| |
ელექტრონული შიგნითა ყურის იმპლანტაცია
ზოგჯერ თანდაყოლილი დეფექტების, სხვადასხვა ინფექციების, ან ტრავმები, შედეგად შიგნითა ყურის ლოკოკინა ზიანდება და ბუსუსებს აღარ შეუძლიათ ბგერითი ტალღების გადაცემა.
ზოგჯერ წარმოქმნილ ,,ვაკანსიას" სასმენი აპარატი იკავებს, მაგრამ ასპროცენტიანი სიყრუის დროს ლოკოკინას იმპლანტაციის გარდა სხვა საშუალება არ არსებობს.
იმპლანტანტი თანამედროვე მიკროქირურგიის საოცრებაა. ორ-სამ საათიანი ოპერაციის და თვე-თვენახევარი შეზრდის შემდეგ, მანამდე აბსოლუტერად ყრუ ადამიანებში, გაუმჯობესება აღინიშნება. მოწყობილობა რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომელთა ერთდროული მუშაობისას სასმენ ნერვს ბგერები გადაეცემა.
ხმაური ყურებში
პრაქტიკულად ამერიკელების 20%-ს ესმის ხმები, რომელთა გაგონება არ უნდათ, მაგრამ ვერაფრით ეწინააღმდეგებიან. შესაძლოა, თქვენთვისაც ცნობილია, რა არის ხმაური ყურებში, ან თავში. ამ დაავადების დროს გესმით ხმაური, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.,,უმეტეს შემთხვევაში ყურებში ხმაურის მიზეზი ძალიან ხმამაღალი ბგერის მოქმედების შედეგია", ამბობს ორეგონის კვლევითი ცენტრის ფსიქოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი ჯეკ ვერნერი.
მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამოიყენეთ მასკირების მოწყობილობა. მასკირების მოწყობილობა ნებისმიერი მოწყობილობაა, რომელიც ბუნებრივი ბგერით შეცვლის იმ შინაგან ხმაურს, რომელიც მხოლოდ დაავადებულ ადამიანს ესმის. პორტატული პლეიერი ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობაა.
,,ყველაზე ეფექტურია სასმენი აპარატი~, ამბობს ფილოსოფიის დოქტორი გლორია რეიჩი. ის ორ ფუნქციას ასრულებს: საშუალებას აძლევს სმენადაქვეითებულ ადამიანებს უკეთ გაარჩიონ ხმები, ასევე წარმოქმნიან ბუნებრივ ხმაურს, რომელიც ,,ფარავს~ შინაგან ხმაურს. ამ შემთხვევაში ხდება ყურებში ხმაურისგან განკურნება და სმენის გაუმჯობესება.
ამბულატორიული ქირურგია კურნავს
,,ე.წ. ,,ამორჩევითი ქიმიური ვესტიბულექტომია~, ამბულატორიული პროცედურაა, რომელიც შლის მენიერის დაავადებით დაზიანებულ შიგნითა ყურის ბალანსის ორგანოს. ამას არ მოყვება გვერდითი მოვლენები. მაგალითად, დაზიანებულ ყურში სმენა უნარჩუნდებათ~, ამბობს ,,გოლეინის~ უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ოტოლარინგოლოგიის დოცენტი, მედიცინის დოქტორი, რონალდ ამედი.
პაციენტი საავადმყოფოში მოდის დილით და იმავე დღეს ან მეორე დილით უკეთდება ოპერაცია. მკურნალობა მდგომარეობს იმაში, რომ ქირურგიული გზით შიგნითა ყურში მოთავსდეს პრეპარატ ,,სტრეპტომიცინის" მიკროსკოპული ნაწილები მშრალი სახით. ერთი დღე-ღამის შემდეგ პრეპარატი იხსნება და შლის შიგნითა ყურის ბალანსის ორგანოს, რომელიც ცრუ სიგნალებს აგზავნიდა თავის ტვინში, სწორედ ეს იწვევდა თავბრუსხვევას.
ყურის დაავადებები
ჩვენი ყურები ხშირად ასრულებენ ისეთ ფუნქციას, რომლის შესრულება არ ევალებათ. ჩვენ ვიხვრეტავთ ყურებს. ვახდენთ მათზე ზემოქმედებას მაღალი დეციბელებით. ვასველებთ შხაპის მიღებისას. გასაკვირი არ არის, რომ ზოგჯერ ყურები აგვტკივდება ხოლმე.აი, ყურების დაავადებებისგან განკურნების რამდენიმე ხერხი.
_ ერთ წამში, ყურის ბიბილოზე მოქაჩვით დაადგენთ რა სახის ინფექცია გაქვთ.
_ ერთ წუთში მოიცილებთ ყურიდან საცობს.
_ ერთი საათის ოპერაციის შემდეგ სამუდამოდ დაემშვიდობებით მენიერის დაავადებას (მენიერის დაავადება შუა ყურის ლაბირინთის წყალმანკი, ენდოლიმფური წყალმანკი (შუა ყურის ლაბირინთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორიენტაციას სივრცეში); ახასიათებს ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, მომატებული ნერწყვდენა, ღებინება, ფაღარათი).











