დაგვიმეგობრდით
|
დაგვიმეგობრდით
ტეგები ადამიანი, არტერიული, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გრიპის, დაავადებების, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვარჯიში, ვირუსის, თამბაქოს, კბილების, კვლევის, კიბოს, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფი, ნაყოფის, ორგანიზმში, ორსულობის, პატარა, პატარას, პროდუქტების, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სისხლის, ტერფის, ტვინის, ტკივილი, უჯრედების, ქალის, ძილის, წყალი, ჰორმონალური გამოკითხვა
ბმულები
|
|||||||||||||||||||||||||
|
|
ეს მტკივნეული... მენსტრუაცია
თქვენ ხალისიანი, წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით, ყოველთვის ყველაფერს ასწრებთ... მაგრამ, სამწუხაროდ თვეში ერთხელ თქვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი ირღვევა, შრომის უნარი გიქვეითდებათ და თავს შეუძლოდ გრძნობთ, გიპყრობთ დეპრესია და გტანჯავთ ტკივილები. მიზეზი- მენსტრუაციაა. ტკივილის ხანგრძლივობა და ინტენსივობა იდნივიდუალურია. ჩვეულებრივ ტკივილი მენსტრუაციამდე 1-2 დღით ადრე იწყება და ციკლის დაწყებიდან მეორე დღეს თავისით გადის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მენსტრუალური ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ამ დროს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებიც კი ვერ მოქმედებენ ეფექტურად. სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, რომელბიც სავარაუდოდ ამ არასასიამოვნო და მტკივნეულ შეგრძნებას იწვევენ.: 1. მტკივნეული მენსტრუაცია შესაძლოა განპირობებული იყოს საშვილოსნოს განსაკუთრებული აგებულებით ან მისი მომატებული მგრძნობელობით. მრავალი ქალბატონი აღნიშნავს, რომ მშობიარობის შემდეგ მენსტრუაცია უფრო ადვილად მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის გაფართოებასთან. საშვილოსნოს ყელი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება საშვილოსნოს შეკუმშვის მიმართ. ამრიგად, მენსტრუალური სისხლი შედარებით უმტკივნეულოდ გამოდის ორგანიზმიდან. 2. ტკივილები შეიძლება გამოწვეული მცირე მენჯის ინფექციური და ქრონიკული დაავადებებითაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება და სათანადო მკურნალობა. როგორ დავამარცხოთ მკერდის კიბო
სარძევე ჯირკვლის კიბო განაჩენი არ არის. იმ ქალების 94 %, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს, სრულიად იკურნებიან. როგორ დაძლიოთ ექიმთან ვიზიტის შიში თუ ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზეა? მთვარია, დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას. დღეს კი როცა საქართველოში არსებობს უამრავი უფასო კვლევითი ცენტრი, ამის პრობლემა აღარ არსებობს. ფსიქოლოგიური განწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ სენის დამარცხებაში. ონკოფსიქოლოგია -ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც იკვლევს ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას დაავადების გამოვლენისა და მისი მიმდინარეობის დროს. გთავაზობთ ონკოფსიქოლოგის რჩევებს: როგორ დაძლიოთ ექიმთან ვიზიტის შიში თუ ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზეა? ექიმთან წასვლის შიში გაცლით ყოველგვარ ძალას და გაკარგვინებთ ნორმალურად აზროვნების უნარს. უბრალოდ დაფიქრდით დაგვიანებული გამოკვლევების შედეგებზე. თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ თქვენი კი არა, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ბედნიერებაცაა. ამიტომ აუცილებელია გამოკვლევები ჩაიტაროთ, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი მამოგრაფია ყოველწლიური აუცილებელი პროცედურაა 35 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის. რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევა
„თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი პირველი მიზეზია. ის შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მიერ ერთად გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება და ამ დაავადებებისგან განსხვავებით, თამბაქოთი გამოწვეული დაავადებები სტაბილურად მატულობს. ჰომეოპათია – მომავლის მედიცინა
დღესდღეობით, პრინციპი “არ ავნო” ექიმებისათვის სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. გართულებული ეკოლოგიური მდგომარეობა, არასწორი კვება, სტრესი, ანტიბიოტიკების ფართო გამოყენება და სხვა მრავალი ფაქტორი ადამიანთა ჯანმრთელობაზე აისახება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჰომეოპათია ცდილობს ადამიანს საკუთარი ორგანიზმის სარეზერვო ძალების, პოტენციალის გამოყენებაში დაეხმაროს, რათა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს შიდა და გარე უარყოფით ფაქტორებს. ეს კი, პირველ რიგში, იმუნურ, ენდოკრინულ და ნერვულ სისტემაზეა დამოკიდებული, რომელიც მთელი ორგანიზმის მუშაობას არეგულირებს. სპეციალისტების ნაწილის აზრით, სწორედ ამას აკეთებს ახალი თაობის ჰომეოპათიური პრეპარატები, რაც მრავალი დაავადების ეფექტურ პროფილაქტიკას განსაზღვრავს. რა დაავადებებს იწვევს რადიაციული დაბინძურება?
ის ფაქტი, რომ, ავარიის შემდეგ, იაპონია მოსახლეობას იოდიზირებულ პრეპარატებს ურიგებს, ექსპერტმა შემდეგი მიზეზით ახსნა: “ფარისებრ ჯირკვალს იოდი ესაჭიროება და რათა გამოირიცხოს მის მიერ რადიოაქტიური ნივთიერებების შთანთქმა, რაც ძალიან საშიშია, საჭიროა მიღებულ იქნას იოდიზირებული პრეპარატები. ეს შეამცირებს სიმსივნეთა წარმოშობის რისკს.” ექსპერტის თქმითვე, რადიაციული დაბინძურება შემდეგი დაავადებების წარმოშობას იწვევს: ლეიკემიას, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს, ასევე კიბოს, რომლის გამოვლინების ვადა გაცილებით უფრო ხანგრძლივია და 10-15 წელზე ვრცელდება. მაგრამ ამ დაავადებების განვითარება ავტომატურად არ ხდება და, რადიაცული დაბინძურების შემთხვევაში, შესაძლოა, არც განვითარდეს - დააზუსტა მეცნიერმა. მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები
რეიტინგში წარმოდგენილი სახელმწიფოების მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, ეკოლოგიური და დემოგრაფიული პირობებია (ჰაერის დაბინძურების დონე მეგაპოლისებში, მოსახლეობისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის სისუფთავე, ტუბერკულოზის გავრცელების მასშტაბები, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკა და ასე შემდეგ). მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების სიაში, პირველი სამი ადგილი სკანდინავიის ქვეყნებმა დაიკავა. თუმცა, უცნაურია ის ფაქტი, რომ ლიდერთა სიაში ნორვეგია ვერ მოხვდა. “ფორბსის” რეიტინგი ასე გამოიყურება: სპეციალისტები მოსახლეობას H1N1 ვირუსისგან დაცვის რჩევებს აძლევენ
H1N1- ვირუსის შედეგად, დღეის მონაცემებით, 5 ადამიანია გარდაცვლილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ვირუსის ყველაზე დიდი ტალღა თებერვალსა და მარტშია მოსალოდნელი. ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა დაინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით დიდია. ეს პაციენტები სახლის პირობებში მკურნალობენ.სპეციალისტების რჩევით, მოსახლეობის იმ კატეგორიებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, უმჯობესია ნებისმიერი გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პოლიკლინიკებს მიმართონ. გრიპის ვირუსის საშიშროების გამო პირველადი ჯანდაცვის მომსახურება უფასო გახდა და ეს ინიციატივა იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს. თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა უბნების ანუ საცხოვრებელი ადგილების მიხედვით მოემსახურება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ნატა ავალიანის განცხადებით, ჯერ ვირუსის პიკი არ არის და მისი მატარებლების რაოდენობა დაახლოებით 2-3 კვირაში მოიმატებს, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია. გამოკითხვის თანახმად, რუსი ქალები აღმოსავლეთ ევროპაში სექსუალურად ყველაზე აქტიურები არიან
გამოკითხვის მიზანი მოსახლეობის სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარკვევა იყო. გამოკითხვის მონაწილეები სექსს საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევდნენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სექსისგან მიღებული კმაყოფილება მთლიანად, ცხოვრებით კმაყოფილებას უკავშირდება. "გამოკითხვამ "სექსუალური ჯანმრთელობა და საერთო მდგომარეობა" აჩვენა, რომ სექსუალური კმაყოფილება ბედნიერების შეგრძნების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ის საერთო თვითშეფასებასა და გუნება-განწყობას ამაღლებს", - განაცხადა ებრაელმა სპეციალისტმა არიკ შეხტერმა. შეიძლება თუ არა სამუშაომ გაგვასუქოს?
”ჩვენს დროში, 70-იან წლებთან შედარებით, ადამიანები უფრო სწორად იკვებებიან და მეტ დროს უთმობენ სპორტს, ამის მიუხედავად იზრდება ჭარბი წონის მქონე ადამიანების რიცხვი. ეს წინააღმდეგობა შეიძლება აიხსნას თანამედროვე ადამიანების საქმიანობის თავისებურებით”, - ამბობს კვლევის ავტორი Carl-Étienne Juneau. Carl-Étienne Juneau და მისმა კოლეგებმა გაანალიზეს კანადის სტატისტიკური მონაცემთა ბაზები, რომლებშიც ირიცხებოდა 17 000-დან 132 000-მდე რესპოდენტი. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 1978-დან 2004 წლამდე ჭარბი წონით და სიმსუქნით განპირობებული ავადობის 10%-ით ზრდა დაკავშირებულია სამსახურის დროს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობით. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანები ამ ბოლო დროს უფრო გონივრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ტრანსპორტის მიმართ. ”ურბანიზაცია იწვევს იმას, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებული მანქანაზე. ამავე დროს, ისინი ხშირად ამჯობინებენ ფეხით სიარულს ან ველოსიპედით გადაადგილებას”, ამბობს Juneau. მკვლევარები თვლიან, რომ უნდა ვებრძოლოთ მჯდომარე ცხოვრების წესს, შევიცვალოთ სპორტთან, სამუშაოსთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ჩვევები. ბევრად უფრო ეფექტურია, ჩავრთოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ფიზიკური დატვირთვა, ვიდრე დავიწყოთ ინტენსიური, სპორტული ვარჯიში, რომელსაც ექმნება არარეგულარული ხასიათი. მაგ. კარგია შესვენების დროს ფეხით გასეირნება ან კიბეებზე ლიფტის გარეშე, ფეხით ასვლა. მეცნიერებმა დაასახელეს 10 ყველაზე სახიფათო პროდუქტი
მოირჩინეთ ჩირქგროვა
თუ თქვენი იმუნური სისტემა ნორმალურად მუშაობს, ჩირქგროვის მოსარჩენად ორი კვირა დასჭირდება. ზოგიერთი ჩირქგროვის მოსარჩენად გაცილებით მეტი დროა საჭირო. ყველაზე სერიოზული ჩირქგროვები, რომელთა მორჩენა ძნელია, დუნდულებზე ჩნდება. ჩირქგროვა ჩნდება თმის ფოლიკულაზე წარმოქმნილი ბარქტერიული ინფექციის შედეგად. სისხლის თეთრი უჯრედები ამ ადგილისკენ მოემართებიან, რათა ინფექციას ებრძოლონ. გროვდება ჩირქი, რომელიც წარმოიქმნება კანის მკვდარი უჯრედებისა და ბაქტერიებისგან. როგორც კი ჩირქგროვა სკდება და ჩირქი გამოდის, კანი შეხორცებას იწყებს. აი რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ამ პროცესის დაჩქარებაში. გაიკეთეთ ინექცია. ,,სტეროიდების ხსნარის ინექცია ჩირქგოვაში ხელს შეუწყობს მის სწრაფ შეხორცებას~, ამბობს მედიცინის დოქტორი სტეფან შლეიჰერი. მკურნალობა ამბულატორიულად მიმდინარეობს. დაიდეთ ცხელი კომპრესი. ,,თუ მართლა გინდათ ჩირქგროვა მალე მორჩეს, დღეში 4-ჯერ, ოცი-ოცდაათი წუთით დაიდეთ ცხელი, სველი კომპრესი. სველი სითბო ხელს უწყობს სისხლის მოდენას ჩირქგროვის ადგილას, რაც აჩქარებს მომწიფებას~, ამბობს ექიმი შლეიჰერი. მოიცილეთ ლაზერით კაპილარული ჰემანგიომა
ახალი ლაზერი საუკეთესო საშუალებაა განსაკუთრებული სახის ხალის კაპილარული ჰემანგიომის, მოსაცილებლად. ასეთი ხალი მოწითალო, ან მუქი წითელი ლაქაა სახეზე, ან კისერზე. ეს გამოწვეულია სისხლძარღვების გადაჭარბებული რაოდენობით კანის ზედაპირთან ახლოს. შესაძლებელია სინათლის სხივის სიხშირის დარეგულირება იმ სიხშირეზე, რომელიც ყველაზე მეტად ეთანადება კონკრეტულ ხალს. როგორც კი სისხლძარღვები იწყებენ სინათლის შთანთქმას, ისინი ცხელდება და იშლება. პროცედურის შემდეგ ნაწიბური პრაქტიკულად არ რჩება. ლაზერული მოწყობილობის გაჩენამდე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ქირურგიული გზით ამგვარი ხალების მოცილება. არგონის ლაზერი პირველად გამოიყენეს ამ მიზნისთვის, მაგრამ პროცედურის შემდეგ საკმაოდ შესამჩნევი ნაწიბური რჩება. ახალი ლაზერი (რომელიც ხალის ფერზე იწყობა) საშუალებას იძლევა ლაქა მოიცილოთ რამდენიმე დღეში. თითქმის ყველა კაპილარული ჰემანგიომის მთლიანად მოცილება შეიძლება და მხოლოდ ზოგიერთის ნაწილობრივად. ეს პროცედურა ამბულატორიულად კეთდება პაციენტს არ სჭირდება საავადმყოფოში დაწოლა. ზრდასრული პაციენტები პრაქტიკულად არ განიცდიან ტკივილს. პროცედურის შემდეგ შეგრძნება მზის დამწვრობის შემდეგ შეგრძნებას გავს. |
|||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 - 2011 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | |||||||||||||||||||||||||