სასარგებლო რჩევებ » Narkozi.Com - Medicine Portal


ცხიმოვანი მჟავები ალცჰეიმის დაავადებისთვის

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავის ტვინშიცხიმოვანი მჟავების დონის კონტროლი შესაძლებლობას იძლევა,შემცირდეს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ალბათობა. ჯერჯერობით მეცნიერების მიერ ექსპერიმენტი ჩატარდა მხოლოდ ლაბორატორიულ თაგვებზე, თუმცა არაერთგვაროვნად იქნა დამტკიცებული ცხოველებში ფსიქოლოგიურ ქცევას, მეხსიერებასა და მათი ტვინის აღნაგობის შორის დამოკიდებულება.

More info



ასპირინი არ იცავს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთა უმრავლესობაში, ასპირინის მიღება პროფილაქტიკური მიზნით ხელს არ უშლის ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას. ახალი კვლევის მონაცემების თანახმად, ასპირინი ეფექტურია მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ ინფარქტი ან ინსულტი, ხოლო დიაბეტის მქონე სხვა პაციენტებში ის ამ მხრივ ნაკლებად სასარგებლოა.
ასპირინი – იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა, თუმცა ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ეს მედიკამენტი ეფექტს იძლევა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადების მკვეთრად გამოხატული სიმპტომები.

More info



ხელოვნური ფრჩხილები ჯანმრთელობისთვის საშიშია

პარონიქია ფრჩხილის ნუნის ანთებაა. ბევრი ამ პათოლოგიას სერიოზულად არ თვლის, მაგრამ პარანოქიის არასწორად მკურნალობისას მან შეიძლება ქრონიკული მიმდინარეობა შეიძინოს და პაციენტს უსიამოვნებანი საკმაოდ მიაყენოს.
პარანოქიის მიზეზი, როგორც წესი, ფრჩხილის აქერცლილი ნუნაა ან კიდევ დაავადება მანიკურის გაკეთებისას ნუნის მოჭრის დროს ვითარდება.
მანიკურის პროცედურის დროს ინფექციის შეჭრის ალბათობა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს. ფრჩხილზე გადადის თხელი კანი, რომელსაც კუტიკულა ეწოდება. მანიკურის კეთებისას სწორედ ამ თხელ კანს ვიჭრით. დაზიანებულ კანში ინფექცია ადვილად შედის. აღმოცენდება სიწითლე, შეშუპება, ინტენსიური ტკივილი. დაქვეითებული იმუნიტეტის დროს ანთებითი პროცესი დაჩირქებამდე მიდის. ფრჩხილის ფირფიტის განაპირა მხარეს პათოლოგიური ჩირქოვანი გრანულაცია (ახალი, მარცლოვანი სახის ქსოვილი) იწყებს განვითარებას. თუ დაავადებას დროულად არ უმკურნალებთ, ანთება ქრონიკულ ფორმაში გადავა. ანთებითი პროცესი ზოგჯერ ფრჩხილის დეფორმაციას იწვევს. უფრო შორწასულის დროს ჩირქმა შეიძლება ძვლამდეც მიაღწიოს. პათოლოგიური ჩირქოვანი გრანულაციის დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
ინფექციის თავიდან ასაცილებლად მანიკური სუფთა ინსტრუმენტებით გაიკეთეთ.

More info



ორიგინალური დიეტები

ორიგინალური დიეტებიდიეტების დროს ყოველთვის დაიცავით ერთი წესი: «უკეთესია ცოტა, და უკეთესი». თუ გსურთ სასწრაფოდ ჩაეტიოთ ერთი ზომით პატარა კაბაში, ვიდრე ჩაიცვამთ ერთი-ორი კვირით დაიცავით ქვემოთ შემოთავაზებული რომელიმე დიეტა, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით ჯანმრთელ კვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე დაიბრუნებთ დაკარგულ კილოგრამებს, რის გამოც არა მარტო სხეული დაზიანდება, არამედ კანიც, ფრჩხილებიც, თმებიც. ხანდახან ეს ორი უკიდურესობა: შიმშილი – ნაყროვანება, უფრო მეტ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას, ვიდრე ზედმეტი კილოგრამები.
ნაკლებმარილიანი დიეტა

ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია და ხშირად ინიშნება ექიმების მიერ სიმსუქნის დროს. საკვების მომზადებისას საერთოდ ნუ ჩაყრით მარილს, ხოლო გემოს მისაცემად დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი უშუალოდ ჭამის წინ. ამასთან, მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-4 გრამს დღეში.

აუცილებელია საკვების რაოდენობის შემცირებაც, რომელსაც ერთ ჯერზე მიირთმევთ, მაგრამ გაზარდეთ კვების მიღების რაოდენობა 4-5-მდე დღეში. ზედმეტის ჭამა არ შეიძლება, ჭამის შემდეგ უნდა დარჩეს მსუბუქი შიმშილის შეგრძნება.

More info



ცოტა რამ ფიტოთერაპიის ისტორიიდან

ცოტა რამ ფიტოთერაპიის ისტორიიდანცოტა რამ ფიტოთერაპიის ისტორიიდან
მცენარეებით მკურნალობის ტრადიციას რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, იოლი მისახვედრია. სხვა, აბა, რითი უნდა დაეამებინათ ჭრილობები ან განეკურნათ სნეულებები, თუ არა ფოთლებითა და ყვავილებით?!

როგორც ისტორიულ ხელნაწერებში ვკითხულობთ, ჩვენი უძველესი (გონიერი!) წინაპრები პირველ ცდებს ერთმანეთზე ან, უფრო უარესი, საკუთარ თავზე კი არ ატარებდნენ, არამედ ცხოველებს აკვირდებოდნენ, რომლებიც ავადმყოფობისას ინტუიციით პოულობდნენ საჭირო მცენარეს.

ასე იყო თუ ისე, მცენარეებით მკურნალობას თანდათან ეყრებოდა საფუძველი და, სავარაუდოდ, ისტორიასაც დიდი ხნის წინათ ჩაბარდებოდა, მართლაც ეფექტური რომ არ იყოს.

საუკუნეების განმავლობაში ფიტოთერაპია ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქცა, მეტიც – მკურნალობის მეტად შედეგიან მეთოდად, რომელსაც წამყვანი ექიმები და მეცნიერები დღესაც პატივს სცემენ.

More info



რა ჭამოს ტვინმა?

რა ჭამოს ტვინმა? ის ჩვენი სხეულის მხოლოდ 2%-ს იწონის, მაგრამ ყოველდღიური რაციონის 20%-ს შთანთქავს. მასზეა დამოკიდებული ჩვენი ერუდიცია, კარგი მეხსიერება, საზრიანობა და იუმორის გრძნობა, მას (უფრო სწორად, მის არარსებობას) აბრალებენ ყველა ჩვენს მარცხსა თუ წარუმატებლობას. მას ტვინი ჰქვია და ტვინსაც კვება და ვარჯიში უსჭირდება. მაშ, რა ვაჭამოთ?

ნახშირწყლები
ტვინისთვის სამეფო კერძად ითვლება, მაგრამ საკონდიტროში ტორტის შესაძენად ახლავე ნუ გაიქცევით, რადგან ინტელექტუალური შრომის იარაღი უფრო მეტად ნედლ ნახშირწყლებს (მაკარონი, კარტოფილი, ოსპი) აფასებს, ვინაიდან ისინი მას ხანგრძლივად კვებავენ.

ცხიმები
მათ გარეშე ტვინს, უბრალოდ, მუშაობა არ შეუძლია. ადამიანის ტვინის 30% ცხიმებისაგან შედგება. საქმე ისაა, რომ ყოველი ნეირონი (თავის ტვინის უჯრედი) სპეციალურ ცხიმოვან გარსშია გახვეული, რისი წყალობითაც ნერვული იმპულსები ერთი უჯრედიდან მეორეს გადაეცემა. ტვინმა უცილებელი ინფომრაცია საიმედოდ რომ დაიმახსოვროს, ეს ცხიმი რაოდენობრივად და ხარისხობრივად მთელი ცხოვრება უცვლელი უნდა დარჩეს. ამიტომ რაციონში რეგულარულად უნდა ჩართოთ უჯერი ცხიმებით მდიდარი საკვები. განსაკუთრებით სასარგებლოა ლინოლევისა და არაქისის ცხიმმჟავები. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს მზესუმზირის, ზეითუნის, სიმინდის ზეთი და ასევე თევზის ქონი.

More info



ფრჩხილის სოკო

ფრჩხილის სოკონუ ივლით ფეხშიშველი საერთო საშხაპეში, სპორტ დარბაზების გასახდელებში ან საუნაში, აუცილებლად ჩაიცვით აბანოს ქოშები, რადგან არსებობს ფრჩხილის სოკოს საშიშროება.

ფრჩხილის სოკო არაფერში არ აგერევათ. ფრჩხილის ფირფიტა იცვლის ფერს, იგი ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს: მწვანე, თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი, ყავისფერი და შავი. ამ დროს ფირფიტა სქელდება, მასა და Fფრჩხილის ფუძეს შორის წარმოიქმნება სოკო. თუ დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას, სოკოს ზემოქმედების შედეგად ფრჩხილი შლას დაიწყებს. რაც უფრო გასქელედება დაზიანებული ფრჩხილი, მით რთული იქნება მისი მკურნალობა.
ფრჩხილის სოკოს წარმოშობის მიზეზები
ნეხეთქები და ნაფხანი კანზე, ფრჩხილის ტრამვა, მუდმივად ნესტიანი ფეხები.
ავადყოფობის არსებობა: შაქრის დიაბეტი, შიდსი, გასუქება, დაქვეითებული იმუნიტეტი.
ანტიბიოტიკების მიღება, ორალური კონტრაცეპტივები.

More info



ნამზეურის მწარე შედეგები

ნამზეურის მწარე შედეგებიდღეს მზეთუნახავი ქალიც კი ძნელად მოიძებნება, მამაკაცი ხომ ვის გაუგონია. რა დასამალია – ჩვენ გვიყვარს მზე. მისი სხივები კარგ განწყობაზეც გვაყენებს და გვალამაზებს კიდეც. სამწუხაროდ, ეს სიყვარული ორმხრივი არ გახლავთ. შორეული, მცხუნვარე ქალბატონი ზოგს მეტად ერჩის, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ ერჩის უკლებლივ ყველას. გამონაკლისი არც თქვენ ბრძანდებით, განსაკუთრებით – თუ ბუნებამ თეთრი და ფითქინა გაგაჩინათ. ნურც შავგრემნები ჩათვლით, თავი ქუდში გვაქვსო – საფრთხე თქვენც გემუქრებათ, თუმცა საგრძნობლად ნაკლები.

არ გეგონოთ, ზიანი მხოლოდ კანით შემოიფარგლება, თუმცა რაკი პირველი ბარიერია, თანაც – ამხელა ფართობის მქონე, რა გასაკვირია, რომ პირველ დარტყმას სწორედ ის იღებს. თანაც ამ ყბადაღებული ოზონის ხვრელის გამო ულტრაიისფერი გამოსხივება წლიდან წლამდე იმატებს. კანის კიბოს შემთხვევებმა ლამის ეპიდემიის მაჩვენებლებს მიაღწიოს.

მოგეხსენებათ, მზე ყველაფერს “სწორად მოეფინება”, ჰოდა, თითქოს რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მისთვის, ქალის კანი დახვდება თუ კაცისა... არადა, ჰქონია – მამაკაცებში კანის კიბო ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება.

More info



რატომ ვეწევით? (ნაწილი II)

რატომ ვეწევით? (ნაწილი II)თამბაქო – ეს ერთ–ერთი ლეგალურად გაყიდვადი პროდუქტია, რომელიც სწორად გამოყენებისას გარანტირებულ ზიანს აყენებს მის გამომყენებელ ადამიანს. საშუალო სტატისტიკური მწეველი 13–14 წლით ნაკლებს ცხოვრობს არამწეველზე. ყოველ ადამიანზე, რომელიც მოწევის გამო გარდაიცვალა, მოდის 20 მწეველი, რომელთაც სერიოზული დაავადებები აწუხებთ. ყოველი მოწეული სიგარეტი ცხოვრების ხანგრძლივობას 5 წუთითა და 30 წამით ამცირებს.

დედამიწაზე ეწევა 1,1 მილიარდი ადამიანი, რომელბიც შეადგენენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეექვსედ ნაწილს. იმ ადამიანების ნახევარი, რომლებიც რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა, კვდება იმავე მიზეზით: მსგავსი სიკვდილი დედამიწაზე ხდება ყოველ 8 წუთში(რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ეს მავნე ჩვევა კლავს დაახლ;ოებით 5 მილიონ ადამიანს). თუ მოწევის პოპულარობა იმავე ტემპით შენარჩუნდება მთელი 21 საუკუნის განმავლობაში, მაშინ ეს ჩვევა გახდება 1 მილიარდი ადამიანის სიკვდილის მიზეზი.

More info



რატომ ვეწევით? (ნაწილი I)

რატომ ვეწევით? (ნაწილი I)თამბაქოს სამი ათასწლეული

გთავაზობთ მოვლენათა ჩამონათვალს, რომელთაც პრეცენდენტული მნიშვნელობა აქვთ ადამიანისა და თამბაქოს ურთიერთობების ისტორიაში. ეს სია აპრიორი არასრულია და მასში არ შედის ფაქტორების რიგი, რომელთაც ჯერ–ჯერობით ახსნა არა აქვთ. მაგალითად, ფარაონ რამზეს მეორის მუმიის გამოკვლევამ აჩვენა, რომ იგი იყენებდა თამბაქოსა და კოკაინს – ამ ორივე პროდუქტს ამერიკული წარმოშობა აქვთ და არ იყვნენ ცნობილნი ძველ სამყაროში კოლუმბის მოგზაურობამდე.

დაახლოებით 1000 წელს ჩვენს ერამდე ინდიელებმა სცადეს გამოეყენებინათ თამბაქო – მას ღეჭავდნენ, ეწეოდნენ და შეყავდათ ოყნის მეშვეობით(დღემდე ამის მსგავსად იყენებენ თამბაქოს აგუარუას ტომის ინდიელები, რომლებიც პერუში სახლობენ).

600 – 1000 წელს ჩვენს ერამდე. მოწევის პირველი გამოსახულება. კერამიკის ფრაგმენტი შესაბამისი სურათით აღმოჩენილია მაიას ქალაქში – უაქსატუნში(ახ.გვატემალა)., რაც ნიშნავს, რომ აქ ეწეოდნენ.

More info