დაგვიმეგობრდით
|
დაგვიმეგობრდით
ტეგები ადამიანი, არტერიული, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გრიპის, დაავადებების, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვარჯიში, ვირუსის, თამბაქოს, კბილების, კვლევის, კიბოს, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფი, ნაყოფის, ორგანიზმში, ორსულობის, პატარა, პატარას, პროდუქტების, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სისხლის, ტერფის, ტვინის, ტკივილი, უჯრედების, ქალის, ძილის, წყალი, ჰორმონალური გამოკითხვა
ბმულები
|
|||||||||||||||||||||||||
|
|
ვერტიკალური მშობიარობა - ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი?
უძველესი დროიდან აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ხალხებში მშობიარობის ტრადიციული პოზა იყოს მუხლებზე დადგომა. ხოლო გერმანიაში და ჰოლანდიაში ამისათვის იყენებდნენ სპეციალურ სკამს, რომელსაც ფეხების ჩამოსადები ჰქონდა და რომლის დასაჯდომიც ძალიან ჰგავდა ახლანდელ უნიტაზს. ინდოეთში კი ფიქრობდნენ, რომ ყველაზე მოსახერხებელი იყო, თუ ხეზე დაკიდებული იმშობიარებდნენ. თუმცაღა მედიცინა ერთ ადგილზე არ იდგა და ექიმებმა ნელ-ნელა დაიწყეს თავისი ცოდნის გამოყენება და თუ ძველები ფიქრობდნენ, რომ ეს პროცესი ბუნებრივი იყო და ჩარევას არ საჭიროებდა, ექიმები პირიქით, ფიქრობდნენ რომ საჭირო იყო მისი სრულყოფა. მე-40-ე კვირა
ქალი
თქვენი ორგანიზმი დიდი ხანია ემზადებოდა ამ მომენტისათვის და აი, ისიც დადგა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს თარიღი შეიძლება ზუსტი არ აღმოჩნდეს . სინამდვილეში ქალების მხოლოდ 4% აჩენს მშობიაორობის სავარაუდო დღეს. ორსულთა 96% მშობიარობს გამოთვლილ ვადამდე 1-2 კვირით ადრე 39-ე კვირა
ქალი
თქვენ უკვე საკმაოდ ზუსტად შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ხასიათი. მოდით განვიხილოთ მშობიარობის დასაწყისის ნიშნები. ნაყოფი სულ უფრო ღრმად ჩადის მენჯში და შასაბამისად დაბლა ჩამოდის საშვილოსნოს ფუძე. 38-ე კვირა
ქალი შესაძლებელია, ზოგჯერ გქონდეთ შეგრძნება, თითქოს დენი გაივლის მუცლის ქვედა ნაწილიდან ფეხებისაკენ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ნაყოფი ჩადის ღრმად თქვენს მენჯში და აწვება ნერვულ დაბოლოებებს. ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ მშობიარობის პროცესის გაცნობას. მოდით ახლა განვიხილოთ კიდევ ერთი საკითხი - ოჯახის წევრების (უფრო ხშირად მეუღლის) დასწრება მშობიარობაზე. 37-ე კვირა
ქალი
თქვენი ორსულობა უკვე მიუახლოვდა თავის დასასრულს. ახლა რომ დაიწყოს სამშობიარო მოქმედება, ექიმები აღარ ეცდებიან მის შეჩერებას. ეცადეთ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ სამშობიარო სახლზე, სადაც აპირებთ თქვენი პატარას გაჩენას. არის თუ არა დაშვებული მეუღლის ან სხვა ახლობლების დასწრება მშობიარობაზე და სხვ. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი მოდით ერთი-ორი სიტყვა ბავშვის ძუძუთი კვებაზე ვთქვათ. 36-ე კვირა
ქალი
დაწყებული ამ კვირიდან, თქვენს ექიმს კვირაში ერთხელ უნდა ეწვიოთ. უმეტეს შემთხვევაში, ამ დროისათვის ნაყოფი საშვილოსნოში თავით ქვემოთ არის მოთავსებული. თუმცა ზოგიერთი პატარა (საშუალოდ 4 ბავშვი 100-დან) მოთავსებულია მენჯით ქვემოთ. ასეთი მდებარეობისას შესაძლებელია წარმოიქმნას პრობლემები მშობიარობის დროს, თუმცა ეს არაა სავალდებულო. 35-ე კვირა
![]() ქალი თქვენი ორსულობა გრძელდება. შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული პრობლემები ძილთან დაკავშირებით. ეს გასაკვირი არც არის - ყოველ 45-60 წუთში ერთხელ საპირფარეშოში სიარული სულაც არ ქმნის წყნარი ძილის პირობას, რომ არაფერი ვთვქთ მუდმივ წელის ტკივლილზე. არსებობს აზრი, რომ "ბუნება გამზადებთ მომავალი უძილო ღამეებისათვის". უძილობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბავშვზე ნერვიულობამ, მშობიარობის მოლოდინმა და ა.შ 34-ე კვირა
ქალი
თქვენი სხეული განაგრძობს მზადებას მშობიარობისათვის. ზოგჯერ, შესაძლოა შენიშნოთ, რომ საშვილოსნოს კუმშვები განსხვავდებიან იმათგან, რომელთაც აქამდე გრძნობდით. მოდით მიმოვიხილოთ სამშობიარო პროცესის ძირითადი მომენტები. მშობიარობა სამი ძირითადი სტადიისაგან შედგება. 33-ე კვირა
ქალი
ახლა თქვენ ალბათ უკვე არჩევთ სხეულის რა ნაწილით გაწვებათ ბავშვი - მუხლებით თუ იდაყვებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ის ნაკლებად აქტირუია. შესაძლოა თქვენ იგრძნოთ მსუბუქი რიტმული რხევები საშვილოსნოს ღრუში. სავარაუდოდ ისინი გამოწვეულია იმით, რომ ნაყოფი ... ასლოკინებს! ყოველივე ეს კი ნერვიულობის საბაბი ნამდვილად არ არის. 32-ე კვირა
საშვილოსნოს შეკუმშვები (ბრეკსტონ ჰიკსის გახსოვთ?) შესაძლოა უფრო გახშირდეს. როგორც წესი, ამ დროს ორსულები იწყებენ სერიოზულ ფიქრს მშობიარობაზე და პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება მას მოჰყვეს. ასეთ ფიქრებში თქვენ ეული არ ხართ. კითხვები ყველასათვის ტიპიურია: როდის და როგორ უნდა მოხდეს სამშობიაროში ჰოსპიტალიზაცია? რა უნდა წავიღოთ თან? ვინ უნდა გახლდეთ ამ დროს? და რაც მთავარია (პირველად მშობიარეთათვის) - რამდენად მტკივნეულია ეს ყველაფერი? 31-ე კვირა
ქალი
თქვენი მუცელი იზრდება მოცულობაში, გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები მკერდისა და მენჯის არეში. ეს ბუნებრივია, რადგანაც მზარდი ნაყოფი სულ უფრო მეტ სივრცეს საჭიროებს. ზოგერთ ქალს უჩნდება მუდმივი გულძმარვის შეგრძნება (აქამდე ეს უფრო ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა). 30-ე კვირა
ქალი
სწორი პოზა დგომის, ჯდომის თუ სიარულის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დისკომფორტის შესამცირებლად. თქვენი სხეულის სიმძიმის ცენტრი კვლავ განაგრძობს გადანაცვლებას, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამას. საწოლიდან ადგომისას ჯერ გვერდზე გადაბრუნდით და ისე წამოდექით. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან მუცლის კუნთები ისედაც ძლიერ დაჭიმული და მოშვებულია მზარდი საშვილოსნოს გამო. |
|||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 - 2011 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000014 წამში. | |||||||||||||||||||||||||