გამოკითხვა
| მოგწონთ საიტი? |
|
|
||||
![]() |
|||||
|
33-ე კვირა
ქალი
ახლა თქვენ ალბათ უკვე არჩევთ სხეულის რა ნაწილით გაწვებათ ბავშვი - მუხლებით თუ იდაყვებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ის ნაკლებად აქტირუია. შესაძლოა თქვენ იგრძნოთ მსუბუქი რიტმული რხევები საშვილოსნოს ღრუში. სავარაუდოდ ისინი გამოწვეულია იმით, რომ ნაყოფი ... ასლოკინებს! 32-ე კვირა
ქალი
საშვილოსნოს შეკუმშვები (ბრეკსტონ ჰიკსის გახსოვთ?) შესაძლოა უფრო გახშირდეს. როგორც წესი, ამ დროს ორსულები იწყებენ სერიოზულ ფიქრს მშობიარობაზე და პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება მას მოჰყვეს. ასეთ ფიქრებში თქვენ ეული არ ხართ. კითხვები ყველასათვის ტიპიურია: 31-ე კვირა
ქალი
თქვენი მუცელი იზრდება მოცულობაში, გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები მკერდისა და მენჯის არეში. ეს ბუნებრივია, რადგანაც მზარდი ნაყოფი სულ უფრო მეტ სივრცეს საჭიროებს. ზოგერთ ქალს უჩნდება მუდმივი გულძმარვის შეგრძნება (აქამდე ეს უფრო ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა). 30-ე კვირა
ქალი
სწორი პოზა დგომის, ჯდომის თუ სიარულის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დისკომფორტის შესამცირებლად. თქვენი სხეულის სიმძიმის ცენტრი კვლავ განაგრძობს გადანაცვლებას, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამას. საწოლიდან ადგომისას ჯერ გვერდზე გადაბრუნდით და ისე წამოდექით. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან მუცლის კუნთები ისედაც ძლიერ დაჭიმული და მოშვებულია მზარდი საშვილოსნოს გამო. 29-ე კვირა
ქალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესამე ტრიმესტრში! ვინაიდან ნაყოფი განაგრძობს ზრდას, თქვენი დისკომფორტიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან შინაგან ორგანოები ძალიან შევიწროებული არიან ორსული საშვილოსნოს მიერ. 28-ე კვირა
ქალი
ამ კვირიდან დაწყებული მეან-გინეკოლოგს ორჯერ უფრო ხშირად უნდა ეწვიოთ. სწორედ რომ დროა განიხილოთ მშობიარობის დეტალები სპეციალისტთან, სასარგებლო იქნება თუკი გაეცნობით ისეთ მომენტებს როგორიცაა გაუტკივარება, ეპიზიოტომია, სამშობიარო მოქმედების სტიმულაცია... ეს ის სიტუაციებია, რომლებშიც რეალურად შეიძლება აღმოჩნდეთ მშობიარობის დროს და თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ მათი დანიშნულება 27-ე კვირა
ქალი
ამ პერიოდში შესაძლოა დაიწყოთ წონაში სწრაფი მატება. ამის თაობაზე სხვადასხვა შეხედულებები არსებობს, მაგრამ საჭიროა იცოდეთ, რომ წონაში მატება (ნორმის ფარგლებში) საზიანო არაა. მასის ზრდა ასახავს ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჯანსაღ ცვლილებებს. პრაქტიკულად ყველა ორსულს აღენიშნება სარძევე ჯირკვლების ზრდა როგორც მოცულობაში ასევე წონაში. 26-ე კვირა
ქალი
თქვენი მონოპოლია დასრულებულია! ახლა პატარას მოძრაობის შეგრძნება ოჯახის სხვა წევრებსაც შეუძლიათ. პირველად აუცილებლად მომავალი მამიკო გაახარეთ (თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ). ახალი სირთულე - საწოლში ძილისა და დასვენებისათვის შესაფერისი პოზის შერჩევაა. ძნელია სულ მარცხენა (სხვათაშორის ეს სასარგებლოა) ან მარჯვენა გვერდზე წოლა! 25-ე კვირა
ქალი
როგორც წესი, ამ კვირაში თქვენ თავს ისევ კარგად გრძნობთ. მალე მოგიწევთ შეარჩიოთ საკუთარი მეან-გინეკოლოგი და პერიოდულად გაიაროთ მასთან კონსულტაცია. დროა იფიქროთ ახალშობილის ადგილზეც. მშობლების უმეტესობა პირველ თვეებს ბავშვთან ერთ ოთახში ატარებს. ეს ამარტივებს ღამის კვებას, საფენების გამოცვლას და ა.შ. ორსულობის დაგეგმვა
ფეხმძიმობის ნორმალური მიმდინარეობისთვის მზადება დასაწყისიდანვეა საჭირო. არსებობს რამდენიმე პირობა, რომელიც ზრდის ჩასახვის ალბათობას და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების მაქსიმალურ გარანტიას იძლევა. მზადება ჩასახვამდე 3 თვით ადრე უნდა დაიწყოს. რადგან პირველ კვირაში, როცა ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცით, ნაყოფი განსაკუთრებულად განიცდის არასასურველი ზემოქმედების გავლენას. ამ დროს სწორი კვება და ფიზიკური ფორმის შენარჩუნება უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურ განვითარებას მუცლად ყოფნის პერიოდში. უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სამსახურის უსაფრთხოება ფეხმძიმობისთვის, ასევე თუ გაქვთ ჩატარებული პროფილაქტიკური აცრები. ფეხმძიმობისთვის წინასწარი მომზადება რისკს მინიმუმამდე შეამცირებს და გართულებებსაც აგაცილებთ თავიდან. |
|||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000013 წამში. | ||||