე­ო­რე ფე­ხით გა­ი­მე­ო­რეთ. ვარ­ჯი­ში ათ-ათ­ჯერ გა­ი­მე­ო­რეთ.

დაწვრილებით



მუხ­ლის ტკი­ვი­ლი

მუხ­ლის ტკი­ვი­ლი,,სირ­ბი­ლის დროს თქვე­ნი მუხ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან სხე­უ­ლის მა­სა­ზე სამ­ჯერ მეტ დატ­ვირ­თვას~, ამ­ბობს ჯე­ნის ფელ­პსი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ანა­ჰე­ი­მის სპორ­ტსმე­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კლი­ნი­კა­ში.
ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი, მრბო­ლე­ლე­ბი და ის, ვინც ად­რე ინ­ტენ­სი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი აე­რო­ბი­კით, თა­ვის მუხ­ლებს სა­თა­ნა­დო ყუ­რად­ღე­ბას არ აქ­ცე­ვენ და ისეთ პი­რო­ბებს უქ­მნი­ან, რომ­ლის დროს მა­თი ტრავ­მი­რე­ბა ად­ვი­ლია.
,,სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დი­ან, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ავარ­ჯი­შონ თა­ვი­სი სხე­უ­ლი, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რონ ტრავ­მის შე­დე­გე­ბი~. ამ­ბობს ჯე­ნის ფემ­პსი.
გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ხერხს ტკი­ვი­ლის და რე­ცი­დი­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.
სირ­ბი­ლის­თვის სხვა­დას­ხვა მარ­შრუ­ტე­ბი აირ­ჩი­ეთ. ჩვე­უ­ლებ­რივ ქუ­ჩებ­ში და ტრო­ტუ­ა­რებ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ირე­ვა, ამი­ტომ სირ­ბი­ლის დროს სხვა­დას­ხვა სიგ­რძის ნა­ბი­ჯებს აკე­თებთ, ეს დის­ბა­ლანსს იწ­ვევს. ,,სირ­ბი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლით, თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ ამ დაბ­რკო­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, ამ­ბობს ფელ­პსი. მა­გა­ლი­თად, თუ ყო­ველ­თვის ჩრდი­ლო­ე­თის მი­ამ­რთუ­ლე­ბით დარ­ბი­ხართ და სამ­ხრე­თი­დან ბრუნ­დე­ბით, სხვა დროს სამ­ხრე­თით გა­ი­ქე­ცით და ჩრდი­ლო­ე­თი­დან დაბ­რუნ­დით~.

დაწვრილებით



ტკი­ვი­ლი წვი­ვის არე­ში

ტკი­ვი­ლი წვი­ვის არე­ში გა­მოწ­ვე­უ­ლია ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვით. უფ­რო ხში­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პე­რი­ოს­ტიტ­თან (ძვლი­საზ­რდე­ლას ან­თე­ბა). ტკი­ვი­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ ჩნდე­ბა ორ­კვი­რი­ა­ნი რიტ­მუ­ლი გან­მე­ო­რე­ბა­დი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის (აე­რო­ბი­კა, ან გრძელ დის­ტან­ცი­ა­ზე სირ­ბი­ლი) შემ­დეგ. ტკი­ვილს იწ­ვევს შეც­დო­მა ვარ­ჯი­შის დროს, მა­გა­ლი­თად, ინ­ტენ­სი­უ­რო­ბის, ან დის­ტან­ცი­ის გაზ­რდა, სარ­ბე­ნი სა­ფა­რის ან სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლის შეც­ვლა.
გა­ე­ცა­ნით ამ პრობ­ლე­მის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ხერ­ხებს.
და­ას­ვე­ნეთ ფე­ხე­ბი. წვი­ვის ტკი­ვი­ლის დროს დას­ვე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, რო­გორც კი ტკი­ვილს იგ­რძნობთ, ვარ­ჯი­ში შეწ­ყვი­ტეთ. ,,თუმ­ცა დას­ვე­ნე­ბა ლო­გინ­ში უსარ­გებ­ლოდ წო­ლას გუ­ლის­ხმობს, ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი უი­ლი­ამ ბრა­ი­ნე­რი. მე გირ­ჩევთ ,,ფარ­დო­ბით დას­ვე­ნე­ბას~. ანუ უნ­და მო­ე­რი­დოთ ისეთ მოძ­რა­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც ტკი­ვილს იწ­ვე­ვენ. ამის ნაც­ვლად რა­ი­მე სხვა გა­ა­კე­თეთ, მა­გა­ლი­თად, ვე­ლო­სი­პე­დით გა­ი­სე­ირ­ნეთ. თუ დახლს უკან დგა­ხართ, ჩა­მო­ჯე­ქით, რომ ფე­ხებ­ზე დატ­ვირ­თვა შე­ამ­ცი­როთ~.
ყუ­რი და­უგ­დეთ თქვენს ფე­ხებს. ერ­თი-ორი კვი­რის შემ­დეგ თან­და­თან შეძ­ლებთ სირ­ბილს და­უბ­რუნ­დეთ. ,,მაგ­რამ თუ კვლავ იგ­რძნობთ ტკი­ვილს, დატ­ვირ­თვა შე­ამ­ცი­რეთ~, გირ­ჩევთ ექი­მი ბრა­ი­ნე­რი.

დაწვრილებით



ვე­ნე­ბის ვა­რი­კო­ზუ­ლი გა­გა­ნი­ე­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა

ვე­ნე­ბის ვა­რი­კო­ზუ­ლი გა­გა­ნი­ე­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბავე­ნე­ბის ვა­რი­კო­ზუ­ლი გა­გა­ნი­ე­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ უჩი­ვი­ან ტკი­ვილს, დაღ­ლი­ლო­ბას, ტეხ­ვას და სიმ­ძი­მეს ფე­ხე­ბის არე­ში. ძი­რი­თა­დად ეს სიმ­პტო­მე­ბი თავს იჩე­ნენ სა­ღა­მო ხანს, ან მა­ღა­ზი­ებ­ში რამ­დენ­მე­სა­ა­თი­ა­ნი სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ. ზოგ­ჯერ აღი­ნიშ­ნე­ბა წვა კუნ­თში. საქ­მე იმა­შია, რომ კან­ქვე­შა ვე­ნე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სის­ხლის ნორ­მა­ლურ დე­ნას ფე­ხე­ბი­დან გუ­ლის­კენ, ან დარ­ღვე­უ­ლია ვე­ნე­ბის შიგ­ნით სარ­ქვე­ლის მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, ან სარ­ქვე­ლი ცუ­დად იხუ­რე­ბა და სისხლს ატა­რებს~, აღ­წერს სარ­ქვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ექი­მი ლენ­ქტო­ტი. ან სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლე­ბი გათ­ხელ­და და გა­ი­წე­ლა.
თუ თქვე­ნი სარ­ქვე­ლე­ბი ცუ­დად მუ­შა­ო­ბენ, სის­ხლძარ­ღვე­ბის კედ­ლე­ბი დათ­ხე­ლე­ბუ­ლია, ან ორი­ვე ეს სიმ­პტო­მი ერ­თად გაქვთ, სის­ხლი შე­დე­დე­ბას იწ­ყებს. ეს იწ­ვევს შე­შუ­პე­ბას და დის­კომ­ფორტს,
,,ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფე­ხებ­ში სის­ხლის წნე­ვას ზრდის, ამ­წვა­ვებს ტკი­ვილს, ამი­ტომ ფე­ხე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ღა­მოს გტკი­ვათ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ დიდ­ხანს მო­გი­წი­ათ ფეხ­ზე დგო­მა, ამ­ბობს ექი­მი ლენ­კო­ტი. ქა­ლებს თვი­უ­რის წინ ფე­ხე­ბი უფ­რო ძლი­ე­რად სტკი­ვათ ხოლ­მე~.

დაწვრილებით



ფე­ხის ტკი­ვი­ლი

ფე­ხის ტკი­ვი­ლიფე­ხის ტკი­ვი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ზოგ­ჯერ კი არა. თუმ­ცა ბევ­რი რა­მის კან­კუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად:
_ ერ­თი-ორი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­ხის თი­თე­ბის აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა მო­გიხ­სნით ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს;
_ ნა­ხევ­რა­სა­ა­თი­ა­ნი გა­სე­ირ­ნე­ბა და დას­ვე­ნე­ბა მო­გიხ­სნით ობ­ლი­ტე­რა­ცი­უ­ლი ენ­დარ­ტე­რი­ი­ტით გა­მოწ­ვე­ულ დის­კომ­ფორტს (ობ­ლი­ტე­რა­ცი­უ­ლი ენ­დარ­ტე­რი­ი­ტი არ­ტე­რი­ე­ბის (ძი­რი­თა­დად ფე­ხის) სა­ნა­თუ­რის შე­ვიწ­რო­ე­ბას­თან და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. სის­ხლის უკ­მა­რი­სო­ბა იწ­ვევს ტკი­ვილს სი­ა­რუ­ლის დროს, ქსო­ვი­ლე­ბის კვდო­მას, გან­გრე­ნას);
_ მა­სა­ჟი ნე­ბის­მი­ერ წა­მალ­ზე სწრა­ფად მო­გიხ­სნით კან­ჭის ტყუ­პი კუნ­თის კრუნ­ჩხვას.

და­ი­ვიწ­ყეთ კან­ჭის ტყუ­პი კუნ­თის კრუნ­ჩხვა

ამ­ბობთ, რომ კან­ჭის ტყუ­პი კუნ­თის კრუნ­ჩხვა გაქვთ ეს მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბაა. უე­ცა­რი, ძლი­ე­რი, უმი­ზე­ზო კან­ჭის ტყუ­პი კუნ­თის კრუნ­ჩხვა სხვა­დას­ხვა ასა­კის, სქე­სის და საქ­მი­ა­ნო­ბის ადა­მი­ანს (სპორ­ტსმე­ნი, მო­ლა­რე, ფეხ­მძი­მე ქა­ლი, ადა­მი­ნი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებს გარ­კვე­ულ წამ­ლებს, მა­გა­ლი­თად, დი­უ­რე­ტი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, ხან­დაზ­მულ ადა­მი­ანს) შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს.

დაწვრილებით



თა­ვის და კის­რის ტკი­ვი­ლი

კთა­ვის და კის­რის ტკი­ვი­ლიი­სერს ვერ ატ­რი­ა­ლებთ? გა­მუდ­მებთ კვნე­სით? ტკი­ვი­ლი კი­სერ­ში და თავ­ში, ტკა­ცუ­ნი თა­ვის მოტ­რი­ა­ლე­ბის დროს თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევთ?
თუ ამ კით­ხვებ­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი გაქვთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ვის და კის­რის ტკი­ვი­ლი გა­წუ­ხებთ.
სა­ბედ­ნე­ი­როდ, თუ დრო­უ­ლად ზო­მებს მი­ი­ღებთ, ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას შეძ­ლებთ. წა­ი­კით­ხეთ ეს თა­ვი და:
_ ერთ წუთ­ში გა­გივ­ლით კის­რის ტკი­ვი­ლი;
_ დღე­ში ერ­თი წუ­თი დაგ­ჭირ­დე­ბათ, რომ გა­ი­მაგ­როთ კის­რის კუნ­თე­ბი;
_ ერთ თვე­ში შეძ­ლებთ თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბის სიხ­ში­რის შემ­ცი­რე­ბას.
თა­ვის ტკი­ვი­ლი. არ­სე­ბობს თა­ვის ტკი­ვი­ლის სა­მი კა­ტე­გო­რია: ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვით, სის­ხლძარ­ღვე­ბით და და­ფა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით. ჩი­კა­გოს თა­ვის ტკი­ვი­ლის კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი სი­მურ დი­ა­მან­დი, ამ­ბობს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ს თა­ვის ტკი­ვი­ლი ეწ­ყე­ბა კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვის გა­მო. უფ­რო ნაკ­ლე­ბია სის­ხლძარ­ღვე­ბით გა­მო­ე­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი რო­გო­რი­ცაა, შა­კი­კი და ფა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი. ე.წ. შე­რე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის დროს აღი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც სის­ხლძარ­ღვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის ნიშ­ნე­ბი, ასე­ვე კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი.
თა­ვის ტკი­ვი­ლი და მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ხერ­ხე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია: რაც შვე­ლის ერთს, არ შვე­ლის მე­ო­რეს. ამი­ტომ შე­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი სიმ­პტო­მე­ბი და გან­საზ­ღვრეთ, რო­მე­ლი ტი­პის თა­ვის ტკი­ვი­ლი გაქვთ, შემ­დეგ შე­არ­ჩი­ეთ მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დი.

დაწვრილებით



ქუს­ლის ტკი­ვი­ლი

ქუს­ლის ტკი­ვი­ლი,,უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქუს­ლი გტკი­ვათ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ქუს­ლის დე­ზი გეზ­რდე­ბათ, ამ­ტკი­ცებს ექი­მი ლი­ვა­ი­ნი. დე­ზი გა­მაგ­რე­ბაა ტერ­ფის შიგ­ნით, გა­მოწ­ვე­უ­ლია კალ­ცი­უ­მის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდით".
რო­გორ უნ­და გა­ი­გოთ, რომ სწო­რედ დე­ზი გა­წუ­ხებთ? ამის­თვის ექიმს უნ­და მი­ამ­რთოთ. ,,მთა­ვა­რი ის არის, რას გრძნობთ გაღ­ვი­ძე­ბი­სას პირ­ველ წუ­თებ­ში, ამ­ბობს ექი­მი ელი­სი. თუ პირ­ვე­ლი და­ბი­ჯე­ბი­სას ძა­ლი­ან გტკი­ვათ, მე­რე და მე­რე კი ტკი­ვი­ლი მცირ­დე­ბა, დე­ზი გაქვთ~.
რა უნ­და გა­ა­კე­თოთ ამ შემ­თხვე­ვა­ში?
მი­ი­ღეთ ას­პი­რი­ნი ან აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი. ნე­ბის­მი­ე­რი ანალ­გე­რი­კი, რო­გო­რი­ცაა ას­პი­რი­ნი ან აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნი, ტკი­ვილს გა­გი­ყუ­ჩებთ.
და­ის­ვე­ნეთ. თუ ორი დღით მა­ინც შეძ­ლებთ მოძ­რა­ო­ბის შეზ­ღუდ­ვას, ეს საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რებს დე­ზის გარ­შე­მო ან­თე­ბას.

დაწვრილებით



დაღ­ლი­ლო­ბა

დაღ­ლი­ლო­ბათქვენ მუ­დამ დაღ­ლი­ლი ხართ, შე­საძ­ლოა, ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ქრო­ნი­კუ­ლად იმა­ზე ნაკ­ლე­ბი გძი­ნავთ, ვიდ­რე გჭირ­დე­ბათ. დაღ­ლი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბის, არას­წო­რი კვე­ბის ან წამ­ლებ­ზე ალერ­გი­ის შე­დე­გი. არ­სე­ბობს დაღ­ლი­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი, ამი­ტომ უნ­და ჩა­ა­ტა­როთ მცი­რე დე­ტექ­ტი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, თქვე­ნი დაღ­ლი­ლო­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად.
რო­გორც კი მი­ზეზს და­ად­გენთ, უნ­და მი­ი­ღოთ გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი დაღ­ლი­ლო­ბის და­საძ­ლე­ვად.
_ ცხოვ­რე­ბის წე­სის უმ­ნიშ­ვნე­ლო შეც­ვლით თქვენ შეძ­ლებთ დაძ­ლი­ოთ უძი­ლო­ბა.
_ ერ­თი და­რეკ­ვით თქვენ დაძ­ლევთ დაღ­ლი­ლო­ბის პო­ტენ­ცი­ურ, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნელ მი­ზეზს.
_ დას­ვე­ნე­ბის 15 წუ­თი გიხ­სნით დაღ­ლი­ლო­ბის­გან.
ხომ არ და­გე­ძი­ნათ? გა­და­ვი­დეთ დაღ­ლი­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სწრა­ფი მე­თო­დე­ბის გან­ხილ­ვა­ზე.

დაწვრილებით

წინა 1 2 შემდეგი

 
Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved გვერდი შეიქმნა 0.000009 წამში.