მედიკამენტები » Narkozi.Com - Medicine Portal


მედიკამენტები

ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ -

More info



შეიქმნა ახალი საძილე წამალი

ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც უმოგზაურია სხვადასხვა დროის სარტყელში მოქცეულ ქვეყნებში, კარგად არის ცნობილი, თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს დროში განსხვავება ორგანიზმის მდგომარეობაზე. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა მოხერხდა რუსეთის ეკოლოგიისა და ევოლუციის პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ.
ამ დაწესებულებაში შეიქმნა ძილის ჰორმონის – მელატონინის სინთეზური ანალოგი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება ორგანიზმის მიერ ჩვეულებრივ პირობებში. პრეპარატი წარმოდგენილია მცირე ზომის აბების სახით და ერთი ასეთი აბი საკმარისია იმისათვის, რომ დიდ მანძილზე გადაფრენის შემდეგ ორგანიზმი შეეგუოს უჩვეულო პირობებს სულ რაღაც ერთ ღამეში. მიღებული პრეპარატის დოზა მერყეობს იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება ადამიანი. კერძოდ, თუ თქვენ მიემგზავრებით დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, საკმარისია 0,1მგ პრეპარატის მიღება ძილის წინ და ნორმალური ძილი უზრუნველყოფილი იქნება. თუ დანიშნულების პუნქტს წარმოადგენს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანა, მაგალითად ინდოეთი, მაშინ დოზა გაიზრდება 0,2მგ-მდე.
ახლა უკვე ტურისტებს ეძლევათ საშუალება არამარტო დაათვალიერონ ესა თუ ის ქვეყანა, არამედ დატკბნენ ნორმალური ძილითაც.

More info