იტვირთება. გთხოვთ, მოიცადოთ...





კატეგორიები
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
გენეტიკა
გინეკოლოგია
დიეტოლოგია
ენდოკრინოლოგია
ესთეტიკური მედიცინა
ვეტერინარია
ძვალ-სახსროვანი და კან-კუნთოვანი სისტემა
ნარკოლოგია
ოფთალმოლოგია
ონკოლოგია
პედიატრია
პირველადი დახმარება
სექსოლოგია
სტომატოლოგია
ტრავმატოლოგია
უროლოგია
ფარმაკოლოგია
ფსიქიატრია
ფსიქოლოგია
ქირურგია
დაავადებები
ალკოჰოლიზმი
ანგიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
თვალი
ინფექციური სნეულებები
კარდიოლოგია
მამაკაცის დაავადებები
ნევროპათოლოგია
ნეფროლოგია
პარაზიტოლოგია
პროქტოლოგია
სექსოლოგია
ტოქსიკოლოგია
ყელი, ყური, ცხვირი
ჰემატოლოგია

კალენდარი

«    მარტი 2010    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

პოპულარულები

» სექსუალური მოშლილობები
» სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა
» უშვილობის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
» იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი
» საშ­ვი­ლოს­ნო­დან სის­ხლდე­ნა
» პათოლოგიური კლიმაქსი
» კლიმაქსი
» მას­ტო­პა­თია
» მენსტრუაცია
» ჩასახვის საწინაღმდეგო საშუალებები

ტეგები

ადამიანი, ან­თე­ბა, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გუ­ლის, და­ა­ვა­დე­ბის, დაავადება, დაავადების, დიეტა, ექი­მი, ვარ­ჯი­ში, ვი­ტა­მი­ნის, თა­ვის, იმუ­ნუ­რი, კვე­ბის, კვება, კვლევის, მშობიარობის, ნაყოფის, ნერვული, პატარას, პრე­პა­რა­ტე­ბი, სა­თეს­ლე, სათ­ვა­ლე, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სი­ნათ­ლის, სის­ტე­მის, სისხლის, ტერ­ფის, ტკი­ვი­ლი, ფე­ხე­ბი, ქი­რურ­გი­უ­ლი, ღვიძლის, ყუ­რის, ჭიქა, ჯირ­კვლის

ყველა ტეგის ჩვენება

გამოკითხვა

რომელ აფთიაქში ყიდულობთ მედიკამენტებს?

ავერსი
პსპ
წითელი ა
ჯიპისი

ბმულები

Targmne.com Qartvelo.net
Starlinks.ge GeoTourism.ge
Fonts.ge Enews.ge
Mus.ge Answers.ge
Business Conference REALITY.ge


რეკლამა

Lady.ge


სტატისტიკა



top.myinternet.ge Page Ranking Tool


  • მთავარი გვერდი
  • პარტნიორები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • სიახლის დამატება
  • შეკითხვა ექიმს
  • ფორუმი

  • აფთიაქები
  • ბავშვები
  • დაავადებები
  • სამკურნალო რეცეპტები
  • ექიმები
  • ორსულთა კლუბი
  • ოპერაციები
  • ოჯახის ექიმი
  • სამედიცინო ბმულები
  • სამედიცინო წიგნები
  • სამედიცინო ცენტრები
  • სამკურნალო მცენარეები
  • სასწრაფო დახმარება
  • სტომატოლოგია
  • ფიტნესი - სპორტი
  • ჯანსაღი კვება
სამკურნალო მცენარეები დაავადებები გინეკოლოგია ფსიქოლოგია სტომატოლოგია სტატიები
loading...
loading...
loading...
loading...

Narkozi.com » სტომატოლოგია


კბილების ჰიპერმგრძნობელობა

კბილების ჰიპერმგრძნობელობაკბილების ჰიპერმგრძნობელობა ხასიათდება ხანმოკლე ტკივილით, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ქიმიური, თერმული, ტაქტილური ან ოსმოსური გაღიზიანების შედეგად.
პაროდონტალური მკურნალობის დაწყებიდან პირველ კვირებში კბილების სენსიბილიზაციის ნიშნები აღწევს მაქსიმუმს და შემდეგ ნელნელა კლებუ-
-ლობს.
კბილის ტკივილი, რასაც პაციენტი აღიქვამს გადაეცემა დენტინის ღია მილაკების საშუალებით და იზრდება კბილთა შორისი ნერვების აღზნე-
-ბადობა.
კბილების აწეიული მგრძნობელობის სამკურნალოდ 2 ძალიან კონკრეტული მოქმედებაა მოწოდებული:

დენტინის მილაკები დახურვა და მილაკებში სითხის მოძრაობის ბლოკირება – რაც შემდეგნაირად შეიძლება განხორციელდეს:
მილაკთაშორისი უხსნადი მარილების დალექვით
ცილების კოაგულაციით მომწამლავი ნივთიერებებით ან სითბოთი
მექანიკური ობსტრუქციით, ადჰეზივის ან სხვა საშუალებების გაოყენებით.
მესამეული დენტინის წარმოქმნით

დაწვრილებით



ჯანმრთელი კბილები - ჯანმრთელი ორგანიზმი

ჯანმრთელი კბილები - ჯანმრთელი ორგანიზმითუ თავი აგტკივდათ, მუცელმა შეგაწუხათ ან ცუდ ხასიათზე ხართ - შესაძლოა მიზეზი პირის ღრუში იყოს. კარიესი, არასწორი თანკბილვა, ნებისმიერი ანთებითი პროცესი პირის ღრუში - აისახება ნერვულ ქსოვილზე.

შესაძლოა წლობით ატაროთ ორგანიზმში ანთების კერა, მიეჩვიოთ ცუდ სუნს პირის ღრუდან, მუდმივ დისკომფორტის შეგრძნებას, ებრძოლოთ ტკივილს შინაური მეთოდებით. მაგრამ შეიძლება ყოველივე ამისგან განთავასუფლდეთ სტომატოლოგთან ვიზიტის დახმარებით.

სტომატოლოგის არ უნდა გეშინოდეთ!

სტომატოლოგთან ვიზიტის შიში თითქმის ყოველთვის უკავშირდება ბავშვობის ცუდ მოგონებებს. ადრე ხომ სტომატოლოგების უმრავლესობას არ ჰქონდა საშუალება თავიან აეცილებინა თქვენთვის ტკივლის შეგრძნება მანიპულაციებისას. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა! საბედნიეროდ, არსებობს თანამედროვე ტექნიკა, ახალი მედიკამენტებიც და გამოცდილი სპეციალისტებიც.

დაწვრილებით



ცოტა რამ ორთოდონტიული მკურნალობის შესახებ

ცოტა რამ ორთოდონტიული მკურნალობის შესახებყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა.
ორთოდონტიულ მკურნალობას ექვემდებარება როგორც თანკბილვის, ისე კბილთა დგომის ანომალიები. ამ პათოლოგიების მიზეზი შეძლება მრავალი იყოს: ორსულის მიერ გადატანილი დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, მავნე ჩვევები.
პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჰყვება არასწორ თანკბილვას საკმაოდ სერიოზულია. გარდა ესთეტიური არასრულფასოვნებისა, დარღვეულია კბილების უმთავრესი - ღეჭვითი ფუნქცია, რასაც მოჰყვება მთლიანად საღეჭი აპარატის - კუნთებისა და ქვედა ყბის სახსრის ფუნქციის დარღვევა, ასევე კბილების პათოლოგიური ცვეთა. ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა იწვევს საკვების გადამუშავებისნ დარღვევას და შესაბამისად ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა.

დაწვრილებით



ღრძილების მკურნალობა - ხსნა კბილებისათვის

ღრძილების მკურნალობა - ხსნა კბილებისათვისპაროდონტის დაავადებები დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის. დასაწყისისთვის, კარგი იქნება განვმარტოთ რა არის პაროდონტი - ესაა კბილის ირგვლივი ქსოვილების კომპლექსი.

ისევე როგორც ყველა დაავადებას, პაროდონტის დაავადებებსაც აქვს გარკვეული სიმპტომები. ერთერთი პირველია სისხლდენა კბილების ხეხვის დროს. და აქ უმრავლესობა უშვებს დიდი შეცდომას: იწყებენ უფრო დაზოგვით ხეხვას, იყენებენ უფრო რბილ ჯაგრისებს, ამოკლებენ ხეხვის ხანგრძლივობას, თითქოს ეშინიათ სისხლისგან არ დაიცალონ. ამით კი უფრო მეტად ამძიმებენ მდგომარეობას. უკვე არსებული ნადები არ იწმინდება, არამედ კბილის ზედაპირზე იშლება, ემატება ახალი “პარტია” ბაქტერიების და პაროდონტის დაავადებაც ორმაგად სწრაფად იწყებს განვითარებას.

შემდეგ ჩნდება სხვა სიმპტომებიც: ღრძილების შეშუპება და სიწითლე, ქვების გაჩენა (ღრძილზედა და ღრძილქვედა). შემდეგ ჩნდება ის სიმპტომი, რომლის გამოც ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტენ ხოლმე ექიმთან ვიზიტს. ესაა უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ზოგჯერ ცდილობენ თვითონ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას, იყენებენ სხვადასხვა საღეჭ რეზინს, სპრეის და სავლებებს. დარწმუნებული ვარ ბევრს არ მიუღია სასურველი შედეგი. ეს იმიტომ, რომ ყველა ეს მეთოდი არ აშორებს მთავარ მიზეზს.

დაწვრილებით



ჯან­მრთე­ლი კბი­ლე­ბი

ჯან­მრთე­ლი კბი­ლე­ბიმხო­ლოდ ერ­თი კა­რი­ე­სუ­ლი ღრმუ­ლის ყრუ ტკი­ვი­ლი სა­ში­ნელ დის­კომ­ფორტს ქმნის პი­რის ღრუ­ში და ყუ­რებ­ზეც კი ვრცელ­დე­ბა. პი­რის ღრუს უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ა­ვა­დე­ბაც კი სა­ში­ნელ ტკი­ვილს იწ­ვევს. აგ­ტკივ­დათ ე.ი. დროა მი­ხე­დოთ კბილს ან ღრძი­ლე­ბის ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბას. შე­საძ­ლოა, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რეთ სტო­მა­ტო­ლოგ­თან. ალ­ბათ ეს სა­ა­თე­ბი წლე­ბად მო­გეჩ­ვე­ნათ. არის კი რა­ი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა ტკი­ვი­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ნაკ­ლე­ბი პლომ­ბის გა­სა­კე­თებ­ლად და ყო­ველ­გვა­რი ბურ­ღვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად? რა თაქმს უნ­და, არის. რო­გორც კი აგ­ტკივ­დე­ბათ, რე­ა­გი­რე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და მო­ახ­დი­ნოთ. კი­დევ უფ­რო უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ კბი­ლის ტკი­ვილს თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ. ეს საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი და სწრა­ფი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია.
_ კბი­ლე­ბის საწ­მენ­დი ძა­ფის სა­შუ­ა­ლე­ბით ერთ წუთ­ში შეძ­ლებთ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ კბი­ლე­ბის და ღრძი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.
_ ხე­ლის გარ­კვე­ულ წერ­ტილ­ზე ერ­თი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ყი­ნუ­ლით ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შეძ­ლებთ შე­ამ­ცი­როთ კბი­ლის ტკი­ვი­ლი.
_ თხუთ­მე­ტი წუ­თი და სა­ღე­ჭი რე­ზი­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ამ­ცი­როთ კბი­ლებ­ზე ქვე­ბის წარ­მოქ­მნის რის­კი.

დაწვრილებით



ბრძო­ლა ბრუქ­სიზ­მთან

ბრძო­ლა ბრუქ­სიზ­მთანბრუქ­სიზ­მი ძილ­ში კბი­ლე­ბის ღრჭი­ა­ლი ქრო­ნი­კუ­ლი ჩვე­ვაა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს დი­დი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მი­ზე­ზი.
,,თუ გაღ­ვი­ძე­ბი­სას თავს დაღ­ლი­ლად გრძნობთ, თა­ვი და ყბე­ბის კუნ­თე­ბი გტკი­ვათ, ე.ი. სიზ­მარ­ში კბი­ლებს აღ­რჭი­ა­ლებ­დით~, ამ­ბობს სა­მე­დი­ცი­ნო სტო­მა­ტო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი ჯონ ბრა­უ­ნი.
სხვა სიმ­პტო­მე­ბი: მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა ცი­ვი და ცხე­ლი კერ­ძე­ბის და სას­მე­ლე­ბის მი­მართ, ტკი­ვი­ლი ღეჭ­ვის დროს, დაფ­შვნი­ლი პლომ­ბე­ბი. თქვენს მე­უღ­ლეს კი ნამ­დვი­ლად და­უფ­რთხა ძი­ლი, რო­დე­საც გა­ი­გო­ნა, რო­გორ გა­მოს­ცემ­დით კა­რე­ბის ღრჭი­ა­ლის ხმებს.
ბრუქ­სიზ­მი ჩნდე­ბა, რო­დე­საც პი­რის და­ხურ­ვი­სას კბი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს კარ­გად არ ეხე­ბა. ,,ზოგ­ჯერ სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი იწ­ვე­ვენ ბრუქ­სიზ­მის შემ­თხვე­ვით მი­ზე­ზებს, ამ­ბობს ექი­მი ბრა­უ­ნი, ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც პლომ­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია~. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში თქვე­ნი კუნ­თე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­მო­ას­წო­რონ მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­მა­ტე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა ან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ბრუქ­სიზ­მის მი­ზე­ზი.

ექი­მი ბრა­უ­ნი ამ­ბობს, რომ თუ თქვე­ნი კბი­ლე­ბის ზე­და­პი­რი რბი­ლია, ბრუქ­სიზმს შე­უძ­ლია და­შა­ლოს კბი­ლის ემა­ლი. თუ მა­გა­რი კბი­ლე­ბი გაქვთ, ბრუქ­სიზ­მი ნა­წი­ლე­ბად და­ამ­სხვრევს კბი­ლებს. ყვე­ლა­ზე უა­რე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­ფეთ­ქლი­სა და ქვე­და ყბის არის და­ა­ვა­დე­ბაა.

დაწვრილებით



კბი­ლის პრო­თე­ზე­ბი

კბი­ლის პრო­თე­ზე­ბიმით­ხა­რით ვი­სია ეს კბი­ლის პრო­თე­ზე­ბი? ნუ­თუ ჩე­მია? რა­ღაც არ გავს. გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ახა­ლი კბი­ლის პრო­ტე­ზე­ბი მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია. იმის ნაც­ვლად, რომ ექიმ­თად წახ­ვი­დეთ, შე­ე­ცა­დეთ რო­გორ­მე მო­ერ­გოთ მათ. ვფიქ­რობთ, ორი კვი­რა ამის­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.
ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დე­გაც გა­მო­გად­გე­ბათ ეს სწრა­ფი და მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით შე­ეჩ­ვე­ვით ხე­ლოვ­ნურ კბი­ლებს.
,,მი­ი­წე­ბეთ~ კბი­ლე­ბი ღრძი­ლებ­ზე. რბი­ლი პას­ტა შემ­კვრე­ლი ეფექ­ტით, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი კბი­ლე­ბის­თვის, ,,მი­ა­წე­ბებს~ თქვენს ახალ კბი­ლებს ღრძი­ლებ­ზე. რო­გორც კი შე­ეჩ­ვე­ვით ახალ კბი­ლებს, ამ პას­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც აღარ იქ­ნე­ბა.
თუ პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც გაქვთ, მი­მარ­თეთ ექიმს.
რა მო­ვუ­ხერ­ხოთ ნერწყვს. თქვენ­მა ახალ­მა კბი­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ნერ­წყვდე­ნა ეს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩი­ვი­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი კბი­ლე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს შო­რის, რად­გან არ­სე­ბობს რეფ­ლექ­სი: თუ რა­ი­მე ხვდე­ბა პი­რის ღრუ­ში, ის უნ­და შე­ი­ჭა­მოს.

დაწვრილებით



სტო­მა­ტი­ტის სწრა­ფი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა

თქვენ და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ თქვე­ნი საქ­მით და უცებ გრძნობთ ტკი­ვილს ენა­ზე, ან ტუ­ჩის მე­ო­რე ში­და მხა­რეს ეს პა­ტა­რა წი­თე­ლი წყლუ­ლია, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში გა­და­იქ­ცე­ვა მტკი­ვან, წი­თე­ლარ­ში­ა­შე­მოვ­ლე­ბულ თეთრ წყლუ­ლად, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს ტკი­ვილს ჭა­მის, კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვის დროს. ეს წყლუ­ლო­ვა­ნი ან­თე­ბა და სიმ­სივ­ნეა.
პი­რის ღრუ­ში წყლუ­ლე­ბი ჩნდე­ბა ენის, ან ლო­ყის, ლორ­წო­ვან გარ­სზე. ზუს­ტად არა­ვინ არ იცის რა არის მა­თი წარ­მოქ­მნის მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თია. შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს მა­შინ, რო­დე­საც მო­იკ­ვნეტთ ენას ან ლო­ყას, უხე­ში ჯაგ­რი­სით ან მა­გა­რი საკ­ვე­ბით და­ი­ზი­ა­ნებთ ლორ­წო­ვან ზე­და­პირს და შექ­მნით წყლუ­ლის გა­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ზოგ­ჯერ წყლუ­ლი ჩნდე­ბა სტრე­სის, ცი­ე­ბის ან გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ.
ექი­მი პე­ის­ტი ფიქ­რობს, რომ არ არ­სე­ბობს რა­ი­მე წა­მა­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და­აჩ­ქა­რებს. ,,ჩვე­უ­ლებ­რივ, პა­ცი­ენ­ტებს ვე­უბ­ნე­ბი, რომ თუ ამ და­ა­ვა­დე­ბას ვუმ­კურ­ნა­ლებ, ორ კვი­რა­ში გა­ივ­ლის, თუ არა და თოთ­ხმეტ დღე­ში~, ამ­ბობს ის. ზოგ­ჯერ ტკი­ვი­ლი იმ­დე­ნად აუ­ტა­ნე­ლია, რომ გგო­ნი­ათ, არა­სო­დეს გა­გივ­ლით უნ­და მო­ით­მი­ნოთ. რაც უფ­რო მო­გე­მა­ტე­ბათ ასა­კი, მით ნაკ­ლე­ბად შე­გა­წუ­ხებთ ეს უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა. მა­ნამ­დე კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცით ავად­მყო­ფო­ბას ჩვე­უ­ლი წე­სით გან­ვი­თარ­დეს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ტკი­ვი­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა.

დაწვრილებით



კბი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

კბი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბითსტო­მა­ტო­ლო­გის კა­ბი­ნეტ­ში ანეს­თე­ზია არ დაგ­ჭირ­დე­ბათ და ტკი­ვილ­საც არ იგ­რძნობთ, თუ თქვე­ნი ექი­მი ლა­ზე­რულ სხივს იყე­ნებს. ეს მე­თო­დი ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის მი­სა­ღე­ბია, ის არა მარ­ტო სწრა­ფად გა­გი­ყუ­ჩებთ ტკი­ვილს, არა­მედ ნაკ­ლებ მტკივ­ნე­უ­ლი­ცაა. ლა­ზე­რი უფ­რო ზუს­ტია, უფ­რო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი, ვიდ­რე კბი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ხერ­ხე­ბი. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ენერ­გი­ის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა ხდე­ბა ძლი­ე­რი, პულ­სი­რე­ბა­დი სი­ნათ­ლის სხი­ვის სა­ხით, რო­მე­ლიც კბი­ლებ­ზე და ქსო­ვი­ლებ­ზე უდი­დე­სი სი­ზუს­ტით ზე­მოქ­მე­დებს, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ამუ­შა­ვებს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ღრძი­ლის უბ­ნებს, ახ­დენს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ღრძი­ლე­ბის მგრძნო­ბი­ა­რე ნერ­ვუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბას და ა.შ. ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვე­ბი ახ­დე­ნენ სის­ხლძარ­ღვე­ბის ბლო­კი­რე­ბა­საც. ამის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტი ნაკ­ლებ სისხლს კარ­გავს, ექი­მი კი მშვი­დად ადევ­ნებს თვალ­ყურს ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ეს მე­თო­დი ნაკ­ლებ­მტკივ­ნე­უ­ლია გა­რე­მომ­ცვე­ლი ქსო­ვი­ლე­ბის­თვის, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბია ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რის ალ­ბა­თო­ბა და ყვე­ლა ჭრი­ლო­ბა უფ­რო მა­ლე ხორ­ცდე­ბა. ლა­ზე­რის ძა­ლი­ან ფრთხი­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ია­რე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ რჩე­ბა. შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მე­თო­დიც იძ­ლე­ვა ასეთ შე­დე­გებს, მაგ­რამ ლა­ზე­რუ­ლი თე­რა­პი­ის გარ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­რა­ფე­რი გახ­დის პრო­ცე­დუ­რას უმ­ტკივ­ნე­უ­ლოს.

დაწვრილებით



ბზინ­ვა­რე კბი­ლე­ბი

ბზინ­ვა­რე კბი­ლე­ბილა­ქე­ბი კბი­ლის ზე­და­პირ­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის პრობ­ლე­მაა. მა­თი გა­ჩე­ნის მი­ზე­ზე­ბია: პრო­დუქ­ტე­ბი, სას­მე­ლე­ბი, სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პი­რის ღრუ­ში ხვდე­ბა. ბაქ­ტე­რი­ე­ბი ასე­ვე ანი­ჭე­ბენ კბი­ლებს გარ­კვე­ულ ელ­ფერს. ეს არც ისე ლა­მა­ზია. მცი­რე პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და კბი­ლე­ბის დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა აი­ძუ­ლებს კბი­ლებს ძვე­ლე­ბუ­რად იბ­ზი­ნონ.
ნა­დე­ბის წარ­მომ­ქმნე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის და სას­მე­ლე­ბის აკ­რძალ­ვა. პირ­ველ რიგ­ში ეცა­დეთ, რომ გარ­კვე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი პირ­ში არ მოხ­ვდეს. მა­გა­ლი­თად, თამ­ბა­ქო ტო­ვებს თქვენს კბი­ლებ­ზე ნა­დებს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გავს კბი­ლის ქვებს. აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს, რომ მო­გა­ცი­ლოთ ,,მწე­ვე­ლის~ ნა­დე­ბი. ყა­ვა და ჩაი ასე­ვე წარ­მოქ­მნი­ან ნა­დებს. და­ლი­ეთ მცე­ნა­რე­უ­ლი ჩაი, რო­მე­ლიც ნა­ლექს არ ტო­ვებს. არ მი­ი­ღოთ ციტ­რუ­სე­ბი და მა­თი წვე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ ციტ­რუ­სე­ბის მჟა­ვას. მა­თი მოქ­მე­დე­ბით ცვდე­ბა კბი­ლის ემა­ლი და ჩნდე­ბა ნა­დე­ბის წარ­მოქ­მნის სა­შიშ­რო­ე­ბა.
დი­ლით ერ­თი ჭი­ქა წვე­ნი არა­ფერს და­გი­შა­ვებთ, მაგ­რამ გა­და­ეჩ­ვი­ეთ ლი­მო­ნის მოკ­ბე­ჩას, რად­გან ემა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად და­გე­ზო­ლე­ბათ.
გა­მო­ივ­ლეთ წყა­ლი. რო­გორც კი მცი­რე­ო­დენ სპირ­ტი­ან სას­მელს და­ლევთ, პი­რის ღრუ­ში გა­მო­ივ­ლეთ წყა­ლი ან გა­ი­ხე­ხეთ კბი­ლე­ბი, რად­გან მის­გან ბზინ­ვა­რე­ბას კარ­გავს პლომ­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი კბი­ლი.

დაწვრილებით



პა­რო­დონ­ტო­ზი

პა­რო­დონ­ტო­ზიღრძი­ლე­ბის და ძვლე­ბის ინ­ფექ­ცია პა­რო­დონ­ტო­ზი (ახა­სი­ა­თებს კბი­ლის ალ­ვე­ო­ლის კბი­ლის ფეს­ვის ბუ­დის, ქსო­ვი­ლის პროგ­რე­სი­უ­ლი დაშ­ლა, ღრძი­ლე­ბის ან­თე­ბა და კბი­ლე­ბის მორ­ყე­ვა) მო­უ­ლოდ­ნე­ლად იჩენს ხოლ­მე თავს. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ეს და­ა­ვა­დე­ბა ორ­მოც წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში. მი­სი გა­მომ­წვე­ვია კბი­ლის ნა­დე­ბი, რო­მე­ლიც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებ­და თა­ვის ბინ­ძურ საქ­მი­ა­ნო­ბას კბი­ლებს შო­რის და ღრძი­ლებ­ზე.
გინ­გი­ვი­ტი ღრძი­ლის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბა პა­რო­დონ­ტო­ზის ად­რე­უ­ლი სტა­დი­აა. ჩვე­უ­ლებ­რივ თავს იჩენს ადა­მი­ა­ნის სიყ­მაწ­ვი­ლე­ში და ვი­თარ­დე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამის შე­დე­გად კბი­ლებ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ქვე­ბი აზი­ა­ნე­ბენ ღრძი­ლებს.
გინ­გი­ვი­ტის ნიშ­ნე­ბი: ან­თე­ბუ­ლი, შე­შუ­პე­ბუ­ლი ღრძი­ლე­ბი, სის­ხლდე­ნა შე­ხე­ბი­სას ან კბი­ლე­ბის გა­მო­ხეხ­ვის დროს. ჩვე­უ­ლებ­რივ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია.
თუ გინ­გი­ვიტს არ უმ­კურ­ნა­ლებთ, ავად­მყო­ფო­ბა შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს და­იწ­ყე­ბა ჩირ­ქის გა­მო­ყო­ფა, ან გა­და­იზ­რდე­ბა პე­რი­ო­დონ­ტიტ­ში, რომ­ლის დროს კბი­ლის ნა­დე­ბის მუდ­მი­ვი დაგ­რო­ვე­ბა იწ­ვევს ღრმულს კბილ­სა და ღრძილს შო­რის. ასე­ვე გრძელ­დე­ბა ამ ღრმულ­ში ნა­დე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, რად­გან ჯაგ­რი­სით ამ ად­გი­ლე­ბის გა­მოწ­მენ­და ვერ ხერ­ხდე­ბა. კბი­ლის ნა­დე­ბი მკვრივ­დე­ბა და უს­წორ­მას­წო­რო ფორ­მას იღებს წარ­მო­იქ­მნე­ბა ქვე­ბი. ღრძი­ლე­ბი შორ­დე­ბა კბი­ლებს. ერ­თხე­ლაც კბი­ლე­ბის და ღრძი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი შეწ­ყდე­ბა და თქვენ კბი­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბით.

დაწვრილებით

წინა 1 2 შემდეგი

 
Copyright © 2008 Narkozi.com All Rights Reserved გვერდი შეიქმნა 0.000015 წამში.