დაგვიმეგობრდით
|
დაგვიმეგობრდით
ტეგები ადამიანი, არტერიული, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გრიპის, დაავადებების, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვარჯიში, ვირუსის, თამბაქოს, კბილების, კვლევის, კიბოს, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფი, ნაყოფის, ორგანიზმში, ორსულობის, პატარა, პატარას, პროდუქტების, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სისხლის, ტერფის, ტვინის, ტკივილი, უჯრედების, ქალის, ძილის, წყალი, ჰორმონალური გამოკითხვა
ბმულები
|
|||||||||||||||||||||||||
|
|
შეიქმნა პორტატული “ხელოვნური თირკმელი”
ის ადამიანები, რომლებიც დაავადებულნი არიან თირკმლის უკმარისობით და იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ახლო მომავალში შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას. ამერიკულმა კომპანია Xcorcorporeal Inc. შეიმუშავა პორტატული “ხელოვნური თირკმელი”, რომელმაც გაიარა წარმატებული წინასწარი გამოცდა ადამიანებზე, იტყობინება ჟურნალი ლანცეტი.
დღესდღეობით პაციენტებს აერთებენ საავადმყოფოს სტაციონარულ აპარატთან, სახელწოდებით “ხელოვნური თირკმელი”. შედეგად ისინი ხდებიან საწოლზე მიჯაჭვულნი 4-12 საათის განმავლობაში, კვირაში 2-3 დღე. ჰემოდიალიზისთვის საჭირო ახალი აპარატი წარმოადგენს პორტატულ, თუმცა საკმაოდ მოზრდილ მოწყობილობას ელემენტებზე და გათვლილია 4-8 საათის მანძილზე უწყვეტად მუშაობაზე. კვლევის ხელმძღვანელმა, ენდრიუ დავენპორტმა და მისმა კოლეგებმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან ჩაატარეს ახალი აპარატის კლინიკური გამოცდა 8 პაციენტზე, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენდა 52 წელს. კვლევის ყველა მონაწილე საჭიროებდა ჰემოდიალიზის რეგულარულ პროცედურებს. კვლევა წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო თავად მონაწილეებმა ერთსულოვნად გაუწიეს რეკომენდაცია თირკმლის უკმარისობის მქონე სხვა პაციენტებს ჰემოდიალიზის ახალი აპარატით ჩატარებაზე. |
|||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 - 2011 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000018 წამში. | |||||||||||||||||||||||||