|
კალენდარი
პოპულარულები
ტეგები ადამიანი, ანთება, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვიტამინის, იმუნური, კანი, კვება, კვლევის, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფის, პატარა, პატარას, სათვალე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სინათლის, სისტემის, სისხლის, სქესობრივი, ტერფის, ტკივილი, ტკივილს, ფეხები, ფეხის, ქალებს, ქირურგიული, ღვიძლის, ყურის, ძილის, ხველა გამოკითხვა
ბმულები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასქესო ორგანოების ჰერპესი
არსებობს ჰერპესის მკურნალობის ეფექტური საშუალებები. აციკლოვირი (Aცყცლოვირ). ,,აციკლოვირი დღემდე რჩება ჰერპესის საწინააღმდეგო საუკეთერსო საშუალებად~, ამბობს ქეროლინ მებრი, რომელიც მუშაობს ჰერპესის მკურნალობის ცენტრში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს წამალი, რომელიც ეფექტურობით აციკლოვირს შეედრება. ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი სამი სახით გამოდის: ჩვეულებრივი კრემი, აბები და ინექციის სახით, რომელიც კეთდება დაავადების სერიოზულ შემთხვევებში. სქესობრივი მოშლილობა ქალებში
საშოს სიმშრალის დროს გამოიყენეთ გასაპოხი საშუალებები. ,,დაბერების ბუნებრივ პროცესში საშოს ლორწოვანი გარსი მშრალი ხდება~, _ ამბობს ექიმი შირინ ზუსმანი. ამის გამო სქესობრივი აქტი ძნელდება და მტკივნეულია. ექიმი ზუსმანი აცხადებს, რომ საშოს სიმშრალე სწრაფად იკურნება. ლუბრიკანტებს (გასაპოხი საშუალებები) შეუძლიათ სწრაფად აღმოფხვრან სიმშრალე. თქვენ შეგიძლიათ ასევე მიმართოთ ექიმს, რომელიც გამოგიწერთ სპეციალურ, ესტროგენის შემცველ კრემს საშოსთვის. ,,კრემი არა მარტო შველის სიმშრალეს, არამედ ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას~, _ ამბობს ექიმი ზუსმანი. ესაუბრეთ ამ საკითხზე თქვენს პარტნიორს
ბერგერები გთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობის აწყობაში იმპოტენციის პრობლემის გადაწყვეტისას. ისინი გირჩევენ იპოვოთ დრო, როდესაც ყველაზე მეტად ხართ მოდუნებული და ადგილი, სადაც შეგიძლიათ მარტონი დარჩეთ. ,,ყველაფერი თავიდან დაიწყეთ, _ ფიქრობენ ბერგერები, _ უთხარით პარტნიორს, რომ ძალიან აფასებთ მასთან ურთიერთობას~. ამის შემდეგ დასვით კითხვები და ყურადღებით მოისმინეთ პასუხები. დაინტერესდით იმპოტენცია თქვენდამი გრძნობების შეცვლით ხომ არ არის გამოწვეული. დაინტერესდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ. და ბოლოს, დასახეთ ერთად მოქმედების გეგმა. თუ ერთად იმოქმედებთ, დაგეზოგებათ დრო, ენერგია და ფული. ბერგერები ამტკიცებენ, რომ კარგი მოსაუბრეები შესანიშნავი საყვარლები ხდებიან. იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
ზოგიერთი მამაკაცისთვის გამოსავალი შეიძლება გახდეს პროთეზის იმპლანტაცია ქირურგიული გზით. მკურნალობის ახალი და სწრაფი მეთოდების წყალობით მექანიკურ ერექციას იშვიათად მიმართავენ, ეს ხდება მხოლოდ ფიზიოლოგიური იმპოტენციის ძალიან სერიოზულ შემთხვევებში. ,,იმპოტენციის მკურნალობის მედიკამენტური მეთოდების არსებობისას, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ძალიან იშვიათად ინიშნება პროთეზის იმპლანტაცია, ამბობს ბრაუნის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჯექიუს სასეტი. არსებობს რამდენიმე სხვა ეფექტური მკურნალობის ხერხი, რომელიც არა მარტო ნაკლებ ინვაზიურია, არამედ გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება. სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესება
ეს ასე არ არის. არის რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ჩვეულებრივ, თქვენ და თქვენი პარტნიორი მიდიხართ რესტორანში სავახშმოდ, შემდეგ მთელი ღამე ცეკვავთ და ამის შემდეგ, მცდელობის მიუხედავად, საწოლში მხოლოდ დაძინების თავი გაქვთ. თქვენ გინდოდათ მთელი ღამე ალერსში გაგეტარებინათ, მაგრამ როდესაც საქმე საწოლამდე მიდის, ორივე დაღლილობას გრძნობთ და გახდის თავიც აღარ გაქვთ. სექსი პირველ ადგილზე დააყენეთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი სექსი, ის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ და არა სიის ბოლოში. ძილის წინ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას ხომ არ იწყებთ? რა თქმა უნდა, არა. ,,სქესობრივი აქტი იმ დროისთვის უნდა დაგეგმოთ, როდესაც ენერგიული ხართ. უქმეების დილა საუკეთესო დროა, ან სადილის შემდეგ, ან საღამოს~, გირჩევთ ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაქულტეტის ფსიქიატრიის ადიუტანტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი საულ როზენტალი. დანიშნეთ დღე. რადგან ინტიმური ურთიერთობა სიის თავში გადაიტანეთ, დანიშნეთ შესაბამისი დღეც. ლოდინი გაგიძლიერებთ სურვილს. უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
საავადმყოფოში, სადაც უაისოტი მუშაობს, წინასწარი გამოკვლევა სამი-ოთხი თვის მანძილზე გრძელდება და იწყება მარტივი, არაინვაზიური პროცედურებით ქალის რექტალური ტემპერატურის გრაფიკის შედგენა და მამაკაცის თესლის ანალიზი. არსებობს უფრო მარტივი და სხწრაფი ხერხები? რა თქმა უნდა, არსებობს და ექიმი უაისოტი, მედიცინის დოქტორ დეივიდ მელდრუმთან ერთად, რამდენიმე ტესტს გთავაზობთ. სექსუალური მოშლილობები
,,თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, მაგალითად, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გადმონთხევა), ან სქესობრივად ვერ იღგზნებით, შეეცადეთ დროულად გადაჭრათ იგი~, _ გირჩევთ ექიმი შირლი ზუსმანი, თერაპევტი, რომელიც დაკავებულია სქესის პრობლემებით ნიუ-იორკ სითიში. _ დღესდღეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მრავალმხრივი დახმარება და გადაჭრათ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემა~. _ ხუთწამიანი ვარჯიში მისცემს საშუალებას ქალებს განიცადონ უფრო ძლიერი ორგაზმი, ხოლო მამაკაცებს ჰქონდეთ უფრო ძლიერი ერექცია. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000008 წამში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||